ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი და ეთქვა, ბოდიში აღარ გავიმეორებ. დაახლოებით იგივია, ამ ბოროტი მასხარის ბოდიში
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი და ეთქვა, ბოდიში აღარ გავიმეორებ. დაახლოებით იგივია, რომ შევადაროთ ამ ბოროტი მასხარის ბოდიში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მათი ბელადი მალავდნენ კვლევების შედეგებს და ამის მაგალითად თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოიშველია.
„ბოლო დღეებში რასაც ვისმენთ, ეს არის აღიარებათა კასკადი. სხვათაშორის, გუშინ მოვისმინე ერთ-ერთ ტელევიზიაზე იყო ვითომ მათი ოპოზიციონერის, ბოკერიას მეუღლე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და ამბობდა, რომ გვარამიამ, რომელიც სახეა მთელი ამ გარყვნილი და ბინძური, მტრული ძალის, გვარამიამ გააყალბა კვლევის შედეგები და დამალა სააკაშვილის დაბალი რეიტინგი 2016 წელს. ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ „ნაცმოძრაობა“ და მათი ბელადი მალავდნენ და მალავენ კვლევებს. ეს არის აღიარება და დადასტურება ფაქტისა, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ დამკვეთი შეიძლება ყოფილიყო NDI და სხვა, მაგრამ შემსულებელი იყო მათივე ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა სააკაშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს დიდი ტყუილი და ეშმაკის აღსარება უწოდა.
რაც შეეხება სააკაშვილის დიდ ტყუის. რატომ არის დიდი ტყუილი - მანამდე პატარ ტყუილი იყო, რომ ის მოდიოდა საქართველოში. რისი ჩამომსვლელია ეს ადამიანი?! პრეზიდენტი იყო, რომ გაიქცა აქედან, რადგან ეშინოდა ჩამოსვლის. რისი ეშინოდა - საკუთარი ბინზური დანაშაულებების. უამრავი დანაშაულებების, რომელიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ახლა მორიგი დიდი ტყუილი, რომ სააკაშვილი წარმოგვიჩინეს, როგორც მომნანიებელი. რეალურად ეს არის ეშმაკის აღსარება. ვითომ ბოდიში. რა ბოდიში?! ბოდიში კი არა ის უნდა ჩამოვიდეს და მოიხადოს სასჯელი საქართველოში იმისთვის, რაც მან გააკეთა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, საკუთარი ტერიტორიების გაყიდვა და მტრისთვის ჩაბარებაა.
„რუსის ჯარი ქვეყნიდან გასული იყო 2005 წელს. ამ ბოროტმა მასხარამ მოახერხა ის, რომ გასვლის დღიდან სამ წლიწადში რუსული ჯარი შემოიყვანა და დაკანონა ოკუპაცია. აფხაზეთსა და ხცინვალში სრულყოფილი ბაზა ააშენებინა რუსის ჯარს და ეს გვევლინება პროდასავლურად, პროამერიკელად, რომელიც არის ყველაზე გამორჩეული ავანტიურისტი, რუსული ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, იქნება საქართველო თუ უკრაინა. მეტ ინფორმაციას გეტყვით, რაც არის დადასტურებული ფატებით. ფარულად არის უკევ დაპირისპირებული ზელენსკისთან. მანამდე მოგეხსენებათ, როგორც მოიქცა პოროშენკოსთან. შეეფარა მას და შემდეგ დაუწყო ბრძოლა. შემდეგ გამოაგდეს პანჩურით და თმებით ითრიეს. ახლაც იგივე გააკეთა და იგივე ბედი მოელის. გამოაგდებენ დღე-დღეზე. ვერ ამბობს, როდის ჩამოვა, რადგან იცის, რომ საქართველოში ვერ ჩამოვა“, - დასძინა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეურაცხყოფაა, როდესაც ოპონენტები სააკაშვილის პრემიერად წარდგენაზე საუბრობენ.
