imedi /  27 სექტემბერი 2019, 00:33 / სანდო წყარო

Amazon-მა ერთდროულად 15 ახალი ჭკვიანი მოწყობილობა წარადგინა. ვიდეო

25 სექტემბერს კომპანია Amazon-მა განაცხადა, რომ ერთდროულად 15 ახალ მოწყობილობას უშვებს. ყველა მათგანი მეტნაკლებად დაკავშირებულია ან ხმოვან თანაშემწე Alexa-სთან, ან „ჭკვიან სახლთან“. გთავაზობთ ინფორმაციას Amazon-ის ყველაზე საინტერესო ანონსების შესახებ.

ჭკვიანი ბეჭედი Echo Loop

ბეჭედი ტიტანისგან არის დამზადებული, მისი რეკლამისთვის Amazon იყენებს სლოგანს: „ყველაზე პატარა სვეტი ყველა Echo-მოწყობილობის ისტორიაში“. ბეჭედი უერთდება ტელეფონს და აქტიურდება ღილაკზე ხელის დაჭერით (და არა ხმოვანი ბრძანებით).

Echo Loop-ში ჩაშენებულია ორი მიკროფონი და პატარა დინამიკი, რომელთა დახმარებით მომხმარებელს ხმოვან თანაშემწესთან დაკავშირება შეუძლია. ღილაკზე თითის ორჯერ დაჭერით კი ტელეფონის კონტაქტებში შერჩეულ პირთან ირეკება.

Amazon-ი გეგმავს ბეჭდის მომავალ მფლობელებს მოსაზომად ოთხი სხვადასხვა ზომის კოპლექტი გაუგზავნოს. დამატებითი დატენვის გარეშე Echo Loop-ი დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში იმუშავებს. თავდაპირველად Amazon-ი ზოგიერთ კლიენტს მოწვევას გაუგზავნის, რაც მათ მოწყობილობის შეძენის უფლებას მისცემს - საცალოდ ის მოგვაინებით გაიყიდება. 

ბეჭდის ფასი, ვიდრე მოწვევის აქცია მოქმედებს - 129 დოლარია, შემდეგ გახდება - 179.99 დოლარი.

სათვალე Echo Frames

31-გრამიან სათვალეში Alexa არის, მაგრამ არ არის კამერა. აკუსტიკური სისტემა საგანგებოდაა ისე შექმნილი, რომ ხმოვანი ასისტენტის ხმა მხოლოდ მფლობელს ესმოდეს (და არა მის გარშემომყოფებს). სათვალის მიერთება ჯერჯერობით მხოლოდ Android-ის სისტემის ტელეფონებზე შეიძლება. სათვალე შეძლებს გაახმოვანოს შეტყობინებები, დარეკოს ტელეფონზე და წარმოქმნას აუდიო, მათ შორის მუსიკა და პოდკასტები.

თავდაპირველად სათვალის ყიდვა მხოლოდ მოწვევით იქნება შესაძლებელი 179.99 დოლარად.

ჭკვიანი ღუმელი Alexa Smart Oven

ღუმელში დინამიკები და მიკროფონი არ არის, მის სამართავად აუცილებელია ცალკე Alexa-მოწყობილობა: ბეჭედი, სათვალე ან სადგური. სამაგიეროდ მოწყობილობა აღჭურვილია ფუნქციით „დაასკანერეთ, რათა მოამზადოთ“, რომელიც ასობით მზა პროდუქტთან იმუშავებს - შესაძლებელი იქნება კამერის (რომელიც გახსნილია ჭკვიან სვეტში ეკრანით და კამერით Echo Show) მიახლოება შტრიხ-კოდთან, და ღუმელი შესაბამის პარამეტრებს თავად დააყენებს. გარდა ამისა, მფლობელი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით შეძლებს ტემპერატურის დაყენებას და ღუმელის წინასწარ გაცხელებას. ჭკვიანი ღუმელის ფასია 249.99 დოლარი.

უსადენო ყურსასმენი Echo Buds

კიდევ ერთი ნიშა, რომელშიც Amazon-ი შევიდა - უსადენო ყურსასმენია. აქ ხმის დამხშობი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, Echo Buds-ში ჩაშენებული იქნება Alexa, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობებით: Amazon-ის მაღაზიებში Whole Foods, შესაძლებელი იქნება ხმოვანი ასისტენტისთვის კითხვა, არის თუ არა თაროებზე კონკრეტული პროდუქტი, ასევე მისი მიცილება გასასვლელ კარამდე. ყურსასმენი დაცულია ნესტისაგან და დატენვის შემდეგ დაახლოებით 5 საათს მუშაობს. ის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 129 დოლარი ღირს.

