ვიეტნამში დედამ შვილი სატვირთო მანქანის დაჯახებას გადაარჩინა
ფოტო: youtube
დედამ შვილი სატვირთო მანქანასთან შეძახებისგან იხსნა, მას შემდეგ, რაც ორივე მოტოციკლიდან გადავარდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. ინციდენტი ვიეტნამში მოხდა.
ყველა სიახლე
05 აგვისტო 2026, 14:35
მსოფლიო
The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა
ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს The Guardian-ი.
05 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს, ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი
„ცალკე გამოვყოფ გუდაურის თემას, სადაც აქტიურად ვემზადებით მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. ამ სეზონისთვის გუდაურში იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მათ შორის შედის სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. შესაბამისი ტრასების ჯამური სიგრძე შეადგენს 7500 მეტრს. ასევე, სნოუპარკის არეალში დაგეგმილია ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს მონტაჟი. საერთო სიგრძე არის 1400 მეტრი. ასევე, დაგეგმილია ბავშვებისთვის 200 მეტრი სიგრძის გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ამასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა. საერთო სიგრძე არის 6 კილომეტრი. ასევე დაგეგმილია ახალი „გუდაურას“ ტრასის აღჭურვა ღამის განათებით. ეს ყველაფერი დაგეგმილია მომდევნო ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
05 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს დაემატა ტურიზმის პროგრამები, მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა
სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
05 აგვისტო 2026, 14:29
პოლიტიკა
პრემიერი: ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო წლიურ ჭრილში გაიზარდა 52 %-ით, ეს ყველაფერი ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია, ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში
ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
05 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება, როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის გაშავება, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე
როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამ ფაქტზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე ხანში აშშ-მა რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთა. ასევე სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აღლუმი იმართებოდა მოსკოვში, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ იქ და აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
05 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
05 აგვისტო 2026, 14:25
ეკონომიკა
სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა
წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
05 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ივნისის თვეში 8,6% იყო ეკონომიკური ზრდა, ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც
„ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
05 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
Financial Times: ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას Patriot-ის ტიპის დამატებითი რაკეტების გადაცემის შესახებ უარით უპასუხა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი - მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს
ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
05 აგვისტო 2026, 14:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა
აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
05 აგვისტო 2026, 13:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
ქართულ ოცნებას გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?, - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „როგორ შეგიძლიათ აგვისტოს ომზე ისაუბროთ ისე, რომ რუსეთზე არაფერი თქვათ და ისაუბროთ ნაციონალურ მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე?“
05 აგვისტო 2026, 13:48
მსოფლიო
DW: ჩეხეთი სამხედრო ასაკის მქონე უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს
ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მისცეს თავშესაფარი იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ჯარში გაწვევის ასაკი აქვთ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
05 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთ რუსეთთანო. ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი
მისი თქმით, ის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომლებიც საქართველოს სთხოვდნენ ეკონომიკური ურთიერთობები გაეწყვიტა რუსეთთან, გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა.
05 აგვისტო 2026, 13:41
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო. მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.
05 აგვისტო 2026, 13:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“
ისინი არ არიან ოპოზიცია. იმ გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
05 აგვისტო 2026, 13:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით 1 პროცენტსაც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა ალბათ -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული?! - იმიტომ რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობს
თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა. სახეცვლილება ვნახეთ - რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით და როგორ იქცეოდნენ შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
05 აგვისტო 2026, 13:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე
ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
05 აგვისტო 2026, 13:28
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეგისტრის ამოქმედებაზე: ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს
„ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია, ამ აგენტურის რიტორიკით. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტოების, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, - განაცხადა კირცხალიამ.
05 აგვისტო 2026, 13:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლისღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა - შემდეგ მოვიდა დავალება, როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი, ისინი დავალების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ
პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლისღვრა იყო, სრულიად 100%-ით მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიჭების სისხლი არ იყო შეშრობილი მიწაზე, როდესაც ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთსა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ როგორი მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა და როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსული ინვესტიციები. რუსულ ფულს თურმე სუნი არ უდის და უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში რუსული ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე ობიექტი, სტრატეგიული ობიექტები, გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.