„მეორე დიდი ტყუილი და შეურაცხყოფაა ჩვენი მოსახლეობის, რომ გამოდიან და იძახიან, პრემიერად წარადგინეს. როგორ უნდა წარადგინო?! ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე. საკუთარი ნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა. კაცი, რომელიც ცხრა წელი იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს ვითომ წარადგინეს პრემიერად. როგორ? კანონს დაარღვევენ, თუ ფეხქვეშ გათელავენ, როგორც მანამდე აკეთებდნენ. ეს ხომ ჩვენი მოსახლეობის შეურაცხყოფაა. ჩვენ არ გვავიწყდება ის, რაც გააკეთა: ტერიტორიების დაკარგვა, კოდორი ჩაბარება, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციის დაკანონება. 300 ათასი ქართველი გაასამართლა ამ ვითო დემოკრატმა, რეალურად კი ფსევდოპროდასავლელმა. ასევე ბიზნესის ტერორი. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ამ კაცმა დაგვიტოვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიდეომიმართვა გაიხსენა და იგი ჰიტლერს შეადარა.
„ომის შემდეგ რომ გამოსულიყო ჰიტლერი და ეთქვა ბოდიში, აღარ გავიმეორებ. დაახლოებით იგივია, რომ შევადაროთ, ამ ბოროტი მასხარის ბოდიში როგორ ჟღერს ჩვენთვის, პასუხისმგებლიანი მოქალაეებისთვის, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 12:45
პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა შედგა.
09 მარტი 2026, 12:36
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: 9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის“ პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო“, რაც იშიფრება „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად“.
09 მარტი 2026, 12:32
რეგიონი
სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 მარტი 2026, 12:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს, იმედი მაქვს, რეალობას საღად შეაფასებენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
09 მარტი 2026, 12:27
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“
იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის"გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში.
09 მარტი 2026, 12:25
საზოგადოება
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Red Bridge” წარუძღვება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით და მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
09 მარტი 2026, 12:12
მსოფლიო
Axios: ირანის საწვავის საწყობებზე დარტყმებმა აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება გამოიწვია
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებმა შესაძლოა ირანული საზოგადოება რეჟიმის გარშემო გააერთიანოს და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. „პრეზიდენტს არ მოსწონს ეს შეტევა. მას სურს ნავთობის დაზოგვა და არა მისი დაწვა. ეს ხალხს ბენზინზე მაღალ ფასებს ახსენებს“, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
09 მარტი 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ როლს
09 მარტი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღვწის, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა, გუშინ თავადვე აღიარეს, რომ ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან
ჩვენ დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და როდესაც, რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ხდება საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უწევენ დახმარებას, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმულ შეკითხვაზე.
09 მარტი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება,-უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, რომ თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
09 მარტი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის
ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა
დესნიანსკის რაიონული სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, ზორიან კისი 2024 წლის ივნისიდან ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა. მას ისრაელში თავის პარტნიორთან, თიმურ ლევჩუკთან, როგორც ოჯახის წევრთან ერთად სურდა გამგზავრება. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი განაცხადა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და კაცის ოჯახურ კავშირს.
09 მარტი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია
თავად სცენას, ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
09 მარტი 2026, 11:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
09 მარტი 2026, 11:46
რეგიონი
აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
09 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 მარტი 2026, 11:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და თავს მოხვეული პროპაგანდა, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის, არ მიიღონ უკრიტიკოდ
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
09 მარტი 2026, 11:30
მსოფლიო
ბაჰრეინში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, რის შემდეგაც სახელმწიფო კომპანიამ ნავთობის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა
The Times of Israel-ის ინფორმაციით, Bapco-მ ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა, რაც მას მიწოდების შეწყვეტის უფლებას აძლევს. Bapco-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობაზე „გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონულმა კონფლიქტმა და მის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა თავდასხმამ“. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შიდა ბაზარზე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.
09 მარტი 2026, 11:22
მსოფლიო
The New York Times: ახალი ვიდეო ამყარებს მტკიცებულებებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას ამერიკული რაკეტა მოხვდა
გამოცემა წერს, რომ ვიდეო კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომ სავარაუდოდ ამერიკული რაკეტა ბაზასთან მდებარე დაწყებით სკოლასაც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დარტყმას 175 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი ემსხვერპლა.
09 მარტი 2026, 11:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.


