imedi /  15 სექტემბერი 2020, 12:44 / სანდო წყარო

„ღირსეული პარტნიორი 2020"-ის ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა.

სცენარის თანახმად, მოწინააღმდეგემ ერთ-ერთ რაიონში ქიმიური ქარხანა დაიკავა, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციაზე შეტევის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ქიმიურ ქარხანაში მომწამლავმა ნივთიერებამ გაჟონა, რამაც მომუშავე პერსონალის ინტოქსიკაცია და გარემოს დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ, დაშავებული პერსონალის გამოყვანა და „ამბულანსებით“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა რქბ ასეულმა უზრუნველყო. ტექნიკასა და გარემოს კი, დეკონტამინაცია ჩაუტარდა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

27 სექტემბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტია და მისი ტელევიზიები ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, რომ კრიმინალმა იმატა

„ამ კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, გაშუქება არის აბსოლუტურად სხვანაირი და სიკვდილის პროპაგანდა აქვთ მათ დღეს საარჩევნო კამპანიად არჩეული“, - აცხადებს მდინარაძე.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 23:01

საზოგადოება

ილია მეორე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებაზე: ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. პატრიარქის წერილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირებას ეხება.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

27 სექტემბერი 2020, 22:49

საზოგადოება

უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ილია მეორე ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში 26 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო უწმინდსის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

თეა წულუკიანი

27 სექტემბერი 2020, 22:48

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა სისხლის სამართლის პოლიტიკაში

„მოკლე ვადაში ჩვენ შევძელით ის, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ რეპრესიაზე, რაც თავისთავად სისხლის სამართლის მიმართულებით, როცა დანაშაულს ებრძვი აუცილებელია, ასევე აქცენტი გაკეთებულიყო დანაშაულის პრევენციაზე. ჩვენ გავათავისუფლეთ მოსამართლე - ის არის დამოუკიდებელი. პროკურორი და ადვოკატი გახდა თანასწორი სასამართლო დარბაზში და თქვენ, მედიას მოგეცათ საშუალება, რომ თვალი მიგედევნათ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, სწორედ სასამართლო დარბაზში“, - განაცხადა წულუკიანმა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

27 სექტემბერი 2020, 22:12

საზოგადოება

ოპოზიცია დავით გარეჯთანთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

მიმდინარე კვირას თბილისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მოიძია და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა მასალები და კარტოგრაფიული რუკები რომელიც, მთელ საკითხებთან დაკავშირებით საზღვრის, დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეში გარკვეულ პროგრეს შეიტანს. ამ დოკუმენტებმა შესაძლოა ახალი მიმართულებაც წარმოშვას და ძველი შეთანხმებები გადაიხედოს.

ნაციონალური მოძრაობა

27 სექტემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

რატომ იხდის ბოდიშს „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

პარტიის წევრთა ნაწილი აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებასთან კავშირი არ აქვს და ბოდიშს გულწრფელად იხდიან, ნაწილი კი სტრატეგიულ გათვლას არ მალავს.

გოგი მეშველიანი

27 სექტემბერი 2020, 21:55

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: მიმაჩნია, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

„ამ ყველაფერ მე ვუკავშირებ ორი დღის წინანდელ მუქარას, როცა ერთ-ერთ ჩვენ აქტივისტს, ხაიამ მისაევს დღევანდელ ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ვინმე არიფ იუსუპოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას და აქტიურ აგიტაციას. მე მიმაჩნია, ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასწარ განწირულ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გაშავებას და ვითარების წარმოჩენას ისე, თითქოს ჩვენ ვახორციელებთ ძალადობას“, - განაცხადა მეშველიანმა.

დავით მათიკაშვილი

27 სექტემბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილში განხორციელებული ვანდალური აქტი

„ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები",- განაცხადა მათიკაშვილმა.

27 სექტემბერი 2020, 20:57

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

საღამოს კი ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ნიგერია ისლამური სახელმწიფო

27 სექტემბერი 2020, 20:23

მსოფლიო

ნიგერიაში ისლამისტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა. ისლამისტები გზაზე ჩასაფრდნენ და სამთავრობო ბადრაგს დაესხნენ თავს. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგად 4 ჯარისკაცი, 10 პოლიციელი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აქცია მინსკი ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 20:02

მსოფლიო

ბელარუსში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პოლიცია სპეცსაშუალებების გამოყენებას აღიარებს და ამას იმით ხსნის, რომ აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. სამართალდამცველებმა დღევანდელ დემონსტრაციებზე სულ მცირე 50 ადამიანი დააკავეს.

კორონავირუსი

27 სექტემბერი 2020, 19:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 120 პაციენტი მკურნალობს. მათგან 117-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. 14-ის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკოლ ფაშინიანი

27 სექტემბერი 2020, 19:25

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსანდრე მოწერილია

27 სექტემბერი 2020, 19:09

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერი 2020, 19:07

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში არსებული ვითარება ვლადიმერ პუტინთან განიხილა

„სომხური მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის ზონაში სიტუაციის მკვეთრი ესკალაცია განიხილეს“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ბელარუსი

27 სექტემბერი 2020, 18:48

მსოფლიო

ბელარუსში აქციის მონაწილეებს აკავებენ

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე პროტესტის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსულმა სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაკავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. რამდენიმე მეტროსადგური დაიხურა და მობილური ინტერნეტი მიუწვდომელი გახდა.

ანდრია ბასილაია

27 სექტემბერი 2020, 18:34

კულტურა

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

27 სექტემბერი 2020, 18:19

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. საომარი მდგომარეობა შემდეგ ქალაქებში ამოქმედდება: ბაქო, განჯა, ევლახი, გეიგელი. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ჟოზეპ ბორელი

27 სექტემბერი 2020, 18:03

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.

ნატო

27 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ნატო: მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი.