imedi /  19 იანვარი 2020, 20:43 / სანდო წყარო

როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს ორსულობის კონტროლი რომ შეეძლოთ

ორსულობა

მსოფლიოში ორსულობის შემთხვევების მესამედი დაუგეგმავია, თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა კი ამ ამბავს ვერ შველის. როგორ შეიცვლებოდა სამყარო ქალებს რომ შეეძლოთ აკონტროლონ როდის, ვისგან და რა ასაკში გააჩინონ ბავშვი? ამის შესახებ სტატია BBC Future-მა მოამზადა.

ათასწლეულების განმავლობაში საზოგადოება ქალს უფრო დაბალ საფეხურზე ხედავდა, ვიდრე კაცს - ბიოლოგიით დაწყებული ინტელექტით დასრულებული. 

"როდესაღაც ითვლებოდა, რომ ქალი - ეს არის პასიური ორგანო, რომელშიც სპერმატოზოიდი გადაადგილდება და მოძრაობაშია, კვერცხუჯრედს კი "არაფრის გაკეთება" არ შეუძლია", - ამბობს პროფესორი ახალი ზელანდიიდან პატრის როზენგრეივი - "ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო კაცზე, რომელსაც სპერმა ჰქონდა". 

არც ისე დიდი ხნის წინ კი მეცნიერებმა დაიწყეს გასაოცარი მეთოდების აღმოჩენა, რომელთა დახმარებითაც გამრავლების საკითხში ბევრი მდედრობითი სქესის ცხოველის უპირატესობები დგინდება. 

მაგალითად, მდედრ ორაგულს შეუძლია შეაჩეროს ან დააჩქაროს მამრი ორაგულის სპერმის მოძრაობა. მდედრ თაგვებსა და ჯუგნლებში მცხოვრებ ქათმებსაც შეუძლიათ აირჩიონ ის სპერმა, რომელთა მფლობელი მამრის გენებიც მათთან ყველაზე ახლოსაა (ყველაზე მეტად მიდის). 

დროზოფილებს კი შეუძლიათ სხვადასხვა მამრის სპერმა სპეციალურ ორგანოებში შეინახონ და შემდეგ გამოიყენონ იმის სპერმა, რომლისაც მოესურვებათ. 

მართალია, ადამიანები ამ საქმეში "ჯერ ასეთი წარმატებულები" არ არიან, თუმცა დღეს ქალებს შობადობის კონტროლის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ სხვადასხვა საშუალებების, მათ შორის