რას გულისხმობს ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტი. რეკომენდაცია
ფოტო: shutterstock.com
არა ერთი კვლევით დასტურდება, რომ ჯანსაღი კვება დაკავშირებულია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ასევე წონის რეგულირებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯანსაღი კვების ხუთი ძირითადი ელემენტი აქვს შემუშავებული. სია იწყება ადრეულ ასაკში ძუძუთი კვებიდან.
ჯანსაღი კვების 5 ძირითადი ელემენტია:
1. ჩვილების და მცირეწლოვანი ბავშვების ძუძუთი კვება - რეკომენდაციის მიხედვით, დაბადებიდან 6 თვემდე ჩვილები მხოლოდ ძუძუთი უნდა იკვებობდნენ, სხვა დამატებითი საკვებისა და სასმელის გარეშე. ამასთან, ჩვილებმა მოთხოვნის მიხედვით უნდა ჭამონ - რამდენჯერაც მოშივდებათ დღე-ღამის განმავლობაში.
6 თვიდან მშობელს შეუძლია ეტაპობრივად დაუმატოს სხვადასხვა სახის უსაფრთხო და ნოყიერი საკვები, თან ძუძუთი კვებაც უნდა გაგრძელდეს 2 ან მეტ წლამდე. რეკომენდაციაა, რომ არ დაემატოს ჩვილისა და მცირეწლოვანი ბავშვების საკვებში მარილი და შაქარი. ქალის რძე თავისთავად შეიცავს პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვის ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და სითხეს. ის ბავშვები, რომლებიც მხოლოდ დედის რძით იკვებებიან, უკეთესი მდგრადობა აქვთ დაავადებების მიმართ როგორიცაა დიარეა, რესპირატორული და ყურის ინფექციები. ბავშვებში, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, ნაკლებია ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის ან ისეთი არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიცაა დიაბეტი, გულის დაავადებები ან ინსულტი.
2. მრავალფეროვანი საკვების მიღება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია სხადასხვა ტიპის საკვების კომბინაციაა, მათ შორის საბაზისო საკვები (მაგ: მარცვლოვანი, ხორბალი, ქერი, ჭვავი, სიმინდი, ბრინჯი ან ფესვები როგორიცაა კარტოფილი, ტენი, ტარო ან კასავა, პარკოსნები როგორიცაა ოსპი, ლობიო), ბოსტნეული, ხილი და ცხოველური წარმოშობის საკვები (მაგ: თევზი, ხორცი, კვერცხი და რძე).
მრავალფეროვანი ნატურალური (დაუმუშავებელი) და ახალი საკვების მიღება ყოველდღიურად ეხმარება ბავშვებს და ზრდასრულებს მიიღონ სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობა. ეს ასევე თავიდან აცილებს ისეთი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს ჭარბი რაოდენობით შაქარს, ცხიმს და მარილს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წონაში არაჯანსაღი მატება და არაგადამდები დაავადებები. ჯანსაღი და ბალანსირებული საკვების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი განვითარებისათვის და ასევე ეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ უფრო აქტიურები.
3. მიირთვით ბევრი ბოსტნეული და ხილი - წასახემსებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმ ბოსტნეულს და ახალ ხილს, ვიდრე ისეთ საკვებს, რომელიც შეიცავს ჭარბად შაქარს, ცხიმს ან მარილს. რეკომენდაციების მიხედვით, ბოსტნეულისა და ხილის ძალიან დიდხანს თერმული დამუშავება არ არის კარგი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათში შემავალი მნიშვნელოვანი ვიტამინების დაკარგვა. დაკონსერვებული ან გამომშრალი ბოსტნეულისა და ხილის გამოყენებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უშაქრო და უმარილო პროდუქტს.
ბოსტნეული და ხილი ვიტამინების. მინერალების, დიეტური უჯრედისის, მცენარეული პროტეინის და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა. ადამიანებს, რომელთა რაციონში უხვად შედის ბოსტნეული და ხილი, საგრძნობლად ნაკლები აქვთ სიმსუქნის, გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის და კიბოს ზოგიერთი ტიპის განვითარების რისკი.
