imedi /  08 აპრილი 2021, 10:39 / სანდო წყარო

თავდაცვის მინისტრი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციტივაა. ცენტრთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

ყველა სიახლე

შოთა ბურჯანაძე

11 აპრილი 2021, 13:09

COVID19

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ვიღაცების კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები

„წვეულებების გამართვა იქნება, თუ ივენთის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფი ადამიანების პრობლემა, რომლებიც თავის ნათესავის მეგობრებს საფრთხეს უქმნიან, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ბიზნესოპერატორი. ვიღაცების რაღაც კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მეგან მარკლი

11 აპრილი 2021, 12:56

ტაბლოიდი

მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. მიზეზი მარკლის ორსულობაა. „სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ - განმარტავს სამეფო კარი.

პრინცი ფილიპი

11 აპრილი 2021, 12:37

მსოფლიო

პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ

ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ცერემონია 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით დაიწყება.

ნინო თანდილაშვილი

11 აპრილი 2021, 12:12

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

11 აპრილი 2021, 12:12

COVID19

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ეპიდკვლევა გრძელდება

სამთავისთან, იგოეთსა და ქვემო ჭალასთან პოლიციის 4 საკონტროლო პუნქტი 2 აპრილიდან მოეწყო, გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამ სოფლებში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს უტარდებათ ტესტირებაც.

გიორგი მიქაუტაძე

11 აპრილი 2021, 11:51

სპორტი

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ვიდეო

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ბელგიის „პრო ლიგის“ 26-ე ტურში, „სერენი“, „დეინზეს“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

11 აპრილი 2021, 11:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თემურ ქეცბაია

11 აპრილი 2021, 11:43

სპორტი

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად, კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტური კლუბიდან წასვლა დააანონსა. 57 წლის სპეციალისტმა, აღნიშნულის შესახებ პრესასთან, 10 აპრილს, „ლიმასოლთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

11 აპრილი 2021, 11:39

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,853,249 შემთხვევა დადასტურდა, 37,014 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,410,860 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 650 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 202,817 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,735 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 181,963.

11 აპრილი 2021, 11:20

რეგიონი

კახეთში ხანძრისას საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა

ახმეტაში, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა. შემთხვევა წუხელ, ე.წ უტას დასახლებაში მოხდა. ცეცხლი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო. ასევე, დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. სწორედ მეხანძრე-მაშველების მიერ, მალევე მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია.

ზვიად შალამბერიძე

11 აპრილი 2021, 11:10

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

„წუხანდელის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს. დაახლოებით, 100-მდე მაშველია ამ პროცესში ჩართული, 15 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. ექოლოტიც არის. ჩამოყვანილია ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქიდან. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“ -აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

11 აპრილი 2021, 11:06

რეგიონი

მდინარე ალგეთი ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვით დათევზიანდა

ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

11 აპრილი 2021, 10:59

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.26%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.50 %.

11 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 380 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 - აჭარაში.

11 აპრილი 2021, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 408 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

11 აპრილი 2021, 10:53

სამართალი

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 567 ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ 137 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 287 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 141 ფაქტი გამოვლინდა.

11 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 303, გარდაიცვალა 3 877 პაციენტი.

11 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 707 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი.

11 აპრილი 2021, 10:44

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსის 71,832 შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 71,832 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2,616 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13,45 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 350,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.