გლობალური ქსელის შემქმნელმა ინტერნეტის გადარჩენის 9 პრინციპი გამოაქვეყნა
ტიმ ბერნერს-ლი
ფოტო: Shutterstock.com
გლობალური ქსელის (World Wide Web) შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი ამტკიცებს, რომ ინტერნეტი საფრთხეშია. მან წარადგინა „კონტრაქტი ვებისთვის“. ეს არის 9 პრინციპი, რომელთა დაცვასაც ის მთავრობებს, კომპანიებს და რიგით ადამიანებს სთავაზობს იმისთვის, რომ ინტერნეტი ღია და უსაფრთხო იყოს და კაცობრიობამ „ციფრულ ანტიუტოპიას“ თავი აარიდოს. „კონტრაქტის“ შემუშავება ინიცირებულია ბერნერს-ლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის World Wide Web Foundation-ის მიერ. მის შექმნასა და პრინციპების დასაბუთებაში 80 ექსპერტი მონაწილეობდა, მათ შორის საფრანგეთის და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე Google-ის და Microsoft-ის თანამშრომლები.
„კონტრაქტის“ ნორმებია:
მთავრობებისთვის
1. უზრუნველყავით ყველას წვდომა ინტერნეტზე, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ის და სად ცხოვრობს, ქსელში შესვლა შეძლოს.
2. ყოველთვის შეუნარჩუნეთ ადამიანებს წვდომა მთელ ინტერნეტზე. რომ ვერავის წაართვან ინტერნეტზე სრული წვდომის უფლება.
3. პატივი ეცით ადამიანის ფუძემდებლურ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვაზე. რომ ყველამ შეძლოს ინტერნეტის გამოყენება, უსაფრთხოდ და შიშის გარეშე.
კომპანიებისთვის:
4. გახადეთ ინტერნეტი იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. რომ ვერავინ აღმოჩნდეს ინტერნეტით სარგებლობისა და ფორმირებისაგან მოწყვეტილი.
5. პატივი ეცით და დაიცავით ადამიანების კონფიდენციალურობა და პირადი მონაცემები იმისთვის, რომ ინტერნეტში ნდობის ატმოსფერო შეიქმნას; რომ ადამიანებმა აკონტროლონ თავიანთი ცხოვრება ინტერნეტში, მკაფიო და ცნობიერი არჩევანი გააკეთონ საკუთარ მონაცემებთან და კონფიდენციალურობასთან მიმართებით.
6. შექმენით ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანებში საუკეთესოს უწყობენ ხელს და ყველაზე ცუდს ებრძვიან. რომ ინტერნეტი იყოს საზოგადოებრივი სიკეთე, სადაც პირველ ადგილზე ადამიანები იქნებიან.
რიგითი მომხმარებლებისთვის:
7. იყავით ქსელის თანაავტორები და შემოქმედნი. რომ ინტერნეტში იყოს მრავალფეროვანი კონტენტი ყველასათვის.
8. შექმენით ძლიერი თანამეგობრობები, რომლბიც პატივს ცემენ ცივილიზებულ დიალოგს და ადამიანურ ღირსებას. რომ თითოეულმა ინტერნეტში თავი უსაფრთხოდ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში იგრძნოს.
9. იბრძოლეთ გლობალური ქსელისათვის. რომ ინტერნეტი დარჩეს ღია და გლობალურ საზოგადოებრივ რესურსად მთელი მსოფლიოს ადამიანებისათვის დღესაც და მომავალშიც.
ის, თუ როგორ დაეხმარება მისი პროექტი ინტერნეტს, ბერნერს-ლიმ The New York Times-ში დაწერა.
„ჩემი მშობლები მათემატიკოსები იყვნენ. დედაჩემი მონაწილეობდა მენჩესტერული მარკ 1-ის (ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი ოპერატიულ მეხსიერებაში შენახული პროგრამით) შექმნაში. მშობლები მასწავლიდნენ, რომ კომპიუტერული პროგრამის შექმნისას შენ მხოლოდ საკუთარი წარმოსახვით ხარ შეზღუდული. ექსპერიმენტებისგან მონიჭებული ეს სიხარული დამეხმარა მე გლობალური ქსელის შექმნაში.
იმედი მქონდა, რომ ქსელის შექმნიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მას დიდწილად კაცობრიობის სამსახურისთვის გამოვიყენებდით. ისეთი პროექტები, როგორებიცაა Wikipedia, OpenStreetMap და ღია საწყისი კოდის მქონე პროგრამები - ის სასარგებლო ინსტრუმენტებია, რომელთა გამოჩენასაც ვიმედოვნებდი ქსელში.