4. მიირთვით ზომიერად ცხიმები და ზეთები - გამოიყენეთ არასატურირებული მცენარეული ზეთები (მაგ ზეითუნის, სოიოს, მზესუმზირის ან სიმინდის) ვიდრე ცხოველური ცხიმი ან მაღალი სატურაციის ცხიმის შემცველი ზეთები (კარაქი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი ა.შ.). უპირატესობა უნდა მიენიჭოს თეთრ ხორცს (როგორიცაა ფრინველის ხორცი) და თევზს, რაც შედარებით ნაკლებ ცხიმიანია ვიდრე წითელ ხორცს (საქონლის, ღორის, ცხვრის ა.შ). რაც შეიძლება მცირე რაოდენობით უნდა იყოს მენიუში გადამუშავებული ხორცი (მაგ: ძეხვი, სოსისი), რადგან მათში მაღალია ცხიმისა და მარილის შემცველობა. როცა შესაძლებელია აირჩიეთ, ნაკლებცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ დამუშავებულ, გამომცხვარ და შემწვარ საკვებს, რომელიც შეიცავს ინდუსტრიულად წარმოებულ ტრანსცხიმებს, ცხიმები და ზეთები ენერგიის კონცენტრირებული წყაროა. ცხიმის ზედმეტი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით არასწორი ცხიმის საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ადამიანებს ვინც მიირთმევენ ზედმეტ სატურირებულ და ტრანს ცხიმებს გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების მეტი რისკი აქვთ. ტრანსცხიმები შეიძლება ბუნებრივად იყოს ზოგიერთ ხორცსა და რძის პროდუქტებში, მაგრამ ინდუსტრიულად წარმოებული ტრანს-ცხიმები (მაგ: ნახევრად ჰიდროგენირებული ზეთები), რომლებსაც შეიცავს სხვადასხვა დამუშავებული საკვები მათი ძირითადი წყაროა.
5. მიირთვით ნაკლები მარილი და შაქარი - საკვების მომზადების დროს შეზღუდეთ მარილის ან ნატრიუმის მაღალი შემცველობის სოუსების დამატება (მაგ: სოიოს სოუსი და თევზის სოუსი). მოერიდეთ ისეთი საკვების და სახემსის მიღებას, რაც შეიცავს ბევრ მარილს ან შაქარს. ასევე შეზღუდეთ შაქრიანი წვენებისა და გაზიანი სასმელების მიღება. უპირატესობა მიანიჭეთ ახალი ხილს ორცხობილების, ნამცხვრებისა და შოკოლადის ნაცვლად.
ადამიანებს, რომელთა რაციონში ჭარბადაა ნატრიული (მათ შორის მარილი) ჰიპერტენზიის განვითარების მეტი რისკი აქვთ, რაც ასევე ზრდის გულის დაავადების და ინსულტის რისკს. მსგავსად, ვინც ბევრ შაქარს მიირთმევს, მეტი აქვს ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარების რისკი. ადამიანები ვინც ზღუდავენ შაქრის მიღებას, ამცირებენ არაგადამდები დაავადებების განვითარების ალბათობას.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 00:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
04 აპრილი 2026, 22:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც უშუალოდ გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება
საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - განმარტა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას.
04 აპრილი 2026, 22:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური
მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც დღეს კანონითაა დადგენილი, სააგენტოს მხრიდან ზედმიწევნით სრულდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:17
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 – 2029 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, გაზის დანაკარგი, მინიმუმ, 25 პროცენტით შემცირდება
„ჩვენს ახალ გუნდს შემუშავებული აქვს სტრატეგია და 2026 წლიდან 2029 წლამდე გვაქვს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ამოცანას, რომ არსებული გაზის დანაკარგი შემცირდეს მინიმუმ 25 პროცენტით. ეს მიმართულება კიდევ გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროგრამის და გაზის დანაკარგების შემცირების შესახებ.
04 აპრილი 2026, 22:16
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, ამისთვის ვართ მზად, ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, 10-წლიანი პერიოდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: წინასწარი შეფასებით არსებული გენერაციის ზრდის პოტენციალი დაახლოებით 2–3%-ს შეადგენს
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არის საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი კვლევა, რომელიც გულისხმობს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ევროდირექტივის შესრულების მაჩვენებელი 77%-ია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ენერგეტიკის კუთხით საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ, ევროდირექტივების იმპლემენტაცია 54%-ია შესრულებული.
04 აპრილი 2026, 21:37
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა
„თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს როგორც სწორი ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი ბალანსი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას.
04 აპრილი 2026, 21:35
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით
ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ოპონენტს: გიდასტურებთ ჩვენ მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება
გიდასტურებთ ჩვენ დიდ სურვილსა და მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოპონენტის პასუხად.
04 აპრილი 2026, 21:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:27
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მილიონი ლარი იზოგება
როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა, 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას.
04 აპრილი 2026, 21:22
პოლიტიკა
პრემიერი: ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკაში, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მლნ ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მლნ ლარი იზოგება
როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.
04 აპრილი 2026, 21:15
პოლიტიკა
პრემიერი: სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება
ელექტროენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული.
04 აპრილი 2026, 21:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია
„ენგურჰესი“ ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას.
04 აპრილი 2026, 21:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიღაცებს შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში, ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს დაუშვებს
ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.
04 აპრილი 2026, 21:02
პოლიტიკა
პრემიერი: იყო შემთხვევები, გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ, გამოიყვანეს მოქალაქეები, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ის ჰესი აშენდა, ეს მოქალაქეები ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.


