imedi /  20 ოქტომბერი 2019, 22:59 / სანდო წყარო

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს

მარსი

NASA-ს ყოფილი თანამშრომელი გილბერტ ლევინი დარწმუნებულია, რომ 1976 წელს მარსზე სიცოცხლე აღმოაჩინეს. ამ თემისადმი მიძღვნილ მის სტატიას ჟურნალი Scientific American აქვეყნებს

როგორც ლევინი წერს, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების ძებნა იყო.

ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ-ერთი მათგანი დროს ნიადაგის ნიმუში წყლის ხსნარში მოათავსეს, რომელშიც რადიოაქტიური ნახშირბადით მონიშნული მკვებავი ნივთიერებები იყო გახსნილი.

ნიადაგში მიკროორგანიზმების არსებობის შემთხვევაში ჰაერში CO2 უნდა გამოყოფილიყო. გაზის გამოყოფა ორივე აპარატმა დააფიქსირა, მაგრამ განმეორებით ექსპერიმენტებს ურთიერთგამომრიცხავი შედეგები მოჰყვა, ამიტომ NASA-ში ჩათვალეს, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ლევინი დარწმუნებულია, რომ თუ ექსპერპტების ძველი ექსპერიმენტის შედეგებს და მარსზე მიღებულ ახალ ინფორმაციას შეისწავლიან, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ „ვიკინგებმა“ მარსზე სიცოცხლე აღმოაჩინეს. 

ყველა სიახლე

laureus პრემია

18 თებერვალი 2020, 00:22

სპორტი

ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი, რომელმაც 2019 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს პრემია მიიღო. laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა. რომელიც 5-ჯერ როჯერ ფედერერმა, ოთხჯერ უსაინ ბოლტმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ორჯერ ტაიგერ ვუდსმა და მიხაელ შუმახერმა, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგმა და სებასტიან ფეტელმა მოიგო.

18 თებერვალი 2020, 00:02

ტაბლოიდი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დაქორწინდა. თავის რჩეულთან გადაღებული ფოტოები მან Twitter-ზე განათავსა. ადამ კინზინგერის მეუღლე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ასისტენტი, სოფია ჰოლმენია. „ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ეს საოცარი ქალი ჩემი მეუღლეა“, - ეს ტექსტი დაურთო კონგრესმენმა მიკრობლოგზე განთავსებულ ფოტოებს.

მეგან მარკლი

17 თებერვალი 2020, 23:39

მსოფლიო

მეგან მარკლის ნახევარძმა: უსახლკაროდ დავრჩი, ხიდის ქვეშ შეიძლება აღმოვჩენილიყავი, მეგანი კი სამეფო კვარცხლბეკზე ზის და ხედავს რა დღეშია მისი ოჯახი

მეგან მარკლის ნახევარძმის ტომ მარკლის განცხადებით, მეგანს თავისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწია, როდესაც ხედავდა თუ რა გასაჭირში იყო. სასექსის ჰერცოგინიას ნახევარძმა ტომ მარკლი, უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც სამუშაო დაკარგა.

ბაშარ ასადი

17 თებერვალი 2020, 23:16

მსოფლიო

ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება

სირია, მიუხედავად გარე წნეხისა, ალეპოსა და იდლიბის პროვინციების ტერორისტებისგან გათავისუფლებას განაგრძობს, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს.

17 თებერვალი 2020, 23:05

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ამინდის პროგნოზის კომპიუტერის შესაქმნელად £1,2 მილიარდს დახარჯავენ

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. ახალი კომპიუტერით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს

17 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

თელავის სკოლის პედაგოგი მოსწავლესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირსპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

უილიამ ბარი

17 თებერვალი 2020, 22:48

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს. იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 22:37

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ნიგერი

17 თებერვალი 2020, 22:30

მსოფლიო

ნიგერში დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ქალაქ დიფაში, დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა. დაღუპულებს შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან.

დიეგო კოლასი

17 თებერვალი 2020, 22:13

საქართველო

საფრანგეთის ელჩი: ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, რომ საქართველოში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარდეს

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოში არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოლასის განცხადებით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება.

პარიზი

17 თებერვალი 2020, 21:47

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს

საფრანგეთის პარლამენტში საპენსიო სისტემაში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაძაბულია; აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 21:32

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ამირჩევენ გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი

უპირველეს ყოვლისა თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი , - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირი

17 თებერვალი 2020, 21:26

საქართველო

ევროპარლამენტი: ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

დოკუმენტში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსია, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოვლისმომცველ რეფორმებს ატარებენ და ზომებს იღებენ, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმები, ევროკავშირში გაწევრიანების უფლება უნდა ჰქონდეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მეშვეობით.

17 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. კომიტეტზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა; პროცედურას ოპოზიცია არ ესწრებოდა. კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა 6 საათს მიმდინარეობდა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 მლნ-მდე მოიპარა ბიუჯეტიდან, აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში?

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ირაკლი შოთაძე: გიგი უგულავას მეორედ მსჯავრდება არ მომხდარა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დამდგარ განაჩენზე განმარტება გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:34

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა. ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების საკითხ შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:08

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია

17 თებერვალი 2020, 19:51

საქართველო

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.