იმავდროულად, რეალობა ბევრად რთულია. ქსელში ცდილობენ თავს მოგვახვიონ მცდარი აზრები, სიძულვილი და დეზინფორმაცია, რაც ადამიანთა ერთობებს ანგრევს. ინტერნეტს პირადი მონაცემების მოპარვისთვის, შეშინებისა და მუქარისთვის იყენებენ, ხოლო ცუდი ადამიანები ცბიერი ციფრული ტაქტიკის დახმარებით ძირს უთხრიან დემოკრატიას. ტარგეტირებული პოლიტიკური რეკლამის გამოყენება 2020 წლის ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და სხვა ქვეყნებში არჩევნების პერიოდში, შეარყევს ამომრჩევლების ინფორმირებულობას და ხელს შეუშლის მათ არჩევანის გაკეთებაში.
ჩვენ უკან დაბრუნების რესურსი აღარ გაგვაჩნია. ის თუ რა რეაქცია გვექნება ჩვენ ასეთ ბოროტმოქმედებებზე განსაზღვრავს: გაამართლებს ქსელი თავის პოტენციალს როგორც სიკეთის მომტანი გლობალური ძალა, თუ მივალთ ციფრულ ანტიუტოპიამდე.
ქსელს იმ ადამიანების რადიკალური ჩარევა სჭირდება, რომლებსაც მის მომავალზე რეალური გავლენა აქვთ. ესენია მთავრობები, რომლებსაც შეუძლიათ რეგულირება და კანონების გამოცემა; კომპანიები, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს; სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლებებს აკონტროლებენ; და თითოეული მომხმარებელი, რომელიც სხვებთან კონტაქტობს ინტერნეტში.
ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან, რითაც დასრულდა ქსელის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის წინა მცდელობები. მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ პლატფორმების დადანაშაულება უმოქმედობაში, ხოლო კამპანიები კონსტრუქციულად უნდა მიუდგნენ მომავალი კანონების და წესების შექმნას და არამხოლოდ უბრალოდ ებრძოლონ მათ.
მე გთავაზობთ ჩიხის დაძლევის ახალ მიდგომას - „კონტრაქტს ვებისათვის“.
ეს მოქმდებების გლობალური გეგმაა, რომელიც გასული წლის განმავლობაში შექმნეს აქტივისტებმა, მეცნიერებმა, კომპანიებმა, მთავრობებმა და რიგითმა ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენი ონლაინ-სამყარო იყოს უსაფრთხო, მომხმარებლების შესაძლებლობები გაფართოვდეს და მართლაც ღია იყოს ყველასთვის.
„კონტრაქტში“ აღწერილია ინტერნეტის მიზანმიმართულად ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის ზომები. მაგალითად, დოკუმენტი მოუწოდებს მთავრობებს გამოაქვეყნონ მონაცემთა საჯარო რეესტრები, რათა მოქალაქეებს ესმოდეთ, თუ როგორ იყენებენ მათ პერსონალურ ინფორმაციას. თუ მთავრობები უზიარებენ ჩვენს მონაცემებს კერძო კომპანიებს ან ყიდულობენ ამ მონაცემებს მათგან, ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ ამის შესახებ და მივიღოთ ზომები.
„კონტრაქტში“ ჩამოთვლილია მეთოდები იმ სტიმულების მოსაშორებლად, რომლებიც ახალისებენ კლიკბეითს ან დეზინფორმაციას. ტარგეტირებული პოლიტიკური რეკლამა პარტიებს საზოგადოებრივი დისკუსიის ჩაშლის შესაძლებლობას აძლევს. აუცილებელია, რომ პლატფორმებმა გახსნან თავიანთი „შავი ყუთები“ და გვაჩვენონ, როგორ ამცირებენ ან სპობენ რისკებს, რომლებსაც მათი პროდუქტები წარმოადგენენ საზოგადოებისათვის. ჩემი აზრით, მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა აკრძალონ ტარგეტირებული პოლიტიკური რეკლამა, რომ საზოგადოებრივი დისკუსიის მიმართ ნდობა აღდგეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის, რომ „კონტრაქტი“ მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს პლატფორმების შემუშავებისას (მათ შორის არაგანზრახ) ნეგატიური შედეგების თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, ქალები, რომლებიც იყენებენ სირბილის აპლიკაციებს, რატომ უნდა ნერვიულობდნენ იმაზე, რომ მათი მარშრუტები სხვა მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია? შესაძლოა, იმიტომ, რომ აპლიკაციის შემქნელებს არ უფიქრიათ ქალებისთვის უსაფრთხოების აუცილებლობაზე. ჩვენ გვჭირდება არსებითად უფრო მრავალფეროვანი პერსონალი ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომ მათი პროდუქცია მოსახლეობის ყველა მოთხოვნებს პასუხობდეს. და კომპანიებმა უნდა გამოსცენ ანგარიშები, რომლებიც დამაჯერებლად დაგვანახებს მრავალფეროვნების მიზნების მიღწევაში პროგრესს.
