პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია „დელტას“ კონსტრუქტორებისგან მოისმინა.
„დელტაში“ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60-სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურისა და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.
„დელტა“ სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა „დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო „დელტა სიეიეი-შიც“ იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას“ ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 18:06
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება-ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომიტოვო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.
27 ივლისი 2026, 18:03
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: თითქოს და ჩაკეტეს ის კარები, რომელშიც მივისწრაფვით, რომ შევიდეთ
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გაფართოების სურვილი აღარ აქვთ. ისეთ საკითხებს წარმოშობენ, ისეთი რაკურსით უტევენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს მისწრაფება აქვთ თითქოს და ჩაკეტვა უნდათ იმ სისტემის, რომელშიც ისინი არსებობენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის პიველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.
27 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს
თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე გვინდა ევროკავშირის წევრობა და გვინდა, რომ გავუტოლდეთ ბევრი მაჩვენებლით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
27 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ზურაბ პატარაძემ იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.
27 ივლისი 2026, 17:47
მსოფლიო
რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა
რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციებისთვის რუსეთში თავისი ელჩი გაიწვია.
27 ივლისი 2026, 17:34
პოლიტიკა
დავით ჯაფარიძე: 2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში
აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და ასევე პროგრამა მიზანმიმართული არის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 17:28
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნულ პირთა ჯგუფი. ამ პერსპექტივაზე ლაპარაკი, თუნდაც ბურჭულაძის მხრიდან, ჩვენ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი ირიბი აღიარებაც კი
როგორც ჩანს ისინი ხვდებიან თუ როგორ გაწირეს შესაბამისმა დამკვეთებმა, კურატორებმა აღნიშნული პირთა ჯგუფი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე საუბრისას.
27 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები გაიმართა
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე პროცესები გაიმართა საჩხერის რაიონის სასამართლოში. მოსამართლემ მოქალაქე მერი ლაბაძის საქმეზე იმსჯელა, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს. სამართალდამრღვევი პირი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. მან აღიარა დანაშაული. მოსამართლემ ის 1500 ლარით დააჯარიმა.
27 ივლისი 2026, 17:21
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და საკრებულო მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებით მოგვცა, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას მოხმარდეს
რუსთავში გრძელდება ძველი ლიფტების მოდერნიზების და ახალი ლიფტების პროექტიც. მიმდინარე წლის ბოლოს, რუსთავის მაღალსართულიანი კორპუსების 70%-ში ახალი თანამედროვე ლიფტი იქნება დამონტაჟებული.
27 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე შეურაცხმყოფელი ბანერებისთვის დაკავებულებზე: ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დაწვის მცდელობა არის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამბოხი არის დემოკრატიისთვის ბრძოლა
ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი - მშვიდობაა, სადაც თავისუფლება - მონობაა, ხოლო უმეცრება - ძალაა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.
27 ივლისი 2026, 17:18
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
27 ივლისი 2026, 17:18
მსოფლიო
საფრანგეთსა და ესპანეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხე მატულობს. ცეცხლი უკვე უახლოვდება საფრანგეთის ქალაქ ბორდოს. სტიქიას მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ავიაციაც. ესპანეთსაც და საფრანგეთსაც ხანძართან გამკლავებაში ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან.
27 ივლისი 2026, 17:16
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა
გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
27 ივლისი 2026, 17:15
რეგიონი
27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება
27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადაერთვა დაწესდება
27 ივლისი 2026, 17:13
მსოფლიო
Reuters: ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ
Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ თეირანიც მზად არის თავდასხმები შეწყვიტოს, იქამდე ვიდრე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური პროცესის ხელშესაწყობად იერიშების მიტანაზე პაუზა გამოაცხადა.
27 ივლისი 2026, 17:11
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში დროშაზე ბანდერათი ვერ შევა
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი „ძალიან მკაცრად“ დაიცავს თავის ინტერესებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინამ უნდა გაიგოს პოლონეთის პოზიცია ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ვარშავა მას გამოხატავს „გულწრფელად, როგორც მეგობარი“.
27 ივლისი 2026, 17:08
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხზე: ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად
ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 17:03
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესს მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმები გავაცნოთ
ჩვენ ვართ პარტნიორები და თქვენთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამშენებლო სფეროში მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. სახელმწიფო ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებებითაც, რადგან პარტნიორობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” (ICCA) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.
27 ივლისი 2026, 17:01
მსოფლიო
პოლონეთში ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს თავს დაესხნენ
ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც პოლონელებთან სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდათ. მაღაზიიდან გამოსულებს კი პოლონელები დაედევნნენ. ისინი ჯერ კაცს დაესხნენ თავს და სცემეს. ფიზიკური დაზიანებები სახისა და თავის არეში მიიღო ახალგაზრდა უკრაინელმა ქალმაც. ის მეგობრის დახმარებას შეეცადა.
27 ივლისი 2026, 16:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ - ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.


