imedi /  10 დეკემბერი 2019, 22:45 / სანდო წყარო

მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ მცენარეები ტკივილს გრძნობენ

მცენარეები

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ზოგიერთი მცენარე ტკივილს განიცდის. კერძოდ კი, ისინი წარმოქმნიან მაღალი სიხშირის ხმას, რომელიც მათ გარემოდან მიღებული სტრესის შედეგად აქვთ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

მკვლევარებმა შეამოწმეს პომიდორი და თამბაქოს მცენარეები. მათ აღარ უსხამდნენ წყალს და დაუზიანეს ღეროები, რეაქციას კი 10 სანტიმეტრის დისტანციაზე დამონტაჟებული მიკროფონით აკვირდებოდნენ. 

ორივე შემთხვევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებმა ულტრაბგერითი ხმის გამოცემა დაიწყეს 20-დან 100 კილოჰერცამდე დიაპაზონში. ეს ხმები, სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ მიუთითებს მცენარეებს მიერ განცდილ ტკივილზე. 

ყველა სიახლე

კაპიტანი მარველი

24 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

„კაპიტან მარველის“ სიქველი 2022 წელს გამოვა

უკვე ცნობილია, რომ სცენარს მეგან მაკდონელი დაწერს, რომელიც ახლა Marvel-ის კინოსამყაროში შემავალ სერიალზე „ვანდა-ვიჟენი“ მუშაობს. სავარაუდოდ პროექტს მსახიობი ბრი ლარსონი დაბრუნდება, რომელმაც პირველ ნაწილში მთავარი როლი შეასრულა.

მოხუცები რომანტიკა

24 იანვარი 2020, 00:31

ტაბლოიდი

ერთ დღეს გარდაიცვალა ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 65 წელს იცხოვრა

86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ. მათ ერთად 65 წელი გაატარეს. ჯეკმს და ჰარიეტმს პირველი პაემნი1955 წლის ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ არ დაშორებულან.

ჯანმო

24 იანვარი 2020, 00:07

მსოფლიო

WHO: კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ჰიპერტონია, დიაბეტის ან გულის და სისხლძარღვების დაავადებაც აღენიშნებოდა, რომლებმაც მათი იმუნიტეტი დაასუსტეს.

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და მისი ხმის ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.

პოლიციის მანქანა

23 იანვარი 2020, 22:35

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს ეძებენ

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე ცხენისწყლის არხში გადავარდა. სავარაუდოდ, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ავტომობილში 60 წლამდე კაცი და ორი ახალგაზრდა იმყოფებოდნენ. მდინარემ ერთი გარდაცვლილის ცხედარი უკვე გამორიყა.

ანხელ გურია და გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 22:01

საქართველო

პრემიერი დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

„საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. ქვეყანა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

განკითხვის დღის საათი

23 იანვარი 2020, 21:41

ტაბლოიდი

„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს

სიმბოლური საათი კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა. განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2020, 21:09

საქართველო

ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა

ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ლომჯარია თავის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მივიდა. ლომჯარიამ გურამ დონაძესთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა დონაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჰოლოკოსტის ფორუმი

23 იანვარი 2020, 20:51

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში ანტისემიტიზმი დაგმეს

მსოფლიო ლიდერებმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავისადმი არის მიძღვნილი, ანტისემიტიზმი დაგმეს. ღონისძიებაში 40-მდე ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 20:28

საქართველო

გიორგი გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი და მაიკ პენსი

23 იანვარი 2020, 20:10

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მაიკ პენსს გაესაუბრა

პრეზიდენტის თქმით, პენსმა თბილისისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ზურაბიშვილმა კი მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „მაიკ პენსი : საქართველო გვიყვარს, მის გვერდით ვართ და ვიქნებით მუდამ. ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს პრეზიდენტი.

ელისაბედ მეორე

23 იანვარი 2020, 19:42

მსოფლიო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ თემთა პალატის სპიკერის მოადგილე ნაიჯელ ევანსმა შეატყობინა. ახლა დოკუმენტის რატიფიცირებაზე ევროპარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:25

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში წერია, რომ ანაკლიის კონსორციუმის უკან აშშ იდგა, რაც არასწორია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილში არსებულ ფაქტობრივ შეცდომებზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ამის რამდენიმე მაგალითი დაასახელა. მისი თქმით, წერილში ერთ-ერთი ნაწილი ეხება ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელიც როგორც წერილში წერია, ასოცირებულია პროპორციული არჩევნების შესახებ კენჭისყრის ჩავარდნასთან.

ირაკლი კობახიძე

23 იანვარი 2020, 19:08

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენების წერილში კონკრეტული უზუსტობებია, რასაც რეაგირება მოჰყვება. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ რეაგირება სხვადასხვა ფორმით იქნება და მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვლადიმერ პუტინი

23 იანვარი 2020, 19:05

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია“, - განაცხადა პუტინმა.

გრეტა ტუნბერგი

23 იანვარი 2020, 18:45

მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.