იმისთვის, რომ ონლაინ-სამყარო საცხოვრებლად ღირსეული ადგილი გახდეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ „კონტრაქტი ვებისთვის“ ჩვენთვის სასურველი გლობალური ქსელისთვის საბრძოლველად.
მთავრობებმა უნდა დაიცვან საკუთარი მოქალაქეების უფლებები ინტერნეტში ეფექტიანი რეგულირებისა და კანონის გამოყენების გზით. კომპანიებმა შედეგები კვარტალზე შორს უნდა გათვალონ და ესმოდეთ, რომ გრძელვადიანი წარმატება ნიშნავს საზოგადოებისათვის სასარგებლო და ადამიანებისათვის სანდო პროდუქტების შექმნას.
უკვე ჩამოყალიბდა „კონტრაქტის“ მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია. ისეთი ქვეყნების მთავრობები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და განა მის პრინციპებს შეუერთდნენ. ტექნოლოგიური გიგანტები Google-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Reddit-ი სხვა კომპანიებთან, მაგალითად, საძიებო სისტემა DuckDuckGo-თან ერთად, მზად არიან მოქმედებისათვის. ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია, მათ შორის ელექტრონული საზღვრების ფონდი, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და AccessNow, კონტრაქტს შეუერთდნენ. ეს კერძო პირებმაც გააკეთეს, მაგალითად, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დეპუტატმა რო კჰანამ.
„კონტრაქტთან“ მიერთებით, მთავრობები და კომპანიები ვალდებულნი ხდებიან რამდენიმე პუნქტის თანახმად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. ზოგიერთ ცვლილებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს: ჩვენ არ ველით ტრანსფორმაციას ერთ ღამეში. მაგრამ თვალს მივადევნებთ მათ ძალისხმევას, და თუ ისინი პროგრესს ვერ მიაღწევენ, „კონტრაქტიდან“ გაირიცხებიან.
„კონტრატქს“ უკვე იყენებენ, როგორც პრაქტიკულ სახელმძღვანელოს მთავრობის თანამდებობის პირებისა და კომპანიებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას ცვლილებების დაცვაში, პროგრესის გაზომვასა და მთავრობების და კომპანიების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფონდი World Wide Web Foundation-ი თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ადამიანების მობილიზებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გააცანით კონტრაქტში მოცემული საკითხები თქვენს პოლიტიკურ წარმომადგენლებს და კანდიდატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ხელისუფლებების პრიორიტეტების და ქმედებების შეცვლის საუკეთესო გზა - მათთან ლაპარაკია.
შემოუერთდით ჩვენს ფონდს, ჩვენს პარტნიორებს და ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რათა ვიბრძოლოთ ინტერნეტისთვის“, - წერს The New York Times-ში ტიმ ბერნერს-ლი.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 21:39
სამართალი
ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.
13 სექტემბერი 2026, 21:32
პოლიტიკა
გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა
ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 21:22
პოლიტიკა
AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას
ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.
13 სექტემბერი 2026, 21:17
სამართალი
ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.
13 სექტემბერი 2026, 21:11
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება
როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 20:59
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.
13 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება
ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.
13 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.
13 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის
ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.
13 სექტემბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის? - ამ კითხვას პასუხი ახლა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს, რადგან ახლახან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დააკავა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
13 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს
პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.
13 სექტემბერი 2026, 20:17
პოლიტიკა
ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას
13 სექტემბერი 2026, 19:50
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის
პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 სექტემბერი 2026, 18:56
პოლიტიკა
შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“ „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
13 სექტემბერი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს
„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.
13 სექტემბერი 2026, 17:40
მსოფლიო
მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ
„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.
13 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი დანაშაული აღკვეთეს.
13 სექტემბერი 2026, 17:29
მსოფლიო
The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.
13 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს
„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.
13 სექტემბერი 2026, 17:09
მსოფლიო
ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს
ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.


