Imedi /  25 მაისი 2019, 15:50 / სანდო წყარო

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური დოკუმენტი გასაჯაროვდა

ჰაკერები

ამერიკული სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდის მონაცემთა ბაზიდან დაახლოებით 885 მილიონი ჩანაწერი გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. ამის შესახებ Cnet-ი წერს.

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კიბერშეტევა ყველაზე დიდია, რაც კი First American Financial-ის ისტორიაში ოდესმე ყოფილა. 

კალიფორნიაში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიას 18 ათასი თანამშრომელი და 500 დაზღვეული კომპანია ჰყავს.

ყველა სიახლე

თბილისი პრაიდი

18 ივნისი 2019, 23:29

საქართველო

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

Amnesty International-ი „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატოს „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის შესახებ გეგმები და დაუყოვნებლივ გაატაროს ძალადობის აღსაკვეთად რეალური და ეფექტური ზომები.

18 ივნისი 2019, 23:20

ტექნოლოგიები

როგორ მოვიშორო აქცენტი უცხო ენაზე საუბრისას. რეკომენდაცია

ძლიერმა აქცენტმა, ისევე როგორც ეგზოტიკურმა კილომ, შესაძლოა, თქვენს კარიერას ხელი შეუშალოს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს პრესტიჟული ორგანიზაციები მაღალი რანგის თანამდებობებზე უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანების დანიშვნას, რომლებიც სტანდარტული ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ლაპარაკობენ.

BMW E60

18 ივნისი 2019, 23:18

ეკონომიკა

მედია: BMW ევროპიდან 560 000 ავტომობილს გაიწვევს

ავტომობილების გაწვევის მიზეზი აკუმულატორის შემონაკერზე კოროზიის გაჩენის საშიშროება გახდა, რამაც თეორიაში შესაძლოა გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. „ჩვენი გათვლებით, 60% შემთხვევაში რემონტი საჭირო არ გახდება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სკუტერი

18 ივნისი 2019, 23:04

მსოფლიო

ევროპაში ელექტროსკუტერების გამო ავარიების შესამცირებლად რეგულაციები შემოიღეს

გასულ კვირას საფრანგეთში, პარიზში 25 წლის ბიჭი, რომელიც ელექტრონული სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში დაიღუპა. ეს ელექტრონული სკუტერის მძღოლის დაღუპვის პირველი შემთხვევა იყო საფრანგეთში. პარიზში ელექტრონულ სკუტერებთან დაკავშირებით კონტროლი ივნისიდან დაიწყო.

ალექსეი ნავალნი

18 ივნისი 2019, 22:29

მსოფლიო

WSJ: ისრაელური საგამოძიებო კომპანია ნავალნიზე კომპრომატების მოძიებას ცდილობდა

კომპრომატების შეგროვების მცდელობის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმირ აშურკოვმა განაცხადა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, 2017 წელს მათ შეხვდა პირი, რომელიც გაეცნო როგორც პატრიკ დაიანი, რომელმაც აშურკოვს ლონდონში ღონისძიების ორგანიზება შესთავაზა.

ჯო-ვილფრედ ცონგა - ბენუა პერი

18 ივნისი 2019, 22:15

სპორტი

ჩოგბურთელებმა მატჩი შეწყვიტეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ვიდეო

ფრანგმა ჩოგბურთელებმა ჯო-ვილფრედ ცონგამ და ბენუა პერმა, რომლებიც ერთმანეთს გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ხვდებოდნენ, მაყურებლები გაამხიარულეს. საბოლოო ჯამში მატჩში გამარჯვება ცონგამ იზეიმა - 6:4, 7:5.

პრაიდი

18 ივნისი 2019, 22:02

საქართველო

საპატრიარქო: ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია

საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. წერია, შეხვედრაზე ითქვა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

მიწისძვრა ცუნამი

18 ივნისი 2019, 21:46

მსოფლიო

იაპონიაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ელოდებიან

ივარაუდება, რომ ცუნამი გარდაუვალია იამაგატას, ნიიგატას და იშიკავას სანაპიროებზე. ჯამში ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხი დასახლებული სანაპიროს შესახებ გაიცა. სააგენტოს მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ დატოვოს ტერიტორია, არ შევიდეს წყალში იქამდე სანამ ახალი რეკომენდაცია არ გამოიცემა.

მარკ ესპერი

18 ივნისი 2019, 21:40

მსოფლიო

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას მარკ ესპერი შეასრულებს

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას აშშ-ის არმიის მდივანი მარკ ესპერი შეასრულებს. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. აქამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის 1 იანვარს დაინიშნა.

