02 მარტი 2023, 10:25 / სანდო წყარო

ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის კოდექსი აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა

ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს.

„დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს.

„ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების“, - აცხადებს მინისტრი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები.

„შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მინისტრის განცხადებით, ეს ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის რეზერვი, რომელიც გამოდგება ზუსტად ამ ამოცანისთვის.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

23 მარტი 2023, 00:21

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა, ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე

მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ.

23 მარტი 2023, 00:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი: ქვეყანა კარგავს 3500 ჰექტარ ტერიტორიას, იმიტომ, რომ ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით

3500 ჰექტარი ტერიტორია არის დაკარგული იმიტომ, რომ ივერი მელაშვილმა საზღვარი არ გაავლო ამ [1:200 000 მასშტაბის] რუკის მიხედვით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა.

არქიმანდრიტი კირიონი

23 მარტი 2023, 00:14

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის საქმეზე: პროცესზე ივერი მელაშვილს ვკითხე, 4 წელში რა შეიცვალა ისეთი, რომ შენ საზღვარი მთის წვერზე ამოიტანე-თქო - თავი დახარა და ხმას არ იღებდა - მართალი კაცი თავს არ ხრის

„ივერი მელაშვილი ფენომენალური მსახიობობით გამოირჩევა, როცა ვხვდებოდით გვესაუბრებოდა ძალიან დაღვრემილი, ამბობდა, რომ გული სტკიოდა და წუხდა, ჩვენც ვენდობოდით და მივყვებოდით - როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ ყველაფერს შვება და ცდილობს, უჯერებ და ჩვენც გვჯეროდა მისი, ვიდრე არ დადგა 2014 წლის 6 მაისი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 მარტი 2023, 00:03

პოლიტიკა

პარლამენტმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა, რომელიც კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 მარტი 2023, 00:01

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს ნაცმოძრაობას სამუდამოდ

გამაოგნებელ ფაქტებს ყვება მამაო „იმედის“ ეთერში გარეჯის საქმეზე, უბრალოდ უნდა ნახოთ, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარტია „დროას" აქვს ყალბი NGO და ამით იღებს უცხოურ დაფინანსებას, "გირჩს", ანა დოლიძეს და სხვა პარტიებსაც აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „დროას" უკანონო ენჯეო აქვს და „ევროპის დემოკრატიის" ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ის ევროპარლამენტარები აკონტროლებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ.

არქიმანდრიტი კირიონი

22 მარტი 2023, 23:46

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი: ივერი მელაშვილმა​ დიკლოსთან რუსეთს 42 კმ² ტერიტორია 1: 200 000-იანი რუკის მიხედვით გადასცა, რომელიც შემდეგ მან პროცესიდან, გარეჯთან მიმართებაში გაწია

„თუ დიკლოსთან ეს რუკა სწორი იყო ჩრდილოეთში და რუსეთს მისცა ამხელა ტერიტორია, რატომ იყო ეს რუკა არასწორი გარეჯთან მიმართებაში. რუკა, რომლითაც შენ ტერიტორია მიეცი რუსეთს, იგივე რუკა დაიწუნე გარეჯთან, რომელიც გეუბნება, რომ საზღვარი არის შენს სასიკეთოდ, ეს ხომ უკვე გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვნახეთ, რომ საკუთარ თავში შექმნეს რაღაც წარმოდგენა მოღალატეების და ახლა დგანან და ებრძვიან ამ წარმოსახვით მტრებსა და „ქარის წისქვილებს“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლა, სიძულვილის ენით წარმოსახვით მტრებსა და „ქარის წისქვილებს" ებრძვიან.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ სააკაშვილის მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მეგობარი ქართული სახელმწიფოა

ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა ის რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რაიმენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ვივამედის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათი ოჯახის წევრებზე, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათ ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

22 მარტი 2023, 23:35

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის საქმეზე: 1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა, ივერი მელაშვილმა არ იმუშავა ამ რუკით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მხრიდან განზრახ იყო დაშვებული შეცდომა

1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა [დავით გარეჯის საქმის] პროცესში - ამ რუკაზე მუშაობა არ მოხდა მელაშვილის მიერ და ეს რუკა მან გაწია პროცესიდან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა

შალვა პაპუაშვილი

22 მარტი 2023, 23:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

არქიმანდრიტი კირიონი

22 მარტი 2023, 23:23

საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი: საზღვარს უნდა გაევლო გარეჯის მთის ფერდის ძირიდან 600-დან 800 მეტრში და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რომ თხემზე ამოვიდა ეს საზღვარი და მონასტერი ჩიჩხიტური და უდაბნო მოექცევა აზერბაიჯანის მხარეს

მე დავით გარეჯში 1996 წლიდან ვცხოვრობ და მომსწრე ვარ იმ ფაქტების, რომელიც დღემდე განვითარდა ჩვენთან მიმართებაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.

22 მარტი 2023, 22:53

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი პოტენციალი მცირდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსული ძალების შეტევითი შესაძლებლობები ბახმუტში და მის გარშემო მცირდება, თუმცა აღნიშნეს, რომ ის რჩება ერთ-ერთ ზონად, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

თამარ ჩიბურდანიძე

22 მარტი 2023, 22:44

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რა თამაშიც ითამაშა კანონპროექტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან სამარცხვინო იყო. არ შეიძლება მათ მიერ დაწერილი კანონი საქართველოსთვის „რუსული“ იყოს და ევროკავშირისთვის - ამერიკული, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

22 მარტი 2023, 22:15

საზოგადოება

რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანი

22 მარტი 2023, 21:54

პოლიტიკა

პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

მისი თქმით საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.

ენტონი ბლინკენი

22 მარტი 2023, 21:42

მსოფლიო

ბლინკენი: ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარეა, უნდა დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თუ ის ასეთ ქვეყანას ვიზიტით ეწვევა.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 21:38

საზოგადოება

კახა ბექაური: ComCom-მა მაუწყებლების ეთერებიდან პროპაგანდის აღმოფხვრის მიზნით, უცხო ქვეყნის პრაქტიკები შეისწავლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, ComCom-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც, მას მედიაში არსებული პროპაგანდისა და კომისიის მიერ, ამ პრობლემის მოგვარების გზების შესახებ დაუსვეს კითხვა.

ილია დარჩიაშვილი

22 მარტი 2023, 21:35

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტივი შექმნის მყარ საფუძველს, რომ მომავალში დავაშენოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური განვითარებები ევროინტეგრაციის გზაზე

განწყობა იყო პოზიტიური. განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოზე მოამზადა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ.