imedi /  24 ივლისი 2019, 00:01 / სანდო წყარო

სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს

ტელევიზია

სმარტფონების მზარდ მოხმარებასთან ერთად, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი როლიც იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ სმარტფონი ტელევიზორის კონკურენტადაც იქცა. "IPM კვლევებმა" კვლევა ჩაატარა, რომელშიც 1000 რესპონდენტს ჰკითხა სატელევიზიო გადაცემების ყურებისთვის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ და გაარკვია, რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას ამ აქტივობისთვის.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს ყოველდღიური წვდომა ტელევიზორზე აქვს (86%), მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს ყოველდღე სმარტფონს (73%) და კომპიუტერსაც (68%). ტაბლეტს კი იგივე სიხშირით მხოლოდ 8% იყენებს.

სატელევიზიო გადაცემების ყურებისთვის გამოყენებულ მოწყობილობებს შორის, ტელევიზორი ლიდერობს. რესპონდენტთა 80% ამ მიზნით სწორედ ტელევიზორს იყენებს.

სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს; 46% იყენებს კომპიუტერს (პერსონალური ან ლეპტოპი) და მხოლოდ 1% ტაბლეტს.

ელექტრონული მოწყობილობების მიხედვით სატელევიზიო გადაცემების ყურების განხილვა ასაკობრივ ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება: 30-დან 65 წლამდე რესპონდენტები სატელევიზიო გადაცემებს უმეტესად, ტელევიზორში უყურებენ, 18-29 ასაკობრივ ჯგუფში კი ამ ფუნქციით ყველაზე ხშირად სმარტფონს იყენებენ.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2020, 23:19

საქართველო

აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებაზე.

კრის სოჩა
კელი დეგნანი
არჩილ თალაკვაძე

19 თებერვალი 2020, 22:58

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა

საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა. არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

19 თებერვალი 2020, 22:32

მსოფლიო

იუტას შტატში მრავალცოლიანობისთვის სასჯელი შემსუბუქდა

შტატის კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. გადაწყვეტილების თანახმად, მრავალცოლიანობა ამიერიდან 750 დოლარის ჯარიმით და საზოგადოებრივი სამუშაოებით დაისჯება. აქამდე არსებული კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

19 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

„მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი შოთაძე

19 თებერვალი 2020, 21:44

საქართველო

„სილქნეტი“ - ირაკლი შოთაძისთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპანია კმაყოფილი დარჩა

ირაკლი შოთაძეს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა "სილქნეტში" 2020 წლის თებერვლამდე, - ამის შესახებ კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 თებერვალი 2020, 21:26

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: 3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია

3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

19 თებერვალი 2020, 21:18

თემა

რატომ დადის ზოგიერთი ადამიანი ძილში? საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?

ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ძილში დადიან და უჩვეულო რაღაცებს აკეთებენ. მთვარეულს შეუძლია იაროს სახურავზე ან აივნის მოაჯირზე ისე, რომ წონასწორობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ესერთი შეხედვით უცნაური მოვლენაბევრ კითხვის ნიშანსდა შესაბამისად, მითს აჩენს. რას ნიშნავს ლუნატიზმი (მეცნიერულად სომნამბულიზმი) და რა იწვევს მას? უნდა გამოვაფხიზლოთ თუ არა მთვარეული?

ნათია თურნავა

19 თებერვალი 2020, 21:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

„დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები, მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვლადიმერ დვორნიკი

19 თებერვალი 2020, 20:48

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

19 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 20:26

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აქციას მართავს და მისგან სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს. ისინი იმ კაფეში მივიდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი იმყოფებოდა. ახალგაზრდების თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა.

19 თებერვალი 2020, 20:11

თემა

ძალიან ხშირად მეცვლება განწყობა. ბიპოლარული აშლილობა მაქვს?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის განწყობაც იცვლება. იგივე სიმპტომი ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც დეპრესიისა და მანიის ან ჰიპომანიის პერიოდებში ვლინდება. ამ მდგომარეობებს შორის კი ადამიანი ჯანმრთელია და ეს შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ბიპოლარულ აშლილობას სპეციალისტები მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებენ. ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ ხშირად აქვთ ცნობილ ადამიანებს. მათ შორის არიან კეტრინ ზეტა ჯონსი, მერაია ქერი, მელ გიბსონი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო და სხვ.ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც სამყაროს კრეატიული აღქმით გამოირჩევიან, ბიპოლარული აშლილობის ალბათობა გაცილებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3%-ს სწორედ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს.

ათონელის რეზიდენცია

19 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ყოფილი ელჩის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი იძულებული გახდნენ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი გააუქმონ

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უპასუხისმგებლოს და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს და განცხადებითვე ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

19 თებერვალი 2020, 20:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ

„ქართული ოცნება" მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, -ამის შესახებ კახა კალაძემ Twitter-ზე დაწერა.

Pop Smoke

19 თებერვალი 2020, 19:52

კულტურა

რეპერი Pop Smoke ლოს-ანჯელესში მოკლეს

ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს. 20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.

19 თებერვალი 2020, 19:40

კულტურა

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

უაქციზო თამბაქო

19 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1,1 კგ უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

19 თებერვალი 2020, 19:05

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.