imedi /  02 ოქტომბერი 2019, 22:29 / სანდო წყარო

Microsoft-მა ორეკრანიანი დასაკეცი პლანშეტი წარადგინა

კორპორაცია Microsoft-მა ნიუ-იორკში პრეზენტაციაზე ორეკრანიანი პლანშეტი Surface Neo წარადგინა. თითოეული ეკრანის ზომა 9 დუიმია, და დაკეცილ მდგომარეობაში დიდი ლითონის წიგნაკ Moleskine-ს ჰგავს, - წერს The Verge.

Neo მუშაობს Windows 10X-ზე, მომავლის მოწყობილობებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ საოპერაციო  სისტემაზე - მაგალითად, დასაკეცი ეკრანით აღჭურვილ მოწყობილობებზე. პლანშეტის გამოყენების სცენარს თავად მომხმარებელი განსაზღვრავს: ის შეძლებს ან ერთი აპლიკაციის გახსნას ორივე ეკრანზე, ან ორი ცალკეული აპლიკაციის - თითეულ ნახევარზე. მოწყობილობისთვის სპეციალურად შექმნეს კლავიატურა, რომელიც ერთ-ერთი ეკრანის ნახევრის ზომაა. მის ასამუშავებლად საკმარისია მისი ეკრანზე დადება.     

Microsoft-ი პირობას დებს, რომ გაყიდვებს ერთ წელიწადში, 2020 წლის შობისთვის დაიწყებს. არც ფასი და არც ტექნიკური მახასიათებლები კომპანიას არ გაუსაჯაროვებია.

Surface Neo-სთან ერთად უსადენო ყურსასმენი Surface Earbuds-იც წარადგინეს, რომლის მთავარ უპირატესობად დასახელდა Microsoft Office-სთან თავსებადობა. მაგალითად, პრეზენტაციაზე სლაიდების გადაფურცვლა შესაძლებელი იქნება ყურსასმენთან შეხებით, ხოლო ჩაშენებული თარჯიმანი რეალური დროის რეჟიმში შეძლებს მოსმენას და თარგმნას ერთ-ერთ ენაზე 60-დან. უსადენო ქეისის ერთი დატენვა საკმარისია ყურსასმენის 24 საათიანი მუშაობისთვის. მისი ფასი 249 დოლარია.

Microsoft-მა დააანოსნა ასევე ნოუთბუქების Surface Laptop-ის ხაზი, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქცია აქვს - ისინი ერთ საათში 80%-ით იტენება. ორი ვერსია, 13,5- და 15-დუიმიანი ერთმანეთისგან პროცესორებით განსხვავდება. პირველს აქვს მეათე თაობის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel-ი, მეორეს კი - ახალი პროცესორი AMD Ryzen Surface Edition-ი. The Verge აღნიშნავს, რომ 15-დუიმიანი ვერსია კარგად უმკლავდება ფოტოს, 3D-მოდელების და ვიდეოს იოლ მონტაჟსაც კი, მაგრამ ეს მაინც არ არის თამაშებისთის განკუთვნილი ნოუთბუქი. 13,5-დუიმიანი ვერსია 999 დოლარი ღირს, 15-დუიმიანი - 1199 დოლარი.

კიდევ ერთი სიახლეა პლანშეტი Surface Pro X. ის ახალი პროცესორის Microsoft SQ1 ბაზაზე მუშაობს, რომელიც Qualcomm-თან ერთად შეიმუშავეს. ამის ხარჯზე მწარმოებლურობა სამჯერ მაღალია, ვიდრე Surface Pro 6-ში, - აღნიშნავენ კომპანიაში. ასევე Microsoft-ი აცხადებს, რომ პლანშეტის ჩარჩოს ზომა უფრო მცირეა, ვიდრე ამ კლასის ნებისმიერ სხვა მოწყობილობაში. Surface Pro X-ს აქვს შეცვლადი მყარი დისკი, სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და სრულყოფილი Windows-ი. მოწყობილობას ახლავს სტილუსი Surface Pen Slim-ი. მისი ფასი 999 დოლარია.

ყველა სიახლე

გერმანია სროლა

24 იანვარი 2020, 17:28

მსოფლიო

გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა. წინასწარი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნოდნენ.

Dior

24 იანვარი 2020, 17:20

ტაბლოიდი

Dior-მა ჩვენება საშვილოსნოს ფორმის პოდიუმზე გამართა

ინსტალაცია ამერიკელმა მხატვარმა და ფემინისტმა ჯუდი ჩიკაგო შექმნა. ის მორთული იყო იასამნისფერი ყვავილებით, კედლებში კი 3-მეტრიანი ბანერები განათავსეს, რომლებზე ეწერა: „რა იქნებოდა, ქალი რომ მსოფლიო იყოს", „ქალი რომ ღმერთი იყოს?“ და სხვ.

დოდო გუგეშაშვილი

24 იანვარი 2020, 17:10

ძალოვნები

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნა

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

24 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური: საპატიმროში ომბუდსმენის ვიზიტის გასაიდუმლოების ვალდებულება არ გვაქვს

„მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკები

24 იანვარი 2020, 16:39

ეკონომიკა

სებ-ი: საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორი ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორს (აქტივების მიხედვით) 93,26% უჭირავს. 2019 წელს ბანკების წილი ამ ბაზარზე გაიზარდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენდენცია მიკროსაფინანსოების და ლომბარდების წილის შემცირების ხარჯზე კიდევ გაიზრდება.

უხანი

24 იანვარი 2020, 16:25

მსოფლიო

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საავადმყოფოს აშენებენ

უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. 1000 პაციენტისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 10 დღეში იგეგეგმება. 2003 წელს ატიპური პნევმონიის ეპიდემიის დროს პეკინში მსგავსი ტექნოლოგიით საავადამყოფო 1 კვირაში ააშენეს.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 16:16

საქართველო

ლომჯარია წულუკიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა. ეს ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“, - წერს ლომჯარია.

24 იანვარი 2020, 16:10

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკრებულოში შესვლას ცდილობენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკოსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. დაპირისპირების შემდეგ ინცინდენტზე ასევე ისაუბრა ირაკლი ზარქუამ.

რუსეთი ბულგარეთი

24 იანვარი 2020, 15:33

მსოფლიო

ბულგარეთის პროკურატურა ორ რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ბულგარეთში ორ რუს დიპლომატს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ეჭვმიტანილები არიან საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივანი და სოფიაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელი.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

24 იანვარი 2020, 15:21

საქართველო

ევროპის საბჭოს გენმდივანმა საქართველოს მიერ არჩეული პრიორიტეტები შეაქო

სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე გენერალურმა მდივანმა და ორგანიზაციის წვერებმა საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდობის საკითხის შერჩევას მაღალი შეფასება მისცეს. საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იყო - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“.

24 იანვარი 2020, 15:16

ვიდეო

დაპირისპირება საკრებულოში

გიორგი ჯანაშია

24 იანვარი 2020, 15:05

ძალოვნები

პროკურორი: ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გორგი ჯანაშიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება. შეთანხმების შინაარსი მედიისთვის კვლავ უცნობია. პროკურორი დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ საპროცესოს მიზეზი მსჯავრდებულის მიერ დავით სარალიძის მკვლელობის აღიარებაა.

ლევან ხაბეიშვილი

24 იანვარი 2020, 14:40

საქართველო

თბილისის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა და ლევან ხაბეიშვილმა იჩხუბეს. სარევიზიო კომისიის სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, საკრებულოს წევრების მიმართ ხაბეიშვილი სატელევიზიო ეთერში შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

რუსთავი 2 სასამართლო

24 იანვარი 2020, 14:35

ძალოვნები

„რუსთავი 2-ისთვის“ ზარალის მიყენების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომის დაწყებამდე „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიების ფარგლებში მასსა და მის მეუღლეზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ფრონტერა

24 იანვარი 2020, 14:35

საქართველო

„ფრონტერას“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია-ს“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამ მიზეზით 100-მდე ადამიანი დედოფლისწყაროში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ჭიშკართან ცოცხალი ჭაჭვი შეკრეს. ამბობენ, რომ ვიდრე დავალიანებები არ ჩაირიცხება, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

24 იანვარი 2020, 14:34

საქართველო

ლევან იზორიას დედა გავრცელებულ კადრებზე ამბობს, რომ მის მეორე შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ლევან და ვახტანგ იზორიების დედა. გულიკო კვირკველია წერს, რომ მის შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს შესაბამისს კურსს.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 14:20

საქართველო

ომბუდსმენი პენიტენციურ სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის კანონი დაარღვია, როდესაც პატიმრებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ამის გამო ომბუდსმენის აპარატი საჩივარს უშუალოდ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ შეიტანს.

იზ იელდინ ბაჰდერი

24 იანვარი 2020, 13:50

სპორტი

ეგვიპტეში 74 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირეს

ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციამ (EFA) მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 74 წლის იზ იელდინ ბაჰდერმა კონტრაქტი მესამე დივიზიონის კლუბ „6 ოქტომბერთან“ გააფორმა.

ბელა ჰადიდი

24 იანვარი 2020, 13:25

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდი პოდიუმზე ე.წ. შიშველი კაბით გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებაში პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Yahoo News-ი ავრცელებს. ​24 წლის ჰადიდის ფოტოები Instagram-ზე გავრცელდა.

24 იანვარი 2020, 13:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.