imedi /  28 მაისი 2019, 12:06 / სანდო წყარო

კვლევა: მიმზიდველობისკენ სწრაფვა კაცებს უნაყოფოს ხდის

მეცნიერებმა პარადოქსული დასკვნა დადეს, რომლის მიხედვითაც, კაცები თავიანთ ჯანმრთელობას ვნებენ, როდესაც ცდილობენ უფრო მიმზიდველები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სტეროიდების და თმის ცვენის საწინააღმდეგო აბები კაცების ნაყოფიერებაზე ცუდად მოქმედებს. ამ მოვლენას მოსმან-პეისის პარადოქსი უწოდეს იმ მეცნიერების პატივსაცემად, რომლებმაც ამ საკითხზე პირველებმა იმუშავეს.

„შევნიშნე, რომ კაცები, რომლებიც თავიანთი ფერტილობის შესამოწმებლად მოდიოდნენ, ფიზიკურად დიდები იყვნენ. ისინი ცდილობენ გამოიყურებოდნენ როგორც ევოლუციის მწვერვალი, მაგრამ ამით თავს ევოლუციური თვალსაზრისით უსარგებლოს ხდიან“, - ამბობს ექიმი ჯეიმს მოსმანი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ბრაუნის უნივერსიტეტში მუშაობს.

ანაბოლიური სტეროიდები ორგანიზმში კაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის იმიტაციას ქმნის და გამოიყენება კუნთების გასადიდებლად. სტეროიდები FSH და LH ჰორმონების გამოყოფას აჩერებს, რომლებიც სპერმის წარმოქმნის მთავარი ჰორმონია.  

ექიმების თქმით, იგივე ეფექტი აქვს თმის ცვენის საწინააღმდეგო აბებსაც

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი

19 იანვარი 2020, 19:38

მსოფლიო

ჯონსონმა და მაკრონმა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სურვილი დაადასტურეს

„ლიდერებმა ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს, ხანგრძლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაა საჭირო“, - ნათქვამია ჯონსონის და მაკრონის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

შვედეთი

19 იანვარი 2020, 19:18

მსოფლიო

შვედეთი თავდაცვის სფეროს ხარჯებს ზრდის

იანვრის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენცია Folk och Försvar-ზე შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი სამხედრო, ახალი სამხედრო ტექნიკა, მეტი ვერტმფრენი და წყალქვეშა ნავი უნდა ჰქონდეს: შვედეთმა უნდა გააძლიეროს თავისი საომარი მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრის მოსაზრებებს იზიარებენ სამხედრო თანამდებობის პირებიც.

მეუფე მელქისედეკი

19 იანვარი 2020, 18:58

საქართველო

მეუფე მელქისედეკი ეკლესიასთან დაკავშირებულ კვლევას განმარტავს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას პასუხობს. მეუფე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოქმედებდეს.

Facebook

19 იანვარი 2020, 18:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა აშშ-ის პოლიციის მიერ აპლიკაცია Clearview-ს გამოყენების გამო გამოძიება დაიწყო

აპლიკაციას სულ ცოტა 600 დეპარტამენტი იყენებს. Clearview-სადმი წვდომა 2 ათასი დოლარი ღირს. მომხმარებელი სისტემაში ეჭვმიტანილის ფოტოს ტვირთავს, სისტემა კი მას სოცქსელებში, ღია წვდომაში გამოქვეყნებულ სურათებს ადარებს.

ვოთსაპი

19 იანვარი 2020, 18:33

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა

WhatsApp-ის მუშაობაში ხარვეზი დაფიქსირდა. მომხმარებლებს აპლიკაციაში გიფების, ფოტოების, ვიდეოების გაგზავნა და მიღება/ჩამოტვირთვის პრობლემა აქვთ, ასევე ხარვეზია ქსელში სტატუსის ატვირთვის დროს. პრობლემებია როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

შეტაკება ბეირუთი

19 იანვარი 2020, 18:25

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ლიბანის წითელმა ჯვარმა სამედიცინო დახმარება 220 ადამიანს გაუწია, 80 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია კი 114 დაშავებულს დაეხმარა. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება 18 იანვარს მოხდა.

იემენი

19 იანვარი 2020, 18:21

მსოფლიო

იემენში სამხედრო ბანაკაზე თავდასხმისას დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია

იემენში, ქალაქ მარიბში სამხედროების საწვრთნელ ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ ცოტა 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. ბანაკი დედაქალაქიდან 170 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

ვოლსკი კონგრესმენის წერილს კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილს მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.

მიანმარი

19 იანვარი 2020, 18:02

მსოფლიო

Facebook-მა ჩინეთის პრეზიდენტის სახელის არასწორი თარგმანის გამო მოიბოდიშა

სოციალური ქსელის მიერ სი ძინპინის სახელის უხეში თარგმანი ჩინეთის პრეზიდენტის მიერ მიანმარში ვიზიტის მეორე დღეს გამოჩნდა ქსელში, როდესაც ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია დაიპოსტა. შაბათს სი ძინპინი მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2020, 17:50

მსოფლიო

გერმანია ლიბიის საკითხზე სამიტს მასპინძლობს

გაეროს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე ელოდებიან აშშ-ის სახელმწფიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებს.

დიდთოვლობა კანადა

19 იანვარი 2020, 17:21

მსოფლიო

კანადაში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, უამინდობა პროვინციაში ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი ფიქსირდება. ზოგ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლე 76 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც მოსახლეობა სახლებიდან ვერ გამოდის. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შავი ყუთი

19 იანვარი 2020, 17:05

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას უარყოფს

„შავი ყუთების გაშიფრვას აქ, ირანში ვცდილობთ. უკრაინის და საფრანგეთის ვარიანტებსაც განვიხილავთ, მაგრამ ყუთების სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა ჰასან რეზაიფირმა. 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი შავ ყუთებს კიევში გაგზავნის.

ავსტრალია წყალდიდობა

19 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატში ქარიშხლისთვის ემზადებიან

სპეციალისტები ძლიერი ქარის და უხვი ნალექის პროგნოზს აკეთებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება. ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა.

ბრიჯიტ მაკრონი

19 იანვარი 2020, 16:35

ტაბლოიდი

ბრიჯიტ მაკრონი: საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი ჰგონია

საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი და რეალობისგან მოწყვეტილი ჰქგონია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონის თავდაჯერებულობა საკითხების ღრმა ცოდნითა და შემეცნებით არის გამოწვეული, თუმცა თუ მასზე ასეთი წარმოდგენა აქვს არსებობს, ეს პრობლემაზე მიუთითებს.

ახალციხე სასამართლო

19 იანვარი 2020, 16:30

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000 ლარის გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ხანძარი

19 იანვარი 2020, 16:14

ძალოვნები

ბელიაშვილზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

„მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

უკრაინა

19 იანვარი 2020, 15:44

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევს გადასცეს

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრების უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა. წერს Washington Post-ი.

ხელვაჩაური ხანძარი

19 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. დაშავებულია მათი 31 წლის შვილი, რომელიც რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ. ხანძარი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმამ გადაარჩინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ცოლ-ქმრის გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ილია მეორე

19 იანვარი 2020, 14:56

საქართველო

ილია მეორე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ეზო-კარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. ნათლისღებასთან დაკავშირებით პატრიარქმა თქვა, რომ „ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის“.

ჩეხეთი ხანძარი

19 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

ჩეხეთში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვეიპრტიში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიდევ 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა.