imedi /  17 დეკემბერი 2019, 19:01 / სანდო წყარო

Microsoft-ი მომხმარებლებს თავის ახალ ბრაუზერზე გადასვლას აიძულებს

Microsoft Edge

Microsoft Edge

კომპანია Microsoft-მა ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია გამოუშვა. გამოცემა Windows Latest-ის ცნობით, პროგრამა მომხმარებელთა კომპიუტერებში იძულებით იქნება ჩაწერილი.

Chromium-ის ბაზაზე შექმნილი ბრაუზერი 2020 წლის 15 იანვარს, Windows 10-ის განახლებასთან ერთად გამოვა. შემქმნელების განცხადებით, განახლება ავტომატურად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს, ფაქტობრივად, ახალ ბრაუზერზე გადასვლას აიძულებენ.

Microsoft-ში აცხადებენ, რომ ბრაუზერის იძულებით ცვლილებას მხოლოდ ორგანიზაციების სისტემური ადმინისტრატორები და ბიზნესვერსიების მომხმარებლები შეძლებენ.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

28 იანვარი 2020, 23:41

საქართველო

მდინარაძე: ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელით სპეკულირება აწყობს

„ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს აწყობს ამ სახელითა და გვარით სპეკულირება. რთულია გარდაცვლილ ადამიანზე და მის ბრალეულობაზე საუბარი, მაგრამ ისინი მაინც მაინც კადრულობენ, იკადრებენ და მიჰყვებიან ამ პიარ-სქემას“, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

28 იანვარი 2020, 23:33

ძალოვნები

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი: კითხვაზე თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი პასუხი გაცემულია

ირაკლი ჩიმაკაძის თქმით, აჰმედ ჩატაევს საქართველოში შემოსვლაში რამდენიმე ჯგუფი ეხმარებოდა - როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. მისი განცხადებით, ჩატაევი თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით თითქმის ოთხი დღის განმავლობაში მიდიოდა და მან საქართველოს ტერტორიაზე შემოსასვლელად მწვანე ზოლი გამოიყენა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი 2020, 23:21

ძალოვნები

პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომელზეც მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ხელმოწერებია გაკეთებული. პროკურორის თქმით, მთლიან ოქმში მაჩალიკაშვილის რამდენიმე ხელმოწერაა.

მაჰმუდ აბასი

28 იანვარი 2020, 23:11

მსოფლიო

პალესტინა და „ჰამასი“ ტრამპის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საუკუნის შეთანხმებას“ მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სტივენ კინგი

28 იანვარი 2020, 22:40

კულტურა

სტივენ კინგმა „ოსკარის“ ორგანიზატორები რასიზმში დაადანაშაულა

ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორები თეთრკანიანი კანდიდატებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს. კინგის თქმით, წარსულში რასობრივი კუთხით „ოსკარზე“ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო შექმნილი.

პიოტრ ტოლსტოი

28 იანვარი 2020, 22:16

მსოფლიო

რუსი დეპუტატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ტოლსტოის კანდიდატურის განხილვა ორ ტურად გაიმართა, ვინაიდან პირველ ტურში მის დანიშვნას 101 მომხრე და 71 წინააღმდეგი ჰყავდა, რაც ვიცეპრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი არაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა

28 იანვარი 2020, 22:00

ძალოვნები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ერთი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დონალდ ტრამპი

28 იანვარი 2020, 21:39

მსოფლიო

ტრამპის იდეაა შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმედღიანი ანონსის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების გეგმა წარადგინა. ტრამპის ინიციატივაა, რომ შეიქმნას პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.

ნიკოლას პარსონსი

28 იანვარი 2020, 21:30

კულტურა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი რადიოწამყვანი ნიკოლას პარსონსი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარსონსის აგენტის ჟან დაიმონდის განცხადებით, რადიოწამყვანის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. 1967 წლიდან პარსონსს BBC Radio 4-ზე გადაცემა Just A Minute მიჰყავდა.

28 იანვარი 2020, 21:15

თემა

ახალი კორონავირუსისგან სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. პანიკის დროა?

2019 წლის დეკემბრიდან ჩინეთის ქალაქი უხანი ახალი ვირუსის კერად იქცა. მას შემდეგ დაახლოებით 2800 ადამიანიდაავადდა. 27 იანვრის მონაცემებით კი, 81 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ექიმია.ეპიდემიის მიზეზი გახდა ერთ-ერთი კორონავირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ დაფიქსირებულა. ის თავიდან ჩინეთში აღმოაჩინეს, შემდეგ ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც.

