რა ღონისძიებებით აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს 247 რეკრურტი დადებს და დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5 ლოკაციაზე გაიმართება: სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში. სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ჩააბარებს.
თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი. მოწვეული სტუმრები კი, განსაკუთრებით მიესალმებიან იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სულ ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.
ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყება, რომელსაც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები შემოიტანენ. ნატო მეტონიძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულებს, რის შემდეგაც ყველა წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.
სამხედრო ფიცის დადების შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავენ და სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლადგაწევრიანებული სამხედროები სიახლით შეხვდებიან - პირველად ფიცის დადების შემდეგ ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ჯარისკაცის მრწამსს.
ღონისძიების დასასრულს ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ ასევე, ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს აქაც საქართველოს დროშის -წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცავენ. სუ-25 ტიპის მოდერნიზებულ საბრძოლო თვითმფრინავებს კაპიტალური რემონტი სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდა.
საფრენი საშუალებების რემონტი თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები - „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. თავისუფლების მოედანზე ასევე, იქნება გამოფენილი ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები - „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები - „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 23:51
პოლიტიკა
მაია ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მცდელობა
ეს ყველაფერი არის ერთი წარუმატებელი თამაშის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ანახებს საქართველოს მოსახლეობას, თუ რაოდენ დიდია ზოგიერთი გარე ძალის სურვილი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ისეთი ძალები, რომელიც ორიენტირებულია, რომ შეასრულოს ნებისმიერი ის დავალება, -
04 მარტი 2026, 23:48
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს
ხელისუფლების პოზიცია არის ყველაზე გონივრული და დაბალანსებული იმ პოზიციებს შორის, რაც შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოს, რომელიც პრაქტიკულად ორ ცეცხლს შუა მდებარეობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უწევს დიპლომატიასა და მეზობლობას შორის ბალანსის დაცვა.
04 მარტი 2026, 23:40
პოლიტიკა
მაია ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა. უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის
ეს იყო გარკვეული შანტაჟის და შეშინების ახალი ფორმა, უცხოეთში ვერა და ვერ გაიგეს, რომ საქართველოს მოსახლეობაზე არ ჭრის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
04 მარტი 2026, 23:33
პოლიტიკა
მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც რადიკალები ახორციელებენ
ტრაგიკომიკურად გამოიყურება ყველა ის განცხადება და ქმედება, რასაც ჩვენი რადიკალები ახორციელებენ, დაწყებული მათი ვითომ ე.წ გაერთიანებით, დამთავრებული საქართველოს ხელისუფლებისთვის იარლიყების მიკერების მცდელობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისივე თქმით, ქართული ოპოზიციის პოლიტიკა თავად ოპოზიციას უთხრის ძირს.
04 მარტი 2026, 23:27
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჰქონდა შეგრძნება, რომელიც ფაქტებს ეფუძნებოდა, რომ ირანი ამერიკულ ობიექტებზე დარტყმას აპირებდა.
04 მარტი 2026, 23:19
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული
პირველ რიგში, ყველას მშვიდობა მინდა ვუსურვო რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც ქართულ ოცნებას აქვს აღებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
04 მარტი 2026, 23:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე
შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე.
04 მარტი 2026, 23:16
საზოგადოება
დიდ დიღომში, სასაწყობე ფართში ხანძარია
დიდ დიღომში, სასაწყობე ფართში ხანძარია.
04 მარტი 2026, 23:14
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გამართავს.
04 მარტი 2026, 23:03
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა და სამხედრო გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.
04 მარტი 2026, 22:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა
კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. უკვე შესრულდა ორი ფრენა, მესამე ფრენაც შესრულდება და ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ჩვენს ხელისუფლებას გამოჰყავს ამ რეგიონიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
04 მარტი 2026, 22:51
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო
„ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი".
04 მარტი 2026, 22:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას.
04 მარტი 2026, 22:38
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: დავასრულეთ შეხვედრა ენდრიუ ბეიკერთან, განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა
ახლახან დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
04 მარტი 2026, 22:20
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება
ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდეს და [აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებას ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
04 მარტი 2026, 22:18
მსოფლიო
ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე: უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სიცოცხლის დაცვასა და სიტუაციის სტაბილიზაციაში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ინიციატივას აანონსებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ირანული საფრთხეების წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებას გულისხმობს.
04 მარტი 2026, 22:10
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია სამხარაძე-ბეიკერის შეხვედრაზე: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“, ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას
ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.
04 მარტი 2026, 21:43
მსოფლიო
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა არ დაელოდოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებს და ევროპულ ბაზრებს გაზის მიწოდება დროზე ადრე შეუწყვიტოს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა არ დაელოდოს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებს და ევროპულ ბაზრებს გაზის მიწოდება იმაზე ადრე შეუწყვიტოს, ვიდრე ეს ბრიუსელს აქვს დაგეგმილი.
04 მარტი 2026, 21:28
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
04 მარტი 2026, 21:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმ სიტუაციაში, როდესაც შუა დერეფანი იძენს იმ დატვირთვას, რა დატვირთვაც შეიძინა თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ, ან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების პირობებში, ამის უგულებელყოფა წარმოუდგენელია
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "დღის ქრონიკა" ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ ისტორიულ შანსზე, იქცეს უმნიშვნელოვანეს დერეფნად და უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ადგილად, არამარტო დაკავშირებადობის კუთხით, არამედ ეკონომიკური პროექტების მიმართულებით.


