მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამხედროებს ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება ევალებოდათ. მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მეორე ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ
14 სექტემბერი 2026, 20:36
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა - ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაზრდის ყურადღებას იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ ზომებს კრიტიკოსების წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასშტაბური სანქციები დაუწესა ყოფილ პრესმდივანს, რომელსაც რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა“.
14 სექტემბერი 2026, 20:34
პოლიტიკა
ბრძოლა პირველობისთვის გაკოტრებულ ოპოზიციურ ველზე - ურთიერთმხილება და ბრალდებები ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე, ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა , მმართველი გუნდის განცხადებით ისევ წარუმატებლობისთვისაა განწირული .
14 სექტემბერი 2026, 20:32
სამართალი
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაიმართა შეხვედრა პრემიერთან. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებითაც.
14 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის საქმეზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკვეთილი, მიზანმიმართული კამპანია და ქვეყნის იმიჯის შელახვა - მმართველი გუნდი გიორგი ბარამიძის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებს და ამბობს, რომ ესეც კონკრეტული კამპანიიის ნაწილია. გიორგი ბარამიძის მიერ რამდენჯერმე გაკეთებული მკაფიო განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს.
14 სექტემბერი 2026, 20:24
მსოფლიო
„დიფ სთეითის“ ინტერესები ეროვნული ინტერესების ნაცვლად და არაფორმალური ძალების მსახურება - ევროპის წამყვან ქვეყნებში მმართველი პარტიების რეიტინგი მკვეთრად დაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ომისა და არაფორმალური გავლენის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შედეგი - საფრანგეთსა და გერმანიაში მმართველი პარტიების რეიტინგები კატასტროფულად დაეცა. რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა პრეზიდენტ მაკრონის და კანცლერ მერცის რეიტინგიც.
14 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკადრო ცვლილებები მთავრობაში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
14 სექტემბერი 2026, 20:11
მსოფლიო
ტრამპი: კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს - ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ამერიკა, ჩემი გადასაწყვეტია
კრახის პირას მყოფ ირანს გარიგების დადება სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 19:57
მსოფლიო
ტრამპი: ერთადერთი კონტროლი თუ „უსაფრთხოების ბარიერები“, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, არის ძლიერი და ჭკვიანი, მაღალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი - აშშ-ს კი ეს თავზე საყრელად აქვს
ერთადერთი კონტროლი თუ „უსაფრთხოების ბარიერები“, რაც ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება, არის ძლიერი და ჭკვიანი, მაღალი IQ-ს მქონე პრეზიდენტი - აშშ-ს კი ეს თავზე საყრელად აქვს! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 19:22
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი და უწყვეტი საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების პროცესის წარმართვას.
14 სექტემბერი 2026, 19:18
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ტვ „იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, ტვ „იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ
ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მას არ დაუხურავს და მომხდარზე პასუხისმგებლობა არხის ყოფილ ჟურნალისტს, გიორგი თარგამაძეს დააკისრა.
14 სექტემბერი 2026, 19:10
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს - რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 18:59
მსოფლიო
მერცი: უკრაინაში ომი ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში შედის
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს და გააფრთხილა საზოგადოება, რომ ომი, სავარაუდოდ, ყველაზე გადამწყვეტ კვირებსა თუ თვეებში შედის.
14 სექტემბერი 2026, 18:58
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში ყოველწლიურად პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ და მის ზრდაზე სკოლის დასრულებამდე იზრუნებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პროექტის „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა , პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
14 სექტემბერი 2026, 18:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.
14 სექტემბერი 2026, 18:50
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას. სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.
14 სექტემბერი 2026, 18:49
მსოფლიო
ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ
უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.
14 სექტემბერი 2026, 18:42
მსოფლიო
ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
14 სექტემბერი 2026, 18:42
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, Nasdaq-თან პარტნიორობით, „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლეს
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.
14 სექტემბერი 2026, 18:39
ეკონომიკა
ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე
ფინანსური ბაზრები ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის მიზანს კი პროცესის ტექნოლოგიური და რეგულაციური ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება და არსებული დადებითი დინამიკის კიდევ უფრო აჩქარება წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე.


