imedi /  10 სექტემბერი 2019, 23:02 / სანდო წყარო

რა მახასიათებლები აქვს Apple-ის სამ ახალ iPhone-ს

Apple-მა შემდეგი თაობის iPhone-ები წარადგინა: 14 სანტიმეტრიანი ეკრანის მქონე iPhone 11 Pro და 16 სანტიმეტრიანი ეკრანის მქონე iPhone 11 Pro Max, - წერს Verge. სპეციალისტების შეფასებით, ორივე მოდელი ძალიან ჰგავს შარშანდელ iPhone XS-ს და iPhone XS Max-ს, მაგრამ ახალი მოდელების ძირითადი ცვლილება - სამმაგი უკანა კამერაა. ასევე, კომპანიამ მომხმარებლებს მესამე მოდელი - iPhone 11 შესთავაზა, რომელიც iPhone XR-ის მემკვიდრეა. მას 15-სანტიმეტრიანი ეკრანი და ორმაგი კამერა აქვს. 

ახალი მოდელების ფერებია: მწვანე, ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და წითელი. 

iPhone 11 Pro-სა და iPhone 11 Pro Max-ში წარმოდგენილია A13 ბიონიკური ჩიპსეტი, OLED ეკრანი, უფრო სწრაფი Face ID, შემდეგი თაობის, უფრო ძლიერი - A13 პროცესორი და 12 მეგაპიქსელიანი სამმაგი კამერა, რომელიც 4K ხარისხის ვიდეოს იღებს.  

iPhone 11 Pro-ს ბატარეა 4 საათს ძლებს, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის ბატარეა - 5 საათამდე.

IPhone 11-ის ფასი 699 დოლარია,  iPhone 11 Pro  $999 ეღირება, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის ფასი - $1099.

ახალი სმარტფონის პრეზენტაცია კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში გაიმართა. Apple-ი ახალი iPhone 11-ის წარდგენის ღონისძიებას ისტორიაში პირველად კომპანია Google-ის ერთ-ერთ პლატფორმაზე - YouTube-ზე პირდაპირ ეთერში უჩვენებდა. მომხმარებლებს ახალი მოდელების შეძენა 20 სექტემბრიდან შეეძლებათ.

ყველა სიახლე

Emmy-ის დაჯილდოება

22 სექტემბერი 2019, 13:55

კულტურა

23 სექტემბერს Emmy-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

HBO-ს სერიალ „სამეფო კარის თამაშებს“ Emmy-ის დაჯილდოების 7 კატეგორიაში 14 ნომინანტი ჰყავს, მათ შორის არის საუკეთესო დრამატული სერიალის, საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობების და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის კაცი და ქალი შემსრულებლების კატეგორიები.

ბარსელონა

22 სექტემბერი 2019, 13:13

სპორტი

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა

„ბარსელონამ“ ბოლო 25 წელიწადში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენა. ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში კატალონიური გუნდი სტუმრად „გრანადასთან“ დამარცხდა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. შეხვედრის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე ანგარიში რამონ აზიზმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ალვარო ვადილიომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან „გრანადას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

22 სექტემბერი 2019, 13:09

ძალოვნები

ავღანეთში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მოედანი გაიხსნა

ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

ბეტმენი, სუპერგმირი.

22 სექტემბერი 2019, 13:08

კულტურა

სუპერგმირი ბეტმენი 80 წლისაა

მსოფლიო ერთ-ერთი პოპულარული სუპერგმირის ბეტმენის იუბილეს აღნიშნავს. წელს კომიქსის პირველი ნომრის გამოსვლიდან 80 წელი შესრულდა. საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია დაგეგმილი. პირველებმა ბეტმენის იუბილე იაპონელებმა აღნიშნეს.

ჰასან როუჰანი

22 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

როუჰანი: უცხო ქვეყნის ჯარებს ტკივილი და უბედურება მოაქვთ

BBC-ის ინფორმაციით, როუჰანი ​ასე აშშ-ის მიერ საუდის არაბეთში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის ჯარებს ყოველთვის „ტკივილი და უბედურება მოაქვთ“.

ხის წაქცევა

22 სექტემბერი 2019, 12:24

საქართველო

ხელვაჩაურში ძლიერი ქარის შედეგად ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის მილი და ჩაკეტილია ცენტრალური გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეულმა ხემ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი, კედლები და რამდენიმე ოთახი.

ხატია ბუნიათაშვილი

22 სექტემბერი 2019, 12:14

კულტურა

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა

ონლაინპლატფორმა biletebi.ge-ს ინფორმაციით, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა. „რიგში 1521 მომხმარებელი იდგა და კახიძის მუსიკალური ცენტრის 900-ადგილიანი დარბაზი გაიყიდა ზუსტად 25 წუთში“, - აცხადებენ ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლები.

