imedi /  30 სექტემბერი 2019, 14:14 / სანდო წყარო

გულის დაავადებებზე არასწორი მითების გამო ქალები გულის შეტევით ხშირად კვდებიან

გულის შეტევა

ქალების გარკვეული ნაწილი, რომელსაც გულის შეტევა აწუხებთ, კვდება იმის გამო რომ ამ დაავადების სიმპტომებთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ და ამასთან, კაცებთან შედარებით ცუდ დახმარებას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

10 წლის განმავლობაში ინგლისსა და უელსში გულის შეტევის შედეგად, არასაკმარისი დახმარების მიღების გამო, 8000-ზე მეტი ქალი გარდაიცვალა.

ექსპერტების განცხადებით, დიაგნოსტირებაში, მკურნალობასა და მკურნალობის შემდეგ მოვლაში კაცებსა და ქალებს შორის უთანასწორობაა. 

"გაუაზრებელი ცრურწმენები ქალების გადარჩენის შანსებს ამცირებს", - წერია ანგარიშში.

აღმოჩნდა, რომ ფართოდ გავრცელებული ზოგადი მითები, მაგალითად როგორიც არის - გულის შეტევა და გულის დაავადებები კაცებისთვის დამახასიათებელი დაავადებებია - ნიშნავს, რომ ქალები გაცნობიერებულები არ არიან ამ რისკების შესახებ და არ ჩქარობენ სამედიცინო დახმარების მიღებას. 

ასევე არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ქალებს და კაცებს გულის შეტევების განსხვავებული სიმპტომები აქვთ. თუმცა კვლევებით დასტურდება, სიმპტომებს ადამიანები სხვადასხვანაირად გრძნობენ, თუმცა ყველაზე გავრცელებული გულმკერდის არეში ტკივილია. 

ყველა სიახლე

ვალიადოლიდის კინოფესტივალი

15 ოქტომბერი 2019, 13:25

კულტურა

საქართველო ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება

ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი 19-26 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება, სადაც საქართველო საპატრიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ქართული ფოკუსის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილი 20-ზე მეტი ქართული ფილმი. ინფორმაციას ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ზოი კრავიცი

15 ოქტომბერი 2019, 13:06

კულტურა

ახალ „ბეტმენში“ ქალი-კატის როლს ზოი კრავიცი შეასრულებს

როლის მისაღებად კრავიცმა სინჯები გაიარა, რომლებშიც მისი კონკურენტები ანა დე არმასი, ეისოი გონსალესი და ელა ბალისნკა იყვნენ. პარტნიორობას კრავიცს რობერტ პატინსონი გაუწევს, რომელიც ბეტმენის როლზე მაისში დაამტკიცეს. კომპანია Warner Bros-ის ცნობით, ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება.

ნინო ლომჯარია

15 ოქტომბერი 2019, 12:54

საქართველო

სახალხო დამცველი: დროა პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე იმსჯელოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ პარლამენტმა დროა ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. მისი თქმით, გამოძიება დაახლოებით ორი წელია რაც მიმდინარეობს, რომელიც ჯერაც არაა დასრულებული.

დემოგრაფია

15 ოქტომბერი 2019, 12:53

საქართველო

საქსტატი 2018 წლის დემოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 729 600 ადამიანი იყო. 2019 წელს 3 723 500. აქედან ქალაქში ცხოვრობს 2 174 800 (2018), 2 184 300 (2019). სოფელში 2018 წელს ცხოვრობდა 1554 800 ადამიანი, ხოლო 2019 წელს სოფელში მაცხოვრებელთა რიცხოვნობა 1 539 100-ია.

მაია ცქიტიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 12:40

ეკონომიკა

ცქიტიშვილი: მთავრობას ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების მოშლა შეუძლია

ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ცქიტიშვილის განმარტებით, 15 ოქტომბრამდე კონსორციუმს ორი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.

ლევან ვეფხვაძე

15 ოქტომბერი 2019, 12:35

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების დონე

,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის დონე, განვითარების დონე, სპეციფიკა, რომელიც ქვეყანას აქვს და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ევერესტი

15 ოქტომბერი 2019, 12:12

მსოფლიო

ნეპალი და ჩინეთი ევერესტის სიმაღლეს ხელახლა გაზომავენ

შესაბამის გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნის შემდეგ მიიღეს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ მთა შესაძლოა რამდენიმე სანტიმეტრით დაბალი ან მაღალი გახდა. ამჟამად ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8848 მეტრი ითვლება.

ლიამ ჰემსვორტი

15 ოქტომბერი 2019, 12:11

ტაბლოიდი

ლიამ ჰემსვორტს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს

ლიამ ჰემსვორტი ყოფილ ცოლს მაილი საირუსს არ ჩამორჩა და ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა. როგორც უცხოური მედია წერს, მსახიობის ახალი რჩეული 22 წლის მედისონ ბრაუნია. ისინი ერთად პაპარაცებმა რომანტიკული საღამოს შემდგომ დააფიქსირეს. ცოტა ხნის წინ ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსიც ახალ შეყვარებულთან, ავსტრალიელ მუსიკოს კოდი სიმფსონთან ერთად გამოჩნდა.

საბერძნეთი შეტაკება

15 ოქტომბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიგრანტების ბანაკში შეტაკება მოხდა. კონფლიქტში სირიელი და ავღანელი მიგრანტები მონაწილეობდნენ. მთავრობის ცნობით, სულ მცირე 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს, 8 კი სუნთქვის გართულების გამო საავადამყოფოში გადაიყვანეს.

კრიშტიანუ რონალდუ

15 ოქტომბერი 2019, 11:56

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 700-ე გოლი გაიტანა

საიუბილეო გოლი რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო მატჩში, უკრაინის ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა. 72-ე წუთზე პორტუგალიელმა პენალტის რეალიზება მოახერხა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა ანგარიშით 1:2.

კახა კალაძე

15 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველო

სამშენებლო პროექტის მომზადებისას ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა სავალდებულო გახდა

სამშენებლო პროექტის მომზადების დროს ნარჩენების კონტეინერებისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დაპროექტება სავალდებულო იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში შედის.

მოტაცება

15 ოქტომბერი 2019, 11:39

ძალოვნები

ცოლობის მიზნით გოგოს მოტაცებისთვის 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზარხველთან ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა. სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო.

მოწამეთობა

15 ოქტომბერი 2019, 11:27

საქართველო

დღეს მოწამეთობაა

დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. მოწამეთას მონასტერში წირვას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

კახა კალაძე

15 ოქტომბერი 2019, 11:24

საქართველო

ტაქსის მძღოლები მერიისგან სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

ყველა მძღოლი, ვინც ამ ვაუჩერით ისარგებლებს, დამატებით ავტომობილის მოსავლელი საშუალებების შესაძენად 20%-იან ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. იმ სერვის-ცენტრების მისამართს, სადაც ტაქსის მძღოლებს მოემსახურებიან, მძღოლები სმს-ის მეშვეობით მიიღებენ.

ხაჭაპურის ფესტივალი

15 ოქტომბერი 2019, 10:54

კულტურა

სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ინფორმაციით, წლის ყველაზე გემრიელი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ყველა სახეობის უგემრიელესი ხაჭაპური დააგემოვნონ და ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებს დაესწრონ.

მილის დაზიანება თბილისი

15 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

ნაძალადევში წყლის მილის დაზიანების შედეგად ქუჩები დაიტბორა

ადგილობრივების თქმით, დილით 9-ის ნახევარზე ძლიერი ხმაური გაისმა, რის შემდეგაც წყლის მძლავრმა ნაკადმა მიმდებარე ქუჩები ჩამორეცხა. შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაზიანდა.

აარონ დინი

15 ოქტომბერი 2019, 10:43

მსოფლიო

პოლიციელს ტეხასში შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ამის შესახებ BBC წერს. ინციდენტი ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. კაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

 ნოტრ-დამის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარიზის მსაჯულთა სასამართლომ ნოტრ-დამის ტაძარში 2016 წლის ტერაქტის მცდელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. The guardian-ის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდასხმის მცდელობის უშუალო მონაწილე სამ ქალს კი 20, 25 და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ლევან ქელეხსაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 10:21

სპორტი

ლევან ქელეხსაშვილმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებზე საქართველომ დებიუტშივე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს, ხოლო დავით მარსაგიშვილმა- ვერცხლის მედალი მოიგო.

ნარკოტიკი დაკავება

15 ოქტომბერი 2019, 10:17

ძალოვნები

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.