imedi /  24 ივლისი 2019, 22:36 / სანდო წყარო

აღმოაჩინეს ერთმანეთის ირგვლივ რეკორდული სიჩქარით მოძრავი ორმაგი ვარსკვლავი

კოსმოსი

კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა ორმაგი ვარსკვლავი აღმოაჩინეს რომელთა კომპონენტებიც ერთმანეთის ირგვლივ რეკორდული სიჩქარით მოძრაობენ. მათი ორბიტალური პერიოდი 6.91 წუთია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ორმაგი ვარსკვლავი ZTF J1539+5027 დედამიწიდან 7,8 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ორივე კომპნონენტი იმ მანძილზეა ერთმანეთისგან დაშორებული, რომ ისინი თავისუფლად ჩაეტევიან სატურნის მოცულობაში. 

ერთ-ერთი ვარსკვლავის მასა მზის მასის დაახლოებით 60%-ის ტოლია, ხოლო მეორე ვარსკვლავის მასა 20%-ის. ორივე ვარსკვლავი ერთმანეთს დღეში 26 სანტიმეტრით უახლოვდებიან. 

ყველა სიახლე

23 ოქტომბერი 2020, 13:06

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 2,474 შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,474 პაციენტს დაუდასტურდა, 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 73,310 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,145 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 50,276.

23 ოქტომბერი 2020, 13:05

რეგიონი

ბათუმისა და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ

სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო, სპორტული ტურიზმის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებს.

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის ამაღლებული სტანდარტი

ცოტა ხნის წინ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად არის ამაღლებული სტანდარტები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუში განაცხადა.

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 12:55

პოლიტიკა

კახა კუჭავა: 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის მთავარი დაპირებაა, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ

ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი დაპირება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, 2020 წლის არჩევნებისთვის, არის ის, რომ 2024 წლისთვის საქართველო შეძლებს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია FOX-ის ახალი ამბების რადიოინტერვიუში განაცხადა.

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალიან ბევრი რეიტინგი დაადასტურებს, თუ რამდენად გაიზარდა საქართველოში სიტყვისა და მედიის თავისუფლება

„არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავენ სინამდვილეს და ჩვენ სრულად უნდა შევაფასოთ მთელი სურათი, თუ რას მივაღწიეთ, რა იყო და რა არის ახლა - ყველას უნდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე, სანამ ქართული ოცნება მმართველი პარტია გახდებოდა, თითქმის შეუძლებელი იყო ახალი ლიცენზიების მოპოვება მედია მაუწყებლებისთვის“.

კახა კუჭავა

23 ოქტომბერი 2020, 12:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ქართველ ხალხს ახსოვს ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც 2012 წელს დაგვხვდა - ჩვენ ვამაყობთ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიღებული შედეგებით

„ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველო ისტორიულად ყოველთვის მათი მოკავშირე იყო, რაც რეგიონალური სტრატეგიული მნიშვნელობის თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში და ზოგადად საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველომ, დაამტკიცა, განსაკუთრებით კი დემოკრატიის კუთხით, რომ სამაგალითოა“.

ივანე ჩხაიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:40

საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: ცხოვრების არააქტიური წესი, რომელიც პანდემიასა და კარანტინის პერიოდს მოჰყვა, ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე

პანდემიის გამო, გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში ჩვენს ბავშვებს ფიზიკური აქტივობები: თამაში, მოძრაობა, ეზო, ბაღი დააკლდათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფილტვის ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:39

საზოგადოება

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვლმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა მოაწერეს.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:37

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა

კრიმინალის მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

ეპიდემიოლოგები ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს პროგნოზირებენ. „ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნიზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

23 ოქტომბერი 2020, 12:31

COVID19

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 17,340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1,480,646 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1,119,251. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 283 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 25,525 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაზე

23 ოქტომბერი 2020, 12:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან შეხვედრებს მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ონლაინკონფერენციის ფორმატში შეხვდა, ხელისუფლებისა და პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:26

COVID19

დღეიდან საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის ანტიგენტზე დამყარებული ტესტის გამოყენება მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც PCR ტესტით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძემ საკოორდინაციოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:22

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8 თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს ანახლებს. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთის გრან სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა.

სამედიცინო პერსონალი

23 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 130-ზე მეტ წარმომადგენელს დაუდასტურდა

დღევანდელიი მონაცემებიდან ირკვევა, რომ კოვიდინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს რიცხვი 131-ს შეადგენს და მათ შორის არიან როგორც ექიმები, ასევე ექთნები.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:18

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: რთულია პროგნოზი, ვინაიდან ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული 3 700 000 მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დამყოლობა და ქცევა. ის, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებენ, ეს არის მხოლოდ პროგნოზი, - ასე უფასუხა ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3-დან 5 ათასამდე იმერყევოს.

ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი 2020, 12:12

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სიმპტომის გამოვლენისას არ არის საჭირო ვეძიოთ, სად ჩავიტაროთ ტესტი - დავურეკოთ ოჯახის ექიმს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იმის ძიება არ დაიწყონ, სად ჩაიტარონ ტესტი და ოჯახის ექიმს დაურეკონ. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტმა ოჯახის ექიმის დარიგების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

23 ოქტომბერი 2020, 12:09

სამართალი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ნ.ს. დამნაშავედ ცნო.

პაატა იმნაძე

23 ოქტომბერი 2020, 12:07

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-ით შემცირდება

ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას. ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს პირბადე სწორად თუ ექნება გაკეთებული, დაავადებულთა რიცხვი 70%-თ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

23 ოქტომბერი 2020, 12:05

საზოგადოება

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, იმ სკოლებში, სადაც, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები განთავსდება, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავა, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.