იაპონია, ტაიფუნი

22 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

ტაიფუნ „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გაუქმდა

ძლიერი ტაიფუნის „ტაპას“ გამო იაპონიასა და სამხრეთ კორეაში 900-მდე ავიარეისი გადადეს. ციკლონმა გამოიწვია ელექტრომომარეგების შეფერხება. დაშავდნენ ადამიანები და არის მსხვერპლი. ტაიფუნ „ტაპას“ მე-17 ნომერი მიენიჭა. ბოლო მონაცემებით, ციკლონი ტროპიკულ წვიმამდე შესუსტდა.

22 სექტემბერი 2019, 11:43

საქართველო

ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ახალგაზრდულმა მოძრაობამ აქცია გამართა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ორბელიანების სასახლესთან მისულმა ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსის სახით ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს. შეკრებილები თვლიან, რომ პრეზიდენტი დასაბმელია.

ბახმარო

22 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

გურიისა და აჭარის ზოგიერთ რაიონში მოთოვა. ფოტო, ვიდეო

გურიისა და აჭარის ზოგიერთ რაიონში მოთოვა. imedinews-ი მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.

მიწისძვრა ალბანეთში

22 სექტემბერი 2019, 11:10

მსოფლიო

ალბანეთში 30 წელიწადში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ალბანეთში. ეპიცენტრი ქალაქ დურესში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იუწყება. დახმარებისათვის კლინიკებს 48 ადამიანმა მიმართა.

22 სექტემბერი 2019, 11:04

ძალოვნები

შსს: კაცმა ხულოში 78 აგარაკი გაქურდა. ვიდეო

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სროლა ბარში

22 სექტემბერი 2019, 10:58

მსოფლიო

აშშ-ში ბარში სროლა მსხვერპლით დასრულდა

ორი ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარი ინციდენტისას. ღამის ბარში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და უმისამართო სროლა ატეხეს. თავდამსხმელეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

22 სექტემბერი 2019, 10:52

საქართველო

უამინდობის გამო თბილისში, ბათუმსა და რუსთავში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხეების წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები, წააქცია ხეები.

საპროტესტო აქცია, ყაზახეთი

22 სექტემბერი 2019, 10:48

მსოფლიო

ყაზახეთში ჩინეთიდან ქარხნების გადმოტანის გეგმა გააპროტესტეს

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქებში საპროტესტო აქციები 57 ადამიანის დაკავებებით დასრულდა. არასანქცირებული დემონსტრაციები დედაქალაქ ნურსულთანში, ალმა-ატასა და შიმკენტში გაიმართა. მანიფესტანტებს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

22 სექტემბერი 2019, 10:18

ტაბლოიდი

ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი პარაშუტით გადახტა

ნიდერლანდების ქალაქ არნემში მეორე მსოფლიო ომის 97 წლის ვეტერანი, ბრიტანელი სენდი კორტმანი პარაშუტით გადახტა. ВВС-ის ინფორმაციით, კორტმანი პარაშუტით იმავე ადგილას გადახტა, სადაც 1944 წელს ომის დროს ბრიტანული ჯარების შემადგენლობაში დაეშვა.

ანტისამთავრობო აქცია ნიკარაგუაში

22 სექტემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

ნიკარაგუაში საპროტესტო აქცია ცრემლმდენი გაზითა და ხმოვან-მანათობელი ხელყუმბარებით დაშალეს

მოსახლეობა ქუჩებში მოზარდის მეტ რომეროს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდა, რომელიც გასული წლის მარტში საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლეს. ისინი ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

22 სექტემბერი 2019, 09:00

მსოფლიო

ინდოეთში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში ოთხფეხა და სამხელა გოგო დაიბადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. მასთან ერთად 24 წლის ქალმა ჯანმრთელი ბიჭიც გააჩინა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ქალს სამი ბავშვი უნდა გაეჩინა, თუმცა რაღაც ეტაპზე ორი ნაყოფი გაერთიანდა.

დოპინგი

22 სექტემბერი 2019, 08:36

სპორტი

რუსეთი შესაძლოა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, რუსეთს ბოლო 18 თვის განმავლობაში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსთვის (WADA) გადაცემული მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

გაერო

22 სექტემბერი 2019, 08:14

მსოფლიო

გაეროში ჰუსიტების სამშვიდობო ინიციატივას მიესალმებიან

იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ გრიფიტსი მიესალმება დაჯგუფება „ანსარ ალას“ წინადადებას საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ანალოგიურ ნაბიჯს საუდის არაბეთიც გადადგამს.