სვეტი Echo Studio

კომპანია Amazon-ს იმედი აქვს, რომ Echo Studio-ს მყიდველები მუსიკას მხოლოდ მისი სერვისის, Amazon Music HD-ის საშუალებით მოუსმენენ, რომელიც ინფორმაციის გადაცემისას ხარისხს ინარჩუნებს. Echo Studio-ს მხარდაჭერა აქვს 3D-აუდიოს Dolby Atmos, ხოლო მიკროფონები მოწყობილობაში ავტომატურად ერგება შენობის ტიპს.

სვეტში ხმის წარმოქმნისთვის 5 დინამიკია. Amazon-ი მუშაობს, რათა რაც შეიძლება მეტი ტრეკი მიიღოს 3D-აუდიო მხარდაჭერით კომპანიებისაგან Sony, Universal-ი და Warner-ი. სვეტის ფასი 199 დოლარია.

იმედგაცრუების რეჟიმი!

Amazon-მა ასევე ილაპარაკა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც ხმოვან ასისტენტ Alexa-ს ელის. ეს არის ახალი „უფრო ბუნებრივი“ ხმა, პარალელური მხარდაჭერა მოთხოვნებისა ორ ენაზე (მაგალითად, თუ ოჯახში ლაპარაკობენ ინგლისურად და ფრანგულად) და ცნობილი ადამიანების ხმები. ეს უკანასკნელი ფუნქცია, როგორც Amazon-ი ამბობს, არ ეყრდნობა (ყოველ შემთხვევაში, სრულად) წინასწარ ჩაწერილ ფრაზებს. პირველი ცნობილი ადამიანი, რომლის ხმის დაყენებაც იქნება შესაძლებელი საკუთარ სვეტში, სემუელ ჯექსონია. მისი ხმა წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 0,99 დოლარი ეღირება, შემდეგ კი 4,99 დოლარი.

ხმოვან ასისტენტში გაჩნდება ასევე „იმედგაცრუებების აღმოჩენა“: Alexa მიხვდება, როდის გაღიზიანდება მომხარებელი იმის გამო, რომ მან არასწორად გაიგო მოთხოვნა. ამის შემდეგ ის ბოდიშის მოხდას შეეცდება. ფუნქციას მომავალ წელს აამოქმედებენ, დაიწყებენ რა მუსიკალური მოთხოვნებით.

ასისტენტს დაუმატებენ ასევე კონფიდენციალობის ბრძანებებს. შესაძლებელი იქნება თქმა „Alexa, წაშალე რაც ახლა ვთქვი“ ან „წაშალე ყველაფერი, რაც დღეს ვთქვი“. წაშლისთვის ხელმისაწვდომი ინტერვალი - 18 თვემდეა. ასევე Alexa-ს შეუძლია შეატყობინოს პატრონს, რომ მან სახლში რომელიმე ჭკვიან მოწყობილობაში ხარვეზები აღმოაჩინა. და ბოლოს, ბრძანების „Alexa, რატომ გააკეთე ეს?“ პასუხად, თანაშემწე ახსნის თავის ბოლო ქცევას (ან შეიძლება არც ახსნას).

კიდევ რა წარადგინა Amazon-მა

სახლზე დაკვირვების კამერა Ring-ი;
Echo Flex - პატარა კამერა Alexa-თი, რომლის ჩამოკიდებაც ფაქტობრივად ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია;
ახალი როუტერი Eero ხმოვანი მართვით;
ჭკვიანი ბრა Echo Glow ბავშვების ოთახისთვის;
ჭკვიანი ეკრანი Echo Show 8.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

16 აპრილი 2026, 18:56

სპორტი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:46

ეკონომიკა

„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

16 აპრილი 2026, 18:43

რეგიონი

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

16 აპრილი 2026, 18:40

საზოგადოება

დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

თამარ იოსელიანი:

16 აპრილი 2026, 18:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

16 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება

გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

16 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მარკო რუბიო ჟოზეფ აუნთი

16 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.