imedi /  29 სექტემბერი 2019, 10:37 / სანდო წყარო

მასკი: კოსმოსური ხომალდი Starship-ი ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში მოხვდება

კოსმოსური ხომალდი Starship

კოსმოსური ხომალდი Starship

ამერიკული კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship-ი ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში მოხვდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ტეხასის შტატში, SpaceX-ის კომპლექსში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„შესაძლოა, ეს არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ 6 თვის განმავლობაში ჩვენ ორბიტაზე მოხვედრას ვგეგმავთ“, - განაცხადა მასკმა.

SpaceX-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 20 კილომეტრის სიმაღლეზე ხომალდის პირველი საცდელი ფრენა უახლოეს 1-2 თვეში გაიმართება. Starship-ი ფოლადისგან არის დამზადებული, მისი სიგრძე 50 მეტრს, დიამეტრი 9 მეტრს, ტვირთამწეობა კი 150 ტონას აღწევს.

Starship-ი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდია, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი და მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი. ილონ მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ 2002 წელს კომპანია SpaceX მარსის კოლონიზაციაში საკუთარი წვლილის შესატანად დააარსა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2019, 11:46

ეკონომიკა

გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს ჰაბი

ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამერიკული ჯარი

22 ოქტომბერი 2019, 11:27

მსოფლიო

ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება

შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, ჯარისკაცების ერთი ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, კიდევ ორი ჯგუფი კი იორდანიისა და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებს. აშშ-ის ჯარის ნაწილი სირიიდან ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო გავიდა.

 National Geographic

22 ოქტომბერი 2019, 11:21

კულტურა

National Geographic: საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.

გიორგი გახარია აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 11:05

ეკონომიკა

გახარია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს მას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საზღვაო ხომალდი

22 ოქტომბერი 2019, 10:45

ძალოვნები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა. USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია.

ყველის ფესტივალი

22 ოქტომბერი 2019, 10:26

კულტურა

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა, ასევე იქნება ყველის კერძების მომზადება.

The Rise of Skywalker ვარსკვლავური ომები

22 ოქტომბერი 2019, 10:23

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმი სახელწოდებით „The Rise of Skywalker“ ლეგენდარული საგის ახალი ტრილოგიის დასასრული გახდება. სურათში ახალ პერსონაჟებთან ერთად ორიგინალური ფილმების გმირებიც გამოჩნდებიან. მთავარ როლებს ფილმში დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ნარკოტიკი

22 ოქტომბერი 2019, 10:14

ძალოვნები

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანადა არჩევნები

22 ოქტომბერი 2019, 09:56

მსოფლიო

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს

ამ დროისთვის ტრიუდოს პარტიას 338-ადგილიან პარლამენტში 156 მანდატი აქვს. იმისთვის, რომ ლიბერალებმა მთავრობა ჩამოაყალიბონ, მათ გამარჯვება 170 ოლქში უნდა მოიპოვონ. მეორე ადგილზე „კონსერვატიული პარტია“, რომელმაც 122 ოლქში გაიმარჯვა.

პასპორტი

22 ოქტომბერი 2019, 09:34

საქართველო

დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა.

იმპერატორი ნარუჰიტო

22 ოქტომბერი 2019, 09:15

მსოფლიო

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო ტახტზე ოფიციალურად ავიდა

იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო 2000 სტუმრის თანდასწრებით ტახტზე ოფიციალურად ავიდა.„ვფიცავ, რომ ხალხის ბედნიერების და მთელ მსოფლიოში მშვიდობის სახელით, ხალხთან ერთად და კონსტიტუციის თანახმად, ვემსახურები იაპონიას"- განაცხადა იმპერატორმა ცერემონიაზე.

იაშვილის კლინიკა

22 ოქტომბერი 2019, 08:48

საქართველო

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. მოზარდი იაშვილის საავადმყოფოში თავის ქალის მოტეხილობით გადაიყვენეს.

ჩრდილოეთ ირლანდია

22 ოქტომბერი 2019, 08:41

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დააკანონეს

შესაბამისი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო. 21 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიელმა დეპუტატებმა სხდომის დროს ეს გადაწვეტილება ვერ დაბლოკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და აბორტი დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე ლეგალური გახდა.

აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 08:16

ეკონომიკა

დღეს თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი გაიხსნება

ორგანიზატორების ვარაუდით, წლევანდელი ფორუმი გასული წლებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური იქნება და მასში ორიათასამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. „აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს. დეპუტატები მას კითხვებს მის ბიოგრაფიასა და წარსულ საქმიანობაზე დაუსვამენ.

ელექტროსიგარეტი

22 ოქტომბერი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

კვლევა: ინგლისში 50 000-ზე მეტმა ადამიანმა ელექტროსიგარეტის დახმარებით მოწევას თავი დაანება

ინგლისში, ელექტროსიგარეტის დახმარებით, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება. CNN წერს, რომ შედეგი ერთი წლის მონაცემს ასახავს. ინგლისში ელექტროსიგარეტის მოხმარების დონზე 2011 წლიდან გაიზარდა, თუმცა მაჩვენებელმა კლება უკვე 2015 წლიდან დაიწყო.

მარკ ცუკერბერგი

22 ოქტომბერი 2019, 00:23

მსოფლიო

ცუკერბერგი: რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი სულ უფრო გაწაფულ ტაქტიკებს იყენებენ არჩევნებში ჩარევისთვის. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ექაუნთების ქსელი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებს განზრახული აქვთ მომავალი არჩევნების დროს იაქტიურონ"- განაცხადა ცუკერბერგმა.

ბრაზილია

22 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ქუჩაში ჩამოვარდა

ბრაზილიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ქუჩაში ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი სამ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევისას დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საფრენი აპარატი სამ ადამიანზე იყო გათვლილი.

21 ოქტომბერი 2019, 23:50

თემა

რა უნდა ვისწავლო ინგლისურში ზმნის და დროების გარდა?

ზმნისა და გრამატიკული დროების ცოდნა მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ იმისათვის, რომ ინგლისურად თავისუფლად ილაპარაკოთ, ეს საკმარისი არ არის.ცოცხალი ენის გასათავისებლად მხოლოდ სახელმძღვანელოები არ კმარა, საჭიროა ორიგინალში სერიალების ყურება და პრესის კითხვა, სხვადასხვა ფორუმში აქტიური მონაწილეობა და საყვარელი მომღერის შემოქმედების მოსმენა.

Brexit

21 ოქტომბერი 2019, 23:46

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრაზე კვლავ უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის-ის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის შეთანხმების შესახებ კენჭისყრის ჩატარებაზე უარი განცხადა. ბერკოუმ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროექტის არც შინაარსი და არც გარემოება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პარლამენტის ქვედა პალატამ განიხილა.