National Geographic-ის ფოტოგრაფმა იშვიათი სახეობის ზებრა გადაიღო
ფოტო: National Geographic
National Geographic-ის მოყვარულმა ფოტოგრაფმა ტანზანიაში "ქერა" ზებრის გადაღება შეძლო. მას სხვა ზებრებისგან განსხვავებით შავი ზოლები ღია ფერის აქვს.
მეცნიერების თქმით, ზებრა მელანინის ნაკლებობის გამო გაღიავდა. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანის ფერს არეგულირებს.
ალბინოსი ზებრა ბუნებაში იშვიათად გვხდება და გარემოში სულ ორი სახეობის არსებობს, ტანზანიაში აღმოჩენილი ქერა ზებრა კი ამ სახეობის პირველი წარმომადგენელია.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები - ბევრ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჩვენს სადაზვერვო სააგენტოში, აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩაეხშოთ და შეემცირებინათ ინფორმაცია ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მასშტაბების შესახებ
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მოიპოვა წვდომა აშშ-ის 220 მილიონი ამომრჩევლის მონაცემებზე. მან ამას „ისტორიაში ამომრჩეველთა მონაცემების ყველაზე მასშტაბური გაჟონვა“ უწოდა, რომელიც მოიცავს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, პარტიულ კუთვნილებასა და არჩევნებზე რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას.
17 ივლისი 2026, 10:26
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთში სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. ღონისძიებების მიზანია მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ტყის ეკოსისტემების დაცვა და მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა.
17 ივლისი 2026, 10:18
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მდმა“ და „კოკაინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
17 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
პოლიციამ ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
17 ივლისი 2026, 09:39
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო
უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გაავრცელა.
17 ივლისი 2026, 09:12
მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
17 ივლისი 2026, 08:54
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ევგევი ხმარას დაავალა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება შეიძინა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების წარმოებაში და უკრაინის თავდაცვაც სწორედ ამაზე უნდა ფოკუსირდეს.
17 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის ერთი ბავშვია.
17 ივლისი 2026, 08:34
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სტუმრები ფუნიკულიორზე იმყოფებოდნენ და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
17 ივლისი 2026, 08:29
მსოფლიო
მარკო რუბიო: პოლიტიკური ტერორიზმის აღორძინების შესახებ მინისტერიალზე პოლიტიკური ლიდერები მოვიწვიე - ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა დავამარცხოთ
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეხმიანება. მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიომ ანტიტერორისტული არქიტექტურა უნდა აღადგინოს და მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდ ტალღას დაუპირისპირდეს.
17 ივლისი 2026, 08:17
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
17 ივლისი 2026, 08:06
რეგიონი
თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
თელავის ხევზე სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაყვანა დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც დამცავი ჯებირების გაწმენდითი სამუშაო დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაფართოება და ფორმირება, რაც როგორც აღინიშნა, მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
17 ივლისი 2026, 01:33
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით მიმართა.
17 ივლისი 2026, 01:28
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
17 ივლისი 2026, 01:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული წლის ივნისიდან, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები, მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას
სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
17 ივლისი 2026, 01:18
მსოფლიო
The Telegraph: რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა
რატომ უნდა გაიყვანო მოედნიდან გოლეადორი მაშინ, როდესაც დაწინაურდი? - ეს კითხვა დღეს დილით არა მხოლოდ ინგლისელ გულშემატკივრებს, არამედ უკრაინელ თავდაცვის ექსპერტებსაც აწუხებთ, თუმცა, თუ რამეზე შეგვიძლია დარწმუნებით საუბარი, ეს ისაა, რომ კიევში გამეფებული იმედგაცრუება გაცილებით უფრო ღრმა და ხანგრძლივი იქნება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა“.
17 ივლისი 2026, 01:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე - ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება
როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე - ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
17 ივლისი 2026, 01:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის
აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
17 ივლისი 2026, 01:03
პოლიტიკა
პრემიერი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, პორტი იქნება ქართული, 100%-იანი ქართული საკუთრებით, თუმცა ტერმინალები ოპერირებაში გადაეცემა სხვადასხვა პარტნიორს, ინტერესი ძალიან დიდია, ამ მოდელის პირობებში იდეალურად იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა
ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.


