imedi /  12 იანვარი 2020, 14:15 / სანდო წყარო

სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის სიმპტომები განსხვავებული აქვთ

სხვადასხვა ენა

ინგლისურ და იტალიურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს დემენციის განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სან-ფრანცისკოს კალიფორნიული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კვლევაში 20 ინგლისურენოვანი და 18 იტალიურენოვანი პაციენტი მონაწილეობდა. ორივე ჯგუფს აღენიშნებოდა პირველადი პროგრესირებადი აფაზია - ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც მეტყველების აშლილობის სახით გამოიხატება.

მეცნიერების მტკიცებით, როდესაც კვლევაში მონაწილე ინგლისურენოვანი პაციენტები გარკვეული სიტყვების წარმოთქმისას პრობლემებს აწყდებოდნენ, მათთან, ვისი მშობლიურ ენაც იტალიური იყო, ასეთი პრობლემები არ ყოფილა, თუმცა იტალიურენოვანი პაციენტები უფრო მოკლე და მარტივ წინადადებებს აყალიბებდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათი კვლევა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ამ სფეროში დიაგნოსტიკის კუთხით არსებული კრიტერიუმები ინგლისურენოვან პაციენტებზე დაკვირვების საფუძველზეა ჩამოყალიბებული.

„ჩვენი აზრით, ეს განსხვავება უკავშირდება იმას, რომ ინგლისურ ენაში წინადადების უფრო რთული კონსტრუქციები გამოიყენება, რაც სიბერეში ადამიანების ნაწილს სირთულეებს უქმნის. იტალიური ენის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი​, ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი მარია ლუიზა ჰორნო-ტემპინი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2020, 16:36

COVID19

დონალდ ტრამპი: გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ

გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ამერიკის ლიდერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ხისტი გახდება. მისი თქმით, აშშ-ში ეპიდემიის პიკი ახლოვდება.

06 აპრილი 2020, 16:32

მსოფლიო

დასახელდა ევროპული ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს დუბლინი (3,613 ევრო თვეში), მესამე ადგილზე კი- პარიზია (3461 ევრო თვეში). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბერლინი და მადრიდი. მანამდე დასახელდა ევროპის ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. ამ რეიტინგიც პირველობას ლონდონი იკავებს.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 16:24

COVID19

მამუკა მაჩაიძე: სწრაფი ტესტების ძირითადი დანიშნულებაა, ვნახოთ რამდენია უსიმპტომო გამავრცელებელი

ტესტირების გაძლიერების ფონზე ამერიკამ სტრატეგია შეცვალა, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მასიურად ტესტავს ბევრ, რათა ნახოს, რა რიცხვებთან აქვს საქმე და რამდენად არის ვირუსი გავრცელებული, შესაბამისად, რამდენად არის იმუნიტეტი საზოგადოებაში.

ლეო ვარადკარი

06 აპრილი 2020, 16:24

COVID19

ირლანდიის პრემიერი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით სამედიცინო საქმიანობას უბრუნდება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით სამედიცინო საქმიანობას უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. ვარადკარი ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში (Health Service Executive, HSE) დასაქმდება და კვირაში ერთი დღე იმუშავებს.

დავით ზალკალიანი

06 აპრილი 2020, 16:14

COVID19

საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დამატებითი რეისები დაინიშნა

საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები ბარსელონის და ვარშავის მიმართულებით. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა ორი ახალი მიმართულების დანიშვნა: 24 აპრილი: თბილისი-ბარსელონა-თბილისი და 27 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 16:14

COVID19

ყაზახეთში კორონავირუსით ინფიცირებული 604 ადამიანიდან 120 ექიმია

„ბოლო მონაცემებით გვყავს 120 ინფიცირებული ექიმი, 67 მათგანს უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ პაციენტებთან. ერთი ინფიცირებული ექიმის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებს ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმი აიჟან ესმაგამბეტოვა.

ლევან ქარაზანაშვილი

06 აპრილი 2020, 16:14

COVID19

ლევან ქარაზანაშვილი: პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, რისკი საკმაოდ მაღალია

პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობა აქვთ, რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან შესაძლოა გართულება იმდენად მძიმე აღმოჩნდეს, რომ ავადობა ფატალური შედეგით დასრულდეს, - ამის შესახებ კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, თავისთავად გულსისხლძარღვთა დაავადებები გულისხმობს იმას, რომ არის პათოლოგიური ცვლილებები სისხლძარღვებში. შესაძლოა, გულის კუმშვადობა იყოს დაქვეითებული, რაც ისედაც იწვევს შეგუბებით პროცესებს ფილტვებში და აზიანებს ფილტვის ქსოვილს.

