საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალგაზრდა ოფიცრების ახალი ნაკადი შეემატა.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ბაკალავრიატის 74-მა იუნკერმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 28 კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიება გორში, აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ბაკალავრიატის მე-12 გამოშვების იუნკრებსა და საკანდიდატო კურსის 21-ე გამოშვების კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ოფიცრის წოდება მოითხოვს თანმიმდევრულ შრომას, სიმტკიცესა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებას.
„თქვენ იქნებით სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი და საკუთარი პროფესიონალიზმით, ქცევითა და ლიდერობით კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩენთ საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეროვნული თავდაცვის აკადემია არის ადგილი, სადაც ყალიბდება ქართული ჯარის მომავალი და ერთმანეთს ერწყმის ღირსეული სამხედრო ტრადიციები და თანამედროვე მიდგომები, გამოცდილება და ტექნოლოგიები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი განცხადებით, ძლიერი საგანმანათლებლო ინსტიტუტები უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების გაფართოება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
იუნკრებს აკადემიის დასრულება, ასევე, მიულოცეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულ იუნკრებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის აკადემიის პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა.
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულ იუნკრებს, ლეიტენანტის სამხედრო წოდებასთან ერთად, შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც მიენიჭათ. საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს. კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომელთა დასრულების შემდეგაც, საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე განაწილდებიან.
კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაარსებიდან 107 წლისთავზე აღინიშნა. ღონისძიებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 16:23
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
20 აგვისტო 2026, 16:21
ტაბლოიდი
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით მოვაჭრეებისგან გადარჩენილმა მოფსმა მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა.🐕
შეჯიბრების ორგანიზატორების თქმით, ჯინი ლუ სამხრეთ კორეის მთებში, ხის ყუთში იპოვეს. სავარაუდოდ, მას სპეციალიზებულ სასაკლაოზე აგზავნიდნენ, რომელიც ადგილობრივ რესტორნებს ძაღლის ხორცით ამარაგებს.
20 აგვისტო 2026, 16:20
პოლიტიკა
ალექსანდრე სარიშვილი: მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომ განათლების მინისტრის მიერ სოფელ არჩეულში შეძენილი მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აშენებულია ახალი ბაღი
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა, - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
20 აგვისტო 2026, 16:17
კულტურა
„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომ-ლიკანში გაიხსნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის მხარდაჭერით. გახსნითი საღამო მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.
20 აგვისტო 2026, 15:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
20 აგვისტო 2026, 15:35
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ მფლობელს მიხაელ დურახსა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელს, მიხეილ სვიმონიშვილს შეხვდა.
20 აგვისტო 2026, 15:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება
ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევასთან დაკავშირებით.
20 აგვისტო 2026, 15:10
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე, სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.
20 აგვისტო 2026, 15:05
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩის მიმდებარედ და ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიები გამწვანდება, მოწესრიგდება საპარკო ინფრასტრუქტურაც. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები.
20 აგვისტო 2026, 14:57
ეკონომიკა
დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობების განახლება.
20 აგვისტო 2026, 14:55
პოლიტიკა
განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
20 აგვისტო 2026, 14:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე: უსახო, ემოციურ იარაღად, აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „თუ ასე გაგრძელდა, ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა - პურ-პროდუქტები, ხორცი, რძე... ყველაფერი გაძვირდება“.
20 აგვისტო 2026, 14:48
მსოფლიო
უამინდობას გერმანიაში მსხვერპლი მოჰყვა
ვესტერვალდის რაიონში შტორმმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სახლები დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა გამოიწვია. ბიტბურგ-პრიუმის რაიონში ხე გზასა და რკინიგზის ლიანდაგებზე დაეცა. გარდა ამისა, A61 ავტომაგისტრალზე ძლიერი ქარის გამო სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
20 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
20 აგვისტო 2026, 14:35
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის მოქალაქე ჯამბულად უგრეხელიძე 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ჯამბულად უგრეხელიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. უგრეხელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მარლენ ნადირაძესა და მიხეილ გრძელიშვილს მიაყენა.
20 აგვისტო 2026, 14:35
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი - ვერც „ნაცმოძრაობა“ იგებს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც - ალიანსი, „ნაცმოძრაობა“ შევიდა, თუ ისევ გადის?!
ვნახეთ, რომ არსად გადაიკვეთნენ. ერთადერთი, სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გასვლის საკითხის კომენტირებისას.
20 აგვისტო 2026, 14:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ
დავით მათიკაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლება და ისე ერთიანდება, საზოგადოება ამას ნორმალურად ვერც იგებს, რატომ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით. მათიკაშვილის თქმით, ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. „არც რეალური საფუძველი არსებობს მათი გაერთიანების და დაშლითაც ეს ეკლექტური გაერთიანება იშლება. ერთადერთი რაც მათ აერთიანებთ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. დანარჩენი, ისინი რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ვერანაირ სოლიდურს და ღირებულს ვერ ქმნიან, ესეც, ნდობის არ ქონის პირობებში, აბსოლუტურად გასაგებია“, - აღნიშნა მან. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან გასვლის შესახებ ჯერ ოფიციალურ განაცხადს არ აკეთებს, თუმცა ყოველდღიურად პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ ალიანსი უფუნქციოა. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „ახალს“ უპირისპირდება. საკითხი დაფინანსების წყაროს უკავშირდება.
20 აგვისტო 2026, 14:17
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგად, ამერიკული სკოლები გენდერული იდენტობის პოლიტიკას ცვლიან
მას შემდეგ რაც ვაშინგტონი სკოლებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა, ცვლილებები შევიდა სასწავლო რეგულაციებში. პარალელურად მშობლების მოთხოვნით და უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქციის გამო ველმონტის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ტრანსგენდერული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. დროშები სკოლის დარბაზში ეკიდა.
20 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო
ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.


