imedi /  29 ნოემბერი 2022, 13:59 / სანდო წყარო

ირაკლი ბერაია: ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ-სახელმწიფოს

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბუქარესტში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის შესახებ განცხადება გააკეთა, სადაც მისი შეფასებით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება.

„ნატოს გენერალურმა მდივანმა, მინისტერიალის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუქარესტში გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები როგორც უკრაინის, ასევე, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი ალიანსის ღირებული პარტნიორის - საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენი შედეგობის და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მინისტერიალის ამგვარი დღის წესრიგი და მასში საქართველოს მონაწილეობა, რომელსაც წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, ადასტურებს გააზრებულ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს და ნატო-ს მოკავშირეებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. ეს მკაფიოდ მიუთითებს, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების საპასუხოდ, საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციაზე, მეტ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიღება საქართველოს ჩართულობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკითხი სოლიდურ ადგილს იკავებდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში, სადაც ალიანსის 30-მა სახელმწიფომ რეზოლუციებით დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„სესიის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, ჩვენმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და რომ ურყევია ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მათი მხარდაჭერა.

ნატო და მისი მოკავშირეები საქართველოს განიხილავენ და ესაუბრებიან არა როგორც მხოლოდ სანდო პარტნიორს, არამედ როგორც ალიანსის მომავალ წევრ-სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე დინამიური და შინაარსობრივი, ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ისე წინ წაწეული, როგორც დღეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, საქართველო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების წინა ხაზზე იმყოფება და საკვანძო როლს ასრულებს რეგიონში რუსეთის და რუსული გავლენების შეკავებაში. „იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აწარმოებს კონვენციურ და ჰიბრიდულ ომს რეგიონში, როდესაც ალიანსი ახორციელებს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბის ძალთა სტრუქტურის და განლაგების ადაპტაციას, როდესაც ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები მიისწრაფვიან ენერგო რესურსების და ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციისკენ, როდესაც ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მნიშვნელობა და მისი ნატო-ში გაწევრიანების საჭიროება. საქართველო, თავის მხრივ, მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგელობის აღებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ცალკეული მოკავშირეების გეოპოლიტიკური გამოფხიზლება და ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის გადაწყვეტილების დაჩქარება. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ქართული საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

25 ივლისი 2026, 20:56

რეგიონი

დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.

25 ივლისი 2026, 20:49

სპორტი

ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა

დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.

25 ივლისი 2026, 20:40

რეგიონი

ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

25 ივლისი 2026, 20:05

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

25 ივლისი 2026, 18:12

რეგიონი

დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

ნოდარ კაპანაძე

25 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს

საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

25 ივლისი 2026, 18:02

კულტურა

„სულის მეხსიერება” - ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება

წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი

დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

25 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.

ლევან მაჭავარიანი

25 ივლისი 2026, 17:45

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ

ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.

25 ივლისი 2026, 17:22

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 17:17

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.

გიორგი სოსიაშვილი

25 ივლისი 2026, 17:16

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან

სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

25 ივლისი 2026, 17:12

სამართალი

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს

კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული

25 ივლისი 2026, 17:06

საზოგადოება

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 17:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“ თუ „წინ საქართველოს“, ამ დონეზეღაა მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას

რამდენი კომბინაცია უნდა შემოსთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხვდება, რომ საბოლოო ჯამში ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება. ამიტომ, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გაშიფრულია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

ასაად ალ-შაიბანი ანტონიუ გუტერეში

25 ივლისი 2026, 16:48

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დამასკოში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივლისი 2026, 16:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში.