ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ.
მათ პოტენციური მოწინააღმდეგის ასეულზე კონტრშეტევის კომპონენტები ფაზების მიხედვით განახორციელეს. წვრთნისა და შეფასების სწავლების მიზანია, ქვედანაყოფის მხარდამჭერ კოლექტიურ დავალებებში, მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით, ბატალიონის მომზადება.
ყველა სიახლე
10 მაისი 2026, 13:32
რეგიონი
დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო
10 მაისი 2026, 12:07
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა: ხარკოვს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი.
10 მაისი 2026, 11:47
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის.
10 მაისი 2026, 11:41
სპორტი
ნიკოლოზ მასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა🎾
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
10 მაისი 2026, 11:36
მსოფლიო
ჯანმო მგზავრების რეპატრიაციას იწყებს ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც მათ 42 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიის პრევენციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიღებული ზომების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მგზავრების ევაკუაცია ტენერიფედან დაიწყება, რომლის პორტსაც გემმა დღეს მიაღწია.
10 მაისი 2026, 11:34
მსოფლიო
ლონდონში მონარქიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
„არა მეფეებს“ - ამ ლოზუნგით აქცია მონარქიის მოწინააღმდეგეებმა ლონდონში, ბაკინგემის სასახლის წინ გამართეს. დემონსტრანტები სამეფო რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ, ხელში კი გიგანტური დინოზავრის ფიგურა და ტრანსპარანტები ეკავათ წარწერით „გააუქმეთ მონარქია“.
10 მაისი 2026, 11:31
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - თამარ ლილუაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილესთან - გიორგი ანდღულაძესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლუჩანო მესი.
10 მაისი 2026, 11:29
მსოფლიო
ბრიტანეთმა ჰორმუზი სრუტეში სამხედრო გემის გაგზავნა დააანონსა
დიდმა ბრიტანეთმა, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის დაცვის მრავალეროვნული, პოტენციური ოპერაციისთვის, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემის HMS Dragon-ის გაგზავნა დააანონსა. ლონდონი აცხადებს, რომ ის ოპერაციაში მაშინ ჩაერთვება, როცა ამის საშუალებას რეგიონში არსებული ვითარება მისცემს.
10 მაისი 2026, 11:24
საზოგადოება
ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს, აბრაამ საპირს მიეძღვნა
ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს, აბრაამ (სეფიაშვილი) საპირს მიეძღვნა, მის მრავალწლიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას და განსაკუთრებულ წვლილს ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ქართველი ებრაელების ისტორიისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
10 მაისი 2026, 11:23
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით გრძელდება
ოფიციალური თეირანი ამერიკულ ბლოკადას საზღვაო მეკობრეობას უწოდებს. ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები მიმდინარე კონფლიქტის შეჩერება, ჰორმუზის სრუტის ნორმალური გავლისთვის ხელახლა გახსნა და ამერიკული საზღვაო მეკობრეობის პრევენციაა.
10 მაისი 2026, 11:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
10 მაისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა და, შესაბამისად, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე
„ეს არის მორიგი ცრუ პროპაგანდა მათი მხრიდან, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა - „ქართული ოცნების“ პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა და, შესაბამისად, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, რადიკალებს ეს ძალიან არ აწყობთ, რადგან ამ შემთხვევაში ისინი თავიდან ბოლომდე სცდებიან ამ ჩვენს ღირებულებებს, ფასეულობებს. თუ წინა ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, კარგად გვახსოვს, თუ რას სჩადიოდნენ ისინი და აბსოლუტურად ყველა დაუსჯელი დარჩა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ადარებენ „ ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას, ძალიან ბევრი განსხვავებაა ჩვენ შორის. ფუნდამენტური განსხვავებებია და ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს პირობებში კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მომხრეების რაოდენობას“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.
10 მაისი 2026, 11:11
სამართალი
2024 წლის აქციებისას ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ მოქმედ და ყოფილ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ
5 მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდა.
10 მაისი 2026, 10:40
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.
10 მაისი 2026, 10:38
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
10 მაისი 2026, 09:47
მსოფლიო
პოლონეთსა და ფინეთში ამოუცნობი დრონები აღმოაჩინეს
პოლონეთში, რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრში, ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. დრონი კალინინგრადის ოლქის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბარტოშიცესთან, მინდორში აღმოაჩინეს. სამხედრო პოლიციის მონაცემებით, საუბარია სათვალთვალო სამხედრო დრონზე. რადიოსადგურ RMF-ის ცნობით, აპარატზე აღმოჩენილია კირილური წარწერები, რაც შესაძლოა მის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ წარმომავლობაზე მიუთითებდეს.
10 მაისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
10 მაისი 2026, 08:21
მსოფლიო
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ იაპონიის უწყების განცხადება მოჰყვა სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციას, თითქოს დელეგაცია ეკონომიკურ საკითხებს უკრაინაში ომის მოსალოდნელი დასრულების კონტექსტში განიხილავდა. იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ქვეყანა აგრძელებს სანქციების კოორდინაციას „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებთან და არსებული ვითარება რუსეთთან ახალი ფორმის თანამშრომლობის საშუალებას არ იძლევა.
10 მაისი 2026, 08:02
მსოფლიო
Axios: რუბიო და უიტკოფი ირანთან შეთანხმების საკითხზე კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
გამოცემის ინფორმაციით, აშშ და ირანი განიხილავენ ერთგვერდიან მემორანდუმს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უნდა გაამყაროს და საფუძველი ჩაუყაროს შემდგომ მოლაპარაკებებს. კატარი მხარეებს შორის შუამავლობაში საკვანძო როლს ასრულებს.


