ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა.
ეროვნული გვარდიის მეექვსე ნაკრები ოცეული ევროკავშირის საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა MOANA-MPOKO - ზე ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.
ქვედანაყოფი როტაციის პრინციპით ასევე ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა. საქართველოში დაბრუნებამდე ქართველი მშვიდობისმყოფელები მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა პაულო აბრეუმ მადლობის სიგელებითა და მედლით - სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის - დააჯილდოვა.
„მეამაყება, რომ შესაძლებლობა მაქვს დავხვდე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს. ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიის ხელმძღვანელისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მათ შესანიშნავად, სამაგალითოდ და ქართველი სამხედროებისთვის დამახასიათებელი მამაცობით შეასრულეს მისია რთულ და გამოწვევებით სავსე პირობებში; მეთაური აღნიშნული კონტინგენტით განსაკუთრებით ამაყობდა. ჩვენთვის მართლაც სასიხარულოა ამ ტიპის ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა. გვეამაყება, რომ ერთმანეთის მხარდამხარ ვიბრძვით და ვმსახურობთ“, - აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.
29 აგვისტო 2026, 00:55
რეგიონი
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