ტოკოშორიუ

28 იანვარი 2020, 21:12

სპორტი

ჰაცუ ბაშოს მოულოდნელმა გამარჯვებულმა ემოციები ვერ დამალა და ატირდა

ტოკოშორიუ ჰაცუ ბაშოზე ყველაზე დაბალი რანგით, მე-17 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა და ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა. შედეგად, 14:1 ბალანსით ჰაცუ ბაშოს გამარჯვებული გახდა. მისი გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ტოკოშორიუ პირველი დაბალი წოდების სუმოისტია, რომელსაც 2000 წლის შემდეგ სუპერდივიზიონში გაუმარჯვია.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 20:45

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭომ დღეს გენერალური პროკურორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა. რაულ გამისონიამ და მერაბ გამყრელიძემ სამუშაო გამოცდილებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ორივე კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელმაც, მათივე თქმით, პროკურატურის სანდოობა უნდა გაზარდოს.

კერი ლამი კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 20:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგი ჩინეთთან ვირუსის გამო სახმელეთო მიმოსვლას ზღუდავს, საჰაეროს კი ამცირებს

ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო მიმოსვლა შეიზღუდება. კერი ლამმა დღეს ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო მიმოსვლის შეზღუდვის პარალელურად, ორჯერ შემცირდება საჰაერო ფრენები ჩინეთის მიმართულებით. კერი ლამს მედიასთან სიტყვით გამოსვლის დროს პირბადე ეკეთა.

ევროვიზია

28 იანვარი 2020, 20:12

კულტურა

ევროვიზიაზე საქართველო მეორე ნახევარფინალში გამოვა

კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კონკრუსის წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა [ნიდერლანდები], ასევე გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია. ნახევარფინალები 12 და 14 მაისს გაიმართება, ფინალი კი 16 მაისს.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 19:51

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: არავის ვპატიჟებ, რუსეთის წარმომადგენელს ვუპასუხე

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლისთვის გაცემული პასუხი განმარტა. ზურაბიშვილის თქმით, მას საქართველოში არ მოუპატიჟებია რუსეთის წარმომადგენლები, არამედ მხოლოდ რუსი პოლიტიკოსის კითხვას უპასუხა.

ბელარუსი მილიცია

28 იანვარი 2020, 19:49

მსოფლიო

მედია: ბელარუსში შაქრის ქარხნების დირექტორები გაუჩინარდნენ

მედიის ცნობით, გოროდეის კომბინატის დირექტორი 24 იანვარს თვითმფრინავიდან, მიუნხენის რეისიდან ჩამოსვეს. 27 იანვარს „სლუცკის შაქრისა და რაფინადის ქარხნის“ დირექტორი „შვებულებაში გავიდა“, „სკიდელის შაქრის კომბინატის“ ხელმძღვანელი „მინსკში, შვებულებაში იმყოფება“, „ჟაბინკის შაქრის ქარხნის“ დირექტორი კი უბრალოდ სამსახურში აღარ გამოჩენილა.

ირინა შეიკი

28 იანვარი 2020, 19:45

ტაბლოიდი

ირინა შეიკმა მედიასთან ბრედლი კუპერთან დაშორებაზე ილაპარაკა

რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა მედიასთან ამერიკელ მსახიობ ბრედლი კუპერთან დაშორების მიზეზებზე ილაპარაკა. რუსული მედიის ცნობით, შეიკმა განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი ორმა მშვენიერმა ადამიანმა კარგი წყვილი შექმნას. „ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რადგან გადავიტანეთ ის, რაც იყო ჩვენს შორის,“ - განაცხადა შეიკმა.

Huawei 5G

28 იანვარი 2020, 19:22

ტექნოლოგიები

Huawei დიდ ბრიტანეთში 5G-ის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას

BBC-ის ცნობით, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს ლორდთა პალატა გაეცნო. მთავრობამ Huawei-ს უწოდა „მაღალი რისკის შემცველი პარტნიორი“, რომელსაც გარკვეული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა შეუძლია.

ბარბი

28 იანვარი 2020, 19:17

ტაბლოიდი

„ბარბის“ თოჯინების ახალი ხაზი შეიქმნა რომელთაც სხვადასხვა დაავადება აქვთ

კომპანიამ პოპულარული სათამაშოს ახალი ვერსიები შექმნა, რომლის მიზანიც ადამიანის მრავალფეროვანი გარეგნული მხარის წარმოჩენაა. გაყიდვაში გავიდა მაგალითად თოჯინა, რომელსაც თმა არ აქვს. კოლექციაში ასევე გამოჩნდა თოჯინა, რომელსაც კანის ლაქები აქვთ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ვიტილიგოს დაავადება აქვთ.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 19:02

საქართველო

პრეზიდენტის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო რუსეთის დელეგაციას მიიღებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.ამასთან დაკავშირებით შეკითხვა რუსეთის წარმომადგენელმა დაუსვა.