imedi /  25 აპრილი 2017, 21:01 / სანდო წყარო

მწერებმა პოლიეთილენის გადამუშავება ისწავლეს

იტალიელმა და ბრიტანელმა ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ მავნებლებს, რომლებიც თაფლსა და ფუტკრის ფიჭას ჭამენ, შეუძლიათ იმავე მადით პოლიეთილენის პარკი დააგემოვნონ. კვლევას ვრცლად ჟურნალი Current Biology-ი აქვეყნებს.

Galleria mellonella - მავნებელი მწერია, მაგრამ არა ტანსაცმლისთვის, არამედ ფუტკრებისთვის. მისი მუხლუხოები ჭამენ თაფლს, ყვავილის მტვერსა და ფუტკრის ფიჭას. 

სკების დასუფთავების დროს, ესპანელი მკვლევარი ფედერიკა ბერტოჩინი მავნებელ მუხლუხოებს პოლიეთილენის პარკში ჰყრიდა და მალევე აღმოაჩინა, რომ „მელონელა“პარკს ღრღნიდა და მისგან თითქმის აღარაფერს ტოვებდა.

ამ მოვლენის შემდეგ, ბერტოჩინიმ და მისმა კემბრიჯელმა კოლეგებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ჩვეულებრივ მაღაზიაში შეძენილი პოლიეთილენის პარკში, ასობით „მელონელა“ ჩაყარეს. 40 წუთში მასზე პირველი ხვრელი გაჩნდა, ხოლო 12 საათის შემდეგ პაკეტის მასამ 92 გრამით (3%-ით) იკლო. ეს სიჩქარე არც თუ ისე სწრაფია, თუმცა იმაზე ჩქარია, ვიდრე ცნობილი ბაქტერიული სისტემა, რომელიც პლასტმასის ბიოდეგრადაციას ახორციელებს.

სპექტროსკოპული კვლევებიც ადასტურებს, რომ მუხლუხო არამხოლოდ ღრღნის, არამედ გადაამუშავებს კიდევ პოლიეთილენს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუ „მელონელას“ ერთი რომელიმე ფერმენტი ანადგურებს პოლიმერს, მისი დადგენა და შესაბამისად, ინდუსტრიულად წარმოებაც შესაძლებელი იქნება. ეს მოხსნის პოლიეთილენის უტილიზაციის პრობლემას, რომელიც მსოფლიოში დღეს გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 

ყველა სიახლე

17 ივლისი 2026, 09:12

მსოფლიო

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

17 ივლისი 2026, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ევგევი ხმარას დაავალა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება შეიძინა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების წარმოებაში და უკრაინის თავდაცვაც სწორედ ამაზე უნდა ფოკუსირდეს.

17 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის ერთი ბავშვია.

17 ივლისი 2026, 08:34

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სტუმრები ფუნიკულიორზე იმყოფებოდნენ და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მარკო რუბიო

17 ივლისი 2026, 08:29

მსოფლიო

მარკო რუბიო: პოლიტიკური ტერორიზმის აღორძინების შესახებ მინისტერიალზე პოლიტიკური ლიდერები მოვიწვიე - ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა დავამარცხოთ

პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეხმიანება. მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიომ ანტიტერორისტული არქიტექტურა უნდა აღადგინოს და მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდ ტალღას დაუპირისპირდეს.

17 ივლისი 2026, 08:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

17 ივლისი 2026, 08:06

რეგიონი

თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

თელავის ხევზე სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაყვანა დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც დამცავი ჯებირების გაწმენდითი სამუშაო დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაფართოება და ფორმირება, რაც როგორც აღინიშნა, მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

17 ივლისი 2026, 01:33

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით მიმართა.

17 ივლისი 2026, 01:28

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 01:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გასული წლის ივნისიდან, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები, მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას

სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც, შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მიხაილო ფედოროვი

17 ივლისი 2026, 01:18

მსოფლიო

The Telegraph: რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა

რატომ უნდა გაიყვანო მოედნიდან გოლეადორი მაშინ, როდესაც დაწინაურდი? - ეს კითხვა დღეს დილით არა მხოლოდ ინგლისელ გულშემატკივრებს, არამედ უკრაინელ თავდაცვის ექსპერტებსაც აწუხებთ, თუმცა, თუ რამეზე შეგვიძლია დარწმუნებით საუბარი, ეს ისაა, რომ კიევში გამეფებული იმედგაცრუება გაცილებით უფრო ღრმა და ხანგრძლივი იქნება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ ადამიანი, რომელიც რუსეთს ამარცხებდა“.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 01:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე - ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება

როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე - ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 01:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება 20 მილიონი, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის

აეროპორტების მიმართულებით დაგეგმილია სამივე საერთაშორისო აეროპორტის - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - შესაძლებლობების გაფართოება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 01:03

პოლიტიკა

პრემიერი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, პორტი იქნება ქართული, 100%-იანი ქართული საკუთრებით, თუმცა ტერმინალები ოპერირებაში გადაეცემა სხვადასხვა პარტნიორს, ინტერესი ძალიან დიდია, ამ მოდელის პირობებში იდეალურად იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა

ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე, უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში

აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 00:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე:2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია, თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი, 2012 წელს მიიღეს ერთი ჭადრაკის პარტია და 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია, ასე გაგრძელდება

მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი რეპუტაცია.

17 ივლისი 2026, 00:28

პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე: მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს არის ის, რომ ბოლომდე დაკარგულია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან მაინცდამაინც საინტერესო არ არის, სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო

სააკაშვილი საერთოდ დაკარგული ფიგურაა და ამის გამოხატულებაა მისი ყველა ქმედება, ის ხედავს, რომ ფიგურად აღარ აღიქმება არც ოპოზიციაში, არც საკუთარ პარტიაში, პარტიის წევრების უმრავლესობის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე:ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში

ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამო მათი რეიტინგი დღეს აბსოლუტურად განულებულია

როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2026, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას და აქედან ოთხი არის თან ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი, უცხოური აგენტურის დაკვეთაა, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა, რასაც ვერ დავუშვებთ

როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ.