imedi /  01 ნოემბერი 2019, 14:55 / სანდო წყარო

მსოფლიოს 107 ქვეყანაში სტრიმინგ სერვისი Apple TV+ ამოქმედდა

Apple TV+

მსოფლიოს 107 ქვეყანაში სტრიმინგ სერვისი Apple TV+ ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ Apple-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

The Financial Times-ის ცნობით, სტრიმინგ სერვისის შექმნა Apple-ს 6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ჯერჯერობით პლატფორმაზე 9 ტელეშოუ, მათ შორის ჯეისონ მომოას მონაწილეობით სერიალი See და „დილის შოუ“ რის უიზერსპუნის, ჯენიფერ ენისტონის და სტივ კარელის მონაწილეობით.

ისინი, ვინც 10 სექტემბრის შემდეგ Apple-ის ახალი მოწყობილობა შეიძინა, ერთი წლის განმავლობაში Apple TV+ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. 

Apple TV+ ხელმისაწვდომია Apple-ის მოწყობილობებზე, Smart-ტელევიზორებზე, Samsung-ის გარკვეულ სმარტფონებზე აპლიკაცია Apple TV-ზე და ვებგვერდზე tv.apple.com Safari-ს, Firefox-ისა და Chrome-ის ბრაუზერებში.

ამ ეტაპზე საქართველოში სერვისი Apple TV+ ხელმისაწვდომი არ არის. აშშ-ში 7-დღიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სერვისით სარგებლობა 4,99 დოლარი ღირს.

ყველა სიახლე

დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ცაგერი

21 ნოემბერი 2019, 08:42

ძალოვნები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ წიფერჩთან ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე ეკალ-ბარდებზეა მოდებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყის მასივზე ხანძრისგადასვლის საშიშროება არ არსებობს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 08:29

ეკონომიკა

დღეიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გულისხმობს ჯარიმას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

კლინიკები

21 ნოემბერი 2019, 08:17

საქართველო

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 08:03

საქართველო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულია და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან უნდა გამოუშვან.

18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

21 ნოემბერი 2019, 01:23

ძალოვნები

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. Imedinews-ის ინფორმაციით ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ელგუჯა ბაგრატიონს და ბექა ბასილაიას 12 დღიანი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ბერძენიშვილს 7 დღე. გურამ მჭედლიშვილს კი მოსამართლემ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრედლი კუპერი და ლედი გაგა

21 ნოემბერი 2019, 00:45

კულტურა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დასახელდა

Entertainment Weekly-მ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დაასახელა. ჟურნალში აღნიშნავენ, რომ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები არამარტო ასახავს ფილმის ხასიათს, არამედ დამოუკიდებელი კულტურული ფენომენი ხდება.

ლუკ ევანსი

21 ნოემბერი 2019, 00:34

კულტურა

„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა ჩაწერა

მსახიობმა და მომღერალმა, ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვალვმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა Show Me Heaven-ი ჩაწერა, რომელიც მარია მაკის პოპულარული სინგლის მთავარი ქავერია. კომპოზიცია მის სადებიუტო ალბომში AT LAST-ში შევა რომლის პრეზენტაციაც 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ადამიანის კბილისგან დამზადებული სამკაული

21 ნოემბერი 2019, 00:02

კულტურა

თურქეთში არქეოლოგებმა ადამიანების კბილებისაგან დამზადებული სამკაულები იპოვეს

საერთაშორისო არქეოლოგების ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ძველი დროის ადამიანებს კბილებისგან დამზადებული სამკაულები ჰქონდათ. Journal of Archaeological Science -ს ინფორმაცით, თურქეთის აღმოსავლეთით არის ნეოლითური დასახლების ნაშთები. ადრე ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა იპოვეს დეკორატიული ელემენტები და ადამიანის კბილები.

ჰეიკო მაასი

20 ნოემბერი 2019, 23:43

მსოფლიო

გერმანიამ ნატოს ალიანსის გასაძლიერებლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნა შესთავაზა

შესაბამისი ინიციატივა ჰეიკო მაასმა ბრიუსელში, ალიანსის მინისტერიალზე წარადგინა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კოლეგებმა მისი წინადადება დადებითად მიიღეს. „ჩვენ დავიწყეთ დისკუსიები, რომლებიც ნატოს შიგნით უნდა გაიმართოს“, - განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.

ჯორჯინა როდრიგესი
კრიშტიანუ რონალდუ

20 ნოემბერი 2019, 23:20

ტაბლოიდი

მედია: კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა

საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა. Tuttosport-ის ცნობით, მისი რჩეული ჯორჯინა როდრიგესია. გამოცემის წყაროს ცნობით, ქორწინების ცერემონია მაროკოში გაიმართა. რონალდუმ და როდრიგესმა ფარულად დაქორწინება გადაწყვიტეს, რადგან ქალს კრიშტიანუს დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ბენი განცი

20 ნოემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

ბენი განცმა ისრაელის მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

განცმა წარუმატებლობა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააბრალა და განაცხადა, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი გაერთიანებაზე უარს აცხადებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში წელს მესამე არჩევნები ჩატარდეს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

ელისაბედ მეორე პრინცი ენდრიუ

20 ნოემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამის მიზეზი მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. ჰერცოგის თქმით, მან ელისაბედ მეორეს საჯარო მოვალეობებისგან გათავისუფლების ნებართვა სთხოვა, რაზეც დედისგან თანხმობა მიიღო. ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ამტკიცებს, რომ მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა.

გრემის დაჯილდოება

20 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები დასახელდა

აშშ-ში ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები ცნობილია. ყველაზე მეტ, 8 ნომინაციაზე ამერიკელი მომღერალი ლიზოა წარდგენილი. რეპერ Lil Nas X და ბილი ალიშს ექვს-ექვსი ნომინაცია ერგოთ. არიანა გრანდე კი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი.

20 ნოემბერი 2019, 22:07

ეკონომიკა

ევროკავშირის 8 ქვეყანამ შესაძლოა ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს

ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს 8 ქვეყანამ ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს. საქმე ეხება ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, სლოვენიას, სლოვაკეთს და ფინეთს. ევროკომისიამ ეს დასკვნა ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტის პროექტების განხილვის შემდეგ გააკეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 22:01

საქართველო

რადიო თავისუფლება: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ფიდაროვი ჩრდილოეთ ოსეთში მუშაობს და ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით გაფრინდაშვილის ოჯახმა დაიქირავა. „შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს“, - ამბობს ფიდაროვი.

20 ნოემბერი 2019, 21:50

თემა

ლიდერობა ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი უნარი?

ლიდერობის თეორიამ ბევრი მეტამორფოზა განიცადა. საწყის ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ეს ხასიათისთვისებაა, რომლითაც ადამიანი ან იბადება, ან - არა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ტენდენცია შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის არა თანდაყოლილი უნარი, არამედ - ქცევის სტილი. უფრო მოგვიანებით (1960-დან 1980-იან წლებამდე), პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ლიდერობა სიტუაციასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. ამ დროს არაერთი თეორიაც შემუშავდა. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერზე. გავრცელებული მოსაზრებით, მას შეუძლია აღიარების, პატივისცემისა და ნდობის მოპოვება. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც. რა თვისებებიუნდა ჰქონდესლიდერს? როდიდან და როგორ უნდა განუვითაროთ თქვენს შვილს ლიდერული თვისებები?

ხტომა

20 ნოემბერი 2019, 21:48

სპორტი

ჩინელმა სპორტსმენმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ჩინელმა სპორტსმენმა ცენ სიაოლინმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. მან 228 ნახტომი 30 წამში შეასრულა. 2015 წელს მან კიდევ ერთი რეკორდი 2015 წელს დაამყარა და 30 წამში 108 ნახტომი შეასრულა.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 21:46

სპორტი

მიუნხენის „ბავარიას“ მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის

არგენტინელი სპეციალისტი ნიკო კოვაჩს ჩაანაცვლებს, რომელიც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ პოსტიდან დაითხოვა. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი შეასრულებს. პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს.

ჰონგ-კონგი დემონსტრაცია

20 ნოემბერი 2019, 21:30

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტდენტებმა ალყაშემორტყმული უნივერსიტეტიდან გაქცევა კანალიზაციის მილებით სცადეს

აქციის ასობით მონაწილემ უნივერსიტეტი უკვე დატოვა, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ შენობაში რჩება. სამართალდამცველები უნივერსიტეტიდან გამოსულ ყველა დემონსტრანტს აკავებენ, ამიტომ ექვსა ადამიანმა გაქცევა მილებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ ისინი დააკავა.