06 აპრილი 2020, 16:14

რეგიონი

ტყიბულში წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა იწყება

ამჯერად, კომპანია ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება–მშენებლობას იწყებს. ქალაქში არსებული წყლის გამწმნედი ნაგებობა გასული საუკუნის 70–იან წლებშია აშენებული. პროექტის ფრაგლებში სრულიად ახალი, თანამედორვე სტანდარტების შესანამისი წყლის გამწმენიდ ნაგებობა აშენდება.

სებასტიან კურცი

06 აპრილი 2020, 16:12

COVID19

14 აპრილიდან ავსტრიაში მაღაზიები მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ

ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადებით, ქვეყანაში მაღაზიები მუშაობას 14 აპრილიდან ეტაპობრივად განაახლებენ, ხოლო პირველი მაისიდან კი ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება.

დავით ზალკალიანი

06 აპრილი 2020, 16:10

COVID19

დავით ზალკალიანი: საელჩოების დახმარებით ამ დროისთვის 2 500-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს, 5000 კი სამშობლოში დაბრუნდა

ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახორციელებთ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. ყველა რეისი იქნება დაგეგმილი და კოორდინირებული საკოორდინაციო საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ხოლო, ინიციატივების შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი ფონდი, რომელიც ცენტრალიზებულია და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება, თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.

06 აპრილი 2020, 15:50

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავს

„ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

EBRD

06 აპრილი 2020, 15:48

ეკონომიკა

EBRD საქართველოს და სხვა ქვეყნებს „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ალი შამხანი

06 აპრილი 2020, 15:28

COVID19

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ვიცე-ადმირალი ალი შამხანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ალი შამხანის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების დაბლოკვა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფასია.

სალომე ზურაბიშვილი

06 აპრილი 2020, 15:27

COVID19

სალომე ზურაბიშვილი ბორის ჯონსონს: საქართველო თქვენ გვერდითაა

საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის კორონავირუსით დაინფიცირებულ პრემიერ-მინისტრს მიმართა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. „საქართველო თქვენ გვერდითაა თქვენს პირად ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ და სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. მაგრად იდექით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 15:22

COVID19

მამუკა მაჩაიძე: პიკის გადავლა არის ბუნებრივი, მაგრამ როგორი ფორმა ექნება პიკის მრუდს, დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ქცევაზე

ყველაზე მთავარი სიახლე არის, ის, რომ მსოფლიოში დადებითი ტენდენციები გამოჩნდა, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ქართველმა ექიმმა კორონავირუსთან დაკავშირებით, ამერიკაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ჩერნობილი ხანძარი

06 აპრილი 2020, 15:21

მსოფლიო

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა ამ დროისთვის ქრობის პროცესში 174 ტონა წყალი გამოიყენეს. ხანძარს 124 მეხანძრე და 28 ერთეული ტექნიკა ებრძვის. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერის დამუშავება მიმდინარეობს, საერთო ფართობი კი 25 ჰექტარია.

სასწრაფო დახმარება

06 აპრილი 2020, 15:07

COVID19

ქუთაისში მყოფი ინფიცირებული 62 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 62 წლის ქალი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, მისი ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს. 62 წლის ქალის დაინფიცირების პირველწყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.

ლევან გოფოძე

06 აპრილი 2020, 15:05

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 36 პაციენტს აკვირდებიან, 15 ადამიანს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამჟამად ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტია, მათგან COVID-ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან გოფოძის თქმით, გუშინ ტესტირება 15 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, დღეს კი ანალიზები დაახლოებით 16 პაციენტს აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

06 აპრილი 2020, 15:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს. 8-9 აპრილს, ღამის საათებში,შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.

დავით ზალკალიანი

06 აპრილი 2020, 14:50

COVID19

დავით ზალკალიანმა უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ავიარეისების განრიგი დაასახელა

ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, დაგეგმილ რეისებს კიდევ დაემატა ორი ახალი მიმართულება.