კიბერთავდასხმა

18 ივნისი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

უკრაინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

ბანკის ძირითადი, მთავარი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გადახდების სისტემა არ დაზიანებულა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. ბანკი იძულებული გახდა ეროვნული ვალუტის, გრივნის 19 ივნისის კურსის შესახებ ცნობა Facebook-ზე გამოექვეყნებინა.

ბორის ჯონსონი

18 ივნისი 2019, 21:26

მსოფლიო

ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში პოზიციები გაიმყარა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში ექსსაგარეო მინისტრმა ბორის ჯონსონმა საკუთარი უპირატესობა გაზარდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც კენჭისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, მეორე ტურში ჯონსონს მხარი კონსერვატიული პარტიის 313 დეპუტატიდან 126-მა დაუჭირა, რაც პირველი ტურის შედეგებს 12 ხმით აღემატება.

ორბელიანების სასახლე

18 ივნისი 2019, 20:43

საქართველო

პრეზიდენტის რეზიდენციისთვის მეორად ავეჯს შეისყიდიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულდა და ორბელიანების სასახლე მეორადი ავეჯით აღიჭურვება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სკოლები

18 ივნისი 2019, 20:37

საქართველო

სასწავლო დაწესებულებებში სპორტის საკითხების დასარეგულირებლად კანონპროექტი მომზადდა

6-თვიანი მუშაობის შედეგები, პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტის კონსულტანტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა და სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი მომზადების მიზნები, რეკომენდაციები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის მონაწილეებს ინიციატივა გააცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლო

18 ივნისი 2019, 20:21

ძალოვნები

ფოთის სასამართლომ ტაეკვანდოს სამ მწვრთნელს გირაო შეუფარდა

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათ ჰყავთ შვილები, სპორტსმენები არიან და წარსულში არ აქვთ ნასამართლეობა, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე არ ირკვევა ვინ რა ჩაიდინა და ეს საკითხი კარგად უნდა გაირკვეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

Cardi B

18 ივნისი 2019, 20:09

ტაბლოიდი

Cardi B-ს სცენაზე ცეკვისას კომბინეზონი გაერღვა. ფოტო

ამერიკელ რეპერ Cardi B-ს სცენაზე ცეკვისას კომბინეზონი უხერხულ ადგილზე გაერღვა. გამოცემა Sun-ის ინფორმაციით, კონცერტი ქალაქ ტენესიში Bonnaroo Arts and Music Festival-ის ფარგლებში გაიმართა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას 26 წლის რეპერს კომბინეზონი გაერღვა, თუმცა Cardi B-სთვის, რომელიც მუსიკალური კარიერის დაწყებამდე სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამას ხელი არ შეუშლია.

ძილი

18 ივნისი 2019, 20:06

ტექნოლოგიები

კვლევა: ხელოვნური განათების თანხლებით ძილი წონის მატებას უწყობს ხელს

კვლევაში 35-დან 74 წლამდე 44 ათასი ქალი მონაწილეობდა, საკითხი ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს და შედეგები სამეცნიერო ჟურნალში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა. კვლევა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტების რჩევაა, დაძინების წინ სინათლე გამოვრთოთ.

იოჰანეს ჰანი

18 ივნისი 2019, 19:42

მსოფლიო

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება გადაიდო

ევროკავშირის საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. მოლაპარაკებების დაწყების საკითხი დღეს საერთო საკითხების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა.

უძრავი ქონება

18 ივნისი 2019, 19:33

ეკონომიკა

ბერლინში ბინის გაქირავების ფასის ზედა ზღვარს შემოიღებენ

გეგმა ბერლინის მასშტაბით 1.4 მილიონ უძრავ ქონებას შეეხება და ის კანონის სახით იანვრიდან ამოქმედდება. დღეის მდგომარეობით ბერლინში საშუალოდ ბინის ქირის თვიური ღირებულება 1100 ევროა, თუმცა ამ მაჩვენებლით ბერლინი ევროპაში მაინც ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება.

18 ივნისი 2019, 19:32

ტექნოლოგიები

კვლევა: მეცნიერებმა ძაღლების მზერის საიდუმლო ამოხსნეს

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს თვალების გარშემო მდებარე კუნთების საშუალებით ადამიანებზე მანიპულირება შეუძლიათ. კერძოდ კუნთის მოძრაობის შედეგად ძაღლები „ბავშვურ“ სახეს იღებენ, რაც ადამინებს მათზე ზრუნვის სურვილს უჩენს.

18 ივნისი 2019, 19:13

საქართველო

ლევან ვასაძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდს არ ჩაატარებინებენ

ლევან ვასაძის მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ ქვიარ აქტივისტებს პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. "თბილისი პრაიდმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები შესრულებას მოითხოვენ.