imedi /  08 სექტემბერი 2020, 23:36 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილის მიერ შეძენილი ავტომატების ნაწილი აქ არც კი ჩამოსულა, შემდეგ კი გვატემალაში აღმოჩნდა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დავით კეზერაშვილი​ არ იყო ერთი ცალკე აღებული მაღალჩინოსანი, ის წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. კეზერაშვილი ყოველთვის იყო ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის დამფინანსებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუყვე საზოგადოებას, რა ხდება ამ წლებში სამინისტროში. ჩავიხედე რა იმ მძიმე მემკვიდრეობაში, რომელიც მე უწყებაში დამხვდა, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება. ეს თანხა არის გადარიცხული სხვადასხვა კომპანიაში, მის სანაცვლოდ კი არანაირი შეიარაღება საქართველოს არ მიუღია. ჩვენ კარგად ვიცით, სად წავიდა ეს ფული - ამ ადამიანების ჯიბეებში, რომლებიც დღესაც ბედავენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბარს. თქვენს სიუჟეტში მოყვანილი იყო რამდენიმე ფაქტი იმისა, თუ როგორ ხდებოდა იარაღის შეძენა და მესამე ქვეყანაში გადაყიდვა ისე, რომ საქართველოში ეს იარაღი არც კი შემოდიოდა. შეიარაღება, რომელიც ვითომდა ქართული ჯარისთვის იყო შესყიდული, აღმოჩნდებოდა ხოლმე მესამე ქვეყანაში. მაგალითად, ასე მოხდა M4-ის ტიპის ავტომატების შეძენისას, რომლებიც იყო უხარისხო. კეზერაშვილის შეძენილი ავტომატების ნაწილი აღმოჩნდა გვატემალაში, ნაწილი - კიდევ სხვაგან და ა.შ. აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა კეზერაშვილის უშუალო პარტნიორი. წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, მილიარდი ლარის შეიარაღება ომის დროს რუსებმა წაიღეს. არავინ იცის, ეს შეიარაღება მართლა რუსებმა წაიღეს, თუ ამის მხოლოდ 10% წაიღეს, დანარჩენი კი უბრალოდ ე.წ. გათეთრებისთვის იყო გამოყენებული. ამჟამად პროკურატურა იძიებს საქმეს Bushmaster-ის ტიპის ავტომატების შეძენის შესახებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 14:54

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

24 სექტემბერი 2020, 14:52

რეგიონი

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან ახალგორის მიმართულებით რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა

ერგნეთში ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის დროს ცხინვალიდან რუსული სამხედრო ვერტმფრენი აფრინდა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გაფრინდა.

იუსტიციის სახლი

24 სექტემბერი 2020, 14:48

COVID19

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

იუსტიციის სახლთან მოწყობილ სივრცეში 538 გამოკვლეულიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 ნიმუში.

ტოჩინოშინი

24 სექტემბერი 2020, 14:31

სპორტი

ტოჩინოშინი მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა

ლევან გორგაძე ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მეშვიდედ დამარცხდა. ტოჩინოშინი კომუსუბი ოკინოუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 32 წლის ქართველ სუმოისტს დარჩენილი სამი ბრძოლიდან სამივეს მოგება სჭირდება.

24 სექტემბერი 2020, 14:26

საზოგადოება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში, იქ, სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან ფიზიკურად საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი, რაც ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:25

საზოგადოება

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლების დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს

უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკლემა განაცხადა. მისივე თქმით, ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, სწავლების არადისტანციურად განახლების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში იქნება: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ცხადია, აჭარაშიც, ის ყველა საფეხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში არადისტანციური სწავლების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 14:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეგან მარკლის ფანი არ ვარ - ბევრ წარმატებას ვუსურვებ ჰარის, რადგან მას ეს დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:23

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული

ყველა სკოლაში, სადაც მოსწავლეები შევლენ, სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:18

საზოგადოება

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლის ტერიტორიაზე ​სპეცმასწავლებელთან შეხვედრას შეძლებენ

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან და ესეც ნებადართული არის უკვე პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში აჭარის გარდა“, - განმარტა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელი

24 სექტემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ბათუმში ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს

ბათუმში, ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსი

24 სექტემბერი 2020, 14:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამირან გამყრელიძე

24 სექტემბერი 2020, 14:01

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი გაიზარდა

„ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს დაბეჯითებით ვამბობ, რომ ეს პროცესი სრულად მართვადია. ეს ზრდა არის ძირითადად აჭარის ხარჯზე, თუმცა სხვა რეგიონებშიც აღინიშნება ზრდა და ეს ასე იქნებოდა სექტემბერში. მოსალოდნელია კიდევ იყოს ზრდა, მაგრამ ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, გადასულია ინფექციის მართვის უკვე სხვა პრინციპზე - არა მხოლოდ ჩაკეტვები და განსაკუთრებულად გამკაცრებული ღონისძიებები, არამედ ბალანსირებული მიდგომა, როდესაც ჩვენ თანდათან ეკონომიკას ხსნის ყველა სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ბალანსია ჯანდაცვის სექტორსა და ეკონომიკას შორის, რომ ჯანდაცვის სისტემა დროულად პასუხობს ახალ ინფიცირებულებს და შესაბამისად მათ მართავს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24 სექტემბერი 2020, 13:55

საზოგადოება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ამ ეტაპზე კვლავ დისტანციურად გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:52

პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

სკოლა

24 სექტემბერი 2020, 13:50

საზოგადოება

1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:49

სპორტი

დღეს „ბაიერნი“ „სევილიას“ დაუპირისპირდება

დღეს, ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბაიერნი“ ევროპა ლიგის ჩემპიონს „სევილიას“ შეხვდება. 6-თვიანი პაუზის შემდეგ, უეფა სტადიონზე გულშემატკივარს პირველად დაუშვებს, თუმცა ჯერჯერობით შეზღუდული რაოდენობით. ბუდაპეშტის „ფერენც პუშკაშ არენაზე“ მხოლოდ 11 600 მაყურებლის დასწრება იქნება შესაძლებელი.

სტელა კირიაკიდესი

24 სექტემბერი 2020, 13:46

COVID19

ევროკომისარი: ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში იყო

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია გაცილებით უარესია, ვიდრე მარტში პიკის დროს იყო.

ნათია მეზვრიშვილი

24 სექტემბერი 2020, 13:45

რეგიონი

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

24 სექტემბერი 2020, 13:35

თავდაცვა

ყველა სამხედრო ნაწილი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.