თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.
ცვლილებების პროექტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
კომიტეტის წევრები ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაეცნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებს შეთავსებით, ერთი წლის ვადით, სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესაძლებლობა მიეცემათ.
კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 13:51
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად, ყოველდღე, სად ქარი დაუბერავს, სად წვიმა დააწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარდგნენ საზოგადოების წინაშე
როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი, ვინ არიან პოლარიზაციის მთავარი ავტორები, კარგად ჩანს, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 13:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: კარგი იქნება, თუ „ფარასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებს სამართლებრივად გაეცემა პასუხი
კარგია, რომ, მათ შორის, „ფარას“ თემაც სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, იმედია, რაც შეიძლება მალე დასრულდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა.
01 აპრილი 2026, 13:45
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინოვაციის ჯილდო გადაეცა
აზიის განვითარების ბანკში (ADB) ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციის ჯილდო მიიღო. აღნიშნული ჯილდო კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრესის, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისა და სექტორში მიმდინარე რეფორმების ეფექტიანად განხორციელების აღიარებას წარმოადგენს. ინფორმაციას გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 13:43
მსოფლიო
კირ სტარმერი: რა წნეხიც არ უნდა ხორციელდებოდეს ჩემზე, მაინც ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედებ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წნეხს განახორციელებენ გარედან მასზე და მისი გუნდის წევრებზე.
01 აპრილი 2026, 13:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნატოდან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს ნატოდან გასვლის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ ომს არ შეუერთდა.
01 აპრილი 2026, 13:17
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით შესული საჩივრების განხილვის ეს ეტაპი ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს... შეიძლება დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს – როგორც სახელმწიფოს, ისე მომჩივნებს. საქმე განიხილება როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ისე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა - საერთოდ, რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება, საერთოდ, ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად, ეს განხილვის ეტაპი, საზოგადოებისთვის რომ ცნობილი იყოს, ეხება როგორც დასაშვებობის ნაწილს, ისე არსებით ნაწილს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
01 აპრილი 2026, 13:13
საზოგადოება
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ
„მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ.
01 აპრილი 2026, 13:10
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
01 აპრილი 2026, 13:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს.
01 აპრილი 2026, 13:00
რეგიონი
ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს
რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:50
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი „ფარაზე“: ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
01 აპრილი 2026, 12:49
მსოფლიო
ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.
01 აპრილი 2026, 12:49
საზოგადოება
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:36
პოლიტიკა
ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა
ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
01 აპრილი 2026, 12:31
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა
სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:27
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:16
მსოფლიო
WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.
01 აპრილი 2026, 12:12
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 12:05
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.


