imedi /  12 ივნისი 2020, 15:15 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში არის ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

როგორია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები თავდაცვის სფეროში, როგორია მათი განვითარების პერსპექტივები და რა ხედვები აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ჩვენს ამერიკელი პარტნიორებს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ დაუსვა კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღრიბაშვილს, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში წარდგა საკანონმდებლო ორგანოში.

ირაკლი ბერაიამ კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ „ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში დღეს არის ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულზე, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამართლებრივი ბაზით, შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯებით და რაც მთავარია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებებით“.

მან ასევ ყურადღება გაამახვილა 2019 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ხელი მოეწერა უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითრებისთვის და რაც თვისთავად მისასალმებელია.

„თუმცა, სამწუხაროდ ამ წარმატების ფონზე ჩვენ გვესმის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც არის თავადაცვის ძალების, თავდაცვის რეფორმების წარმატების დისკრედიტაცია. დესტრუქციული ოპოზიციის და მათთან აფელირებული მავნებლების მხრიდან ხშირად ისმის უსაფუძვლო განცხადებები, რომ ამერიკის შეერთბებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხი მცირდება და ურთიერთობები თანდათან ზიანდება, რაც თავისთავად ამაზრზენი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

ყველა სიახლე

გიორგი შერმადინი

26 იანვარი 2021, 17:00

სპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

კვირას, „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესა“ 15-ქულიანი სხვაობით, 85:70 დაამარცხა, ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი კი შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე გახდა. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში მის ანგარიშზე 29 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

26 იანვარი 2021, 16:48

სამართალი

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ძალოვანი უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 იანვარი 2021, 16:46

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში აზერბაიჯანის ახალდანიშნულ ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და თანამშრომლობის იმედი გამოთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

26 იანვარი 2021, 16:44

მსოფლიო

ინდოეთმა 60-მდე ჩინურ აპლიკაციაზე აკრძალვა ძალაში დატოვა

ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ძალაში დატოვა TikTok-სა და კიდევ 58 ჩინურ აპლიკაციაზე აკრძალვა ძალაში დატოვა. კომპანია ByteDance-ის კუთვნილ TikTok-თან ერთად, აკრძალულ აპლიკაციებს შორისაა Tencent Holdings-ის WeChat-ი და Alibaba-ს UC Browser-ი.

კელინ პოპესკუ-ტერიჩანუ

26 იანვარი 2021, 16:39

მსოფლიო

რუმინეთის ყოფილ პრემიერს ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს ბრალი

რუმინეთის პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კელინ პოპესკუ-ტერიჩანუს ქრთამის აღების მუხლით წაუყენა ბრალი. ამის შესახებ გამოცემა Balkan Insight-ი წერს.

ფრიდონ ინჯია

26 იანვარი 2021, 16:29

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია ევროპული საბჭოს ასამბლეაზე: როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.

გურამ მაჭარაშვილი

26 იანვარი 2021, 16:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: მაინც გვჯერა, რომ 2 თებერვლამდე კიდევ გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებას

ოპოზიციის ნაწილის იმედი გვაქვს, შეიძლება უმრავლესობისაც. მაინც გვჯერა იმის, რომ 2 თებერვლამდე კიდევ გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე განაცხადა.

20 დოლარი

26 იანვარი 2021, 16:23

მსოფლიო

20-დოლარიან ბანკნოტაზე ენდრიუ ჯექსონის პორტრეტს აფროამერიკელი აქტივისტი ქალის გამოსახულებით ჩაანაცვლებენ

ბოლო ასი წლის განმავლობაში ამერიკულ ბანკნოტებზე გამოსახული პირველი ქალი იქნება. მანამდე 1891-1896 წლების გამოშვების 1-დოლარიან სერტიფიკატზე ყოფილი პირველი ლედის, მარტა ვაშინგტონის გამოსახულება იყო, 1865-1869 წლებში კი 20-დოლარიან ბანკნოტები ინდიელი პრინცესა პოკაჰონტასის პორტრეტით იბეჭდებოდა.

მაია ცქიტიშვილი

26 იანვარი 2021, 16:16

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფოსა და ბიზნესს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა

ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ტურიზმის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივ რეჟიმში სამუშაო ჯგუფების დონეზეა ბიზნესთან მოლაპარაკებებში ჩართული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

26 იანვარი 2021, 16:13

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ვირუსს 7 776 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის განმავლობაში, ეს ქვეყნისთვის, ერთი კვირის განმავლობაში, გარდაცვალების მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის აპრილში, ორი კვირა ფიქსირდებოდა რეკორდული მაჩვენებელი და კვირაში გარდაცვალების 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ჯუზეპე კონტე

26 იანვარი 2021, 16:10

მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Rainews24-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

26 იანვარი 2021, 16:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ ძალადობის კულტივაციის გეგმას მიყვება და შესაძლოა, სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს

იარაღი არ უნდა იყოს ბრძოლის ის მეთოდი, რითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შორის ინციდენტის შეფასებისას განუცხადა.

26 იანვარი 2021, 16:04

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

26 იანვარი 2021, 15:53

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს წარმომადგენლებთან დისტანციური შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დისტანციური შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა გახსნეს.

26 იანვარი 2021, 15:50

საზოგადოება

ლევან კაკავა: 2021 წლის 26 იანვარი ეძღვნება საბაჟო ორგანოების გაერთიანებულ ძალისხმევას კორონავირუსის კრიზისიდან გამოსასვლელად

26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის წევრ 182 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 2021 წელს, საბაჟოს საერთაშორისო დღე საერთო სლოგანით - „საბაჟო ეკონომიკის აღდგენის სამსახურში“ აღინიშნება.

26 იანვარი 2021, 15:44

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი რამდენიმე წელია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა.

26 იანვარი 2021, 15:44

რეგიონი

რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ქალაქის ორივე საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

26 იანვარი 2021, 15:43

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც 9 პოლიტიკური სუბიექტი აწერს ხელს.

26 იანვარი 2021, 15:36

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მართავენ. მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები არაკანონიერია. მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

26 იანვარი 2021, 15:34

ეკონომიკა

კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის სახელფასო დავალიანებაზე ზეპირი შეთანხმება შედგა

რამდენიმესაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა. კომპანიის პოზიცია დედოფლისწყაროს ნავთობაზის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილმა გაახმაურა, რომლის მიხედვითაც ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად ჩაერიცხებათ და ეს თანხა 500 ლარი იქნება.