imedi /  05 აპრილი 2019, 19:21 / სანდო წყარო

მეცნიერებმა ჩაისა და ყავის ახალი საფრთხე დაასახელეს

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დღეში 2 ან მეტი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებას შეუძლია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს. ამის შესახებ LiveScience წერს. 

მკვლევრებმა აზიიდან და აშშ-დან დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. დაკვირვება საშუალოდ 8,6 წელს გაგრძელდა. 

როგორც გაირკვა, არამწეველ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2 ან მეტ ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი 41%-ით მეტია, ხოლო ჩაის მოყვარულ არამწეველ ადამიანებში ეს მაჩვენებელი 37%-ს აჭარბებს.

ამასთან, მეცნიერების თქმით, ადამიანის ასაკი და რასა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ყავა კოფეინით იქნება თუ მის გარეშე.

სპეციალისტების განმარტებით, ჩატარებული ანალიზი დაკვირვებითი კვლევაა და არა ექსპერიმენტი და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს.

ყველა სიახლე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რაც საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

დავით ზალკალიანი

20 თებერვალი 2020, 18:40

საქართველო

დავით ზალკალიანი: რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად აშშ-სთან თანამშრომლობას განვაგრძობთ

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრმა საერთაშორისო გამოძიების შედეგთან დაკავშირებულ პოსტში აღნიშნა, რომლის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა.

ლაშა ტალახაძე

20 თებერვალი 2020, 18:29

სპორტი

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ხმის მიცემის პროცედურაში 50 514 ადამიანი მონაწილეობდა და ტალახაძემ 17 084 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ სომეხ სიმონ მარტიროსიანს, რომელმაც 5 514 ხმა დააგროვა, საგრძნობი უპირატესობით აჯობა. 2019 წელს ლაშა ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.

20 თებერვალი 2020, 18:24

საქართველო

მიხეილ ჩხენკელი: თსუ-ს მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ისტორიასა და თანამედროვეობას

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე.

ირაკლი კობახიძე

20 თებერვალი 2020, 18:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე: მერაბიშვილს არც ერთი სიტყვა სინანულის არ უთქვამს, იმ უმძიმესი დანაშაულების გამო, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, ბოდიში არ მოუხდია

ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც იყო მაშინდელი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ლიდერი ანუ იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოყალიბებული ჰქონდა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

20 თებერვალი 2020, 18:02

საქართველო

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია „ევროპაბეთისგან“ სრული დატვირთვით ამოქმედდა

„დროის კონტროლი“ - ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

20 თებერვალი 2020, 17:59

საქართველო

გაერთიანებული სამეფო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცებულ განცხადებაში წერია.

სანდრა კალნიეტე

20 თებერვალი 2020, 17:51

საქართველო

ლატვიელი ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა

„მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობისა და მდგრადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა. ნებისმიერ ფასად არჩევნების მოგებას, წესების შეცვლას და ოპოზიციის დევნას გავლენა ექნება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - დაწერა სანდრა კალნიეტემ „ტვიტერზე“.

20 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

გიგლა ბარამიძე

20 თებერვალი 2020, 17:39

საქართველო

გიგლა ბარამიძე: კარგად ნაჭამ-ნასვამი, მოსუქებული გამოვიდა, მილიონიან სახლში ელოდებიან და ისევ დამხობაზე ლაპარაკობს

რომელი ნელსონ მანდელა მერაბიშვილი მყავს, რომ მასზე ლაპარაკს ამდენი დრო დავუთმოთ?! - ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

ხობში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

20 თებერვალი 2020, 17:25

საქართველო

მაიკ პომპეო კიბერშეტევაზე: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამგვარი ქმედება საქართველოში

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ანა ფოტიგა

20 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მიესალმება. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიორგი შენგელაია

20 თებერვალი 2020, 17:15

კულტურა

გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

20 თებერვალი 2020, 17:01

საქართველო

საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ია მეტრეველი

20 თებერვალი 2020, 16:45

საქართველო

ია მეტრეველი მერაბიშვილზე: საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს

ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

გელა გიორგაძე

20 თებერვალი 2020, 16:41

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. გელა გიორგაძეს მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამხედრო განათლება მან 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო.

გერმანია ტერაქტი

20 თებერვალი 2020, 16:39

მსოფლიო

ჰანაუში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის თურქეთის მოქალაქეები არიან

„ევროპაში მზარდი ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უგრძნობლობა ახალ თავდასხმებს იწვევს. დროა, ეს თავდასხმები შეწყდეს. სხვაგვარად, რასიზმი და ქსენოფობია უფრო საგანგაშო დონეს მიაღწევს. დროა, ევროპული ქვეყნები გაერთიანდნენ რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ და ერთი ხმით ისაუბრონ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ვანო მერაბიშვილს ხელისუფლების ოპონენტად ვერ ვხედავ

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლების ოპონენტს ვერ ხედავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვებაზე ჰკითხეს.

ნასერ ელ-ხელაიფი

20 თებერვალი 2020, 16:13

სპორტი

პსჟ-ს პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ელ-ხელაიფის კრიმინალურ გარიგებებთან დაკავშირებით ბრალ წაუყენეს. ინფორმაციას Goal.com-ი იტყობინება. საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელშიც შვეიცარიის პროკურატურის ცნობით, ნასერ ელ-ხელაიფისთან ერთად FIFA-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ჯერომე ვალკეც იყო ჩართული.