სამხედრო ქალაქში გმირთა მემორიალი გაიხსნა
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქის სკვერში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გმირთა მემორიალი სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების ძალისხმევით, თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაკეთდა.
სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედროები სამსახურის შემდეგ და თავისუფალ დროს მემორიალის და მის გარშემო სკვერის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე თვითონ მუშაობდნენ, რათა სიმბოლურად 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თანამებრძოლებისა და მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაეხსნათ.
მემორიალის გახსნის ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის
Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.
07 ივნისი 2026, 11:00
საზოგადოება
დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
07 ივნისი 2026, 10:52
რეგიონი
რუსთავში ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
07 ივნისი 2026, 10:52
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მოქმედი გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობა შექმნან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა იმ მარტივი მიზეზის გამო არ იქმნება, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან
„მე ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბნის გარეთ რუსი რეპორტიორის კითხვაზე პასუხისას, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
07 ივნისი 2026, 10:31
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
07 ივნისი 2026, 10:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
07 ივნისი 2026, 10:19
მსოფლიო
აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.
07 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან
რუსებისთვის კარგი ამბები არაა. პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
07 ივნისი 2026, 09:35
მსოფლიო
სომხეთში ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს
ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, - ინფორმაციას ანტიკორუფციული კომიტეტზე დაყრდნობით გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
სომხეთში ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი დააკავეს
სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
07 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. მონაწილეობას ასევე იღებენ: „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე, გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.
07 ივნისი 2026, 08:01
მსოფლიო
პეტერ მადიარი: შემდეგ კვირას პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტს საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საზოგადოებრივი მედიის სრული ტრანსფორმაციის შესახებ კანონი დააანონსა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა.
06 ივნისი 2026, 23:57
სპორტი
ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს
სპორტულ კარატეში ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - Bohemia Cup ქართველმა კარატისტებმა 16 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.
06 ივნისი 2026, 23:12
პოლიტიკა
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ
ევროკავშირი, ჩემი თვალსაზრისით არის ამ ეტაპზე ჩვენი უალტერნატივო არჩევანი, ცალსახად უნდა ვიაროთ ამ მიზნისკენ. არც ხელისუფლების და რაც ოპოზიციის წარმომადგენლები არასოდეს ახსენებენ, რატომ გახდა ევროკავშირი ჩვენთვის პანაცეა, -განაცხადა პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
06 ივნისი 2026, 22:43
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი - ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიყავს. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.
06 ივნისი 2026, 22:25
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.
06 ივნისი 2026, 22:24
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა
საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
06 ივნისი 2026, 22:08
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას
ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.
06 ივნისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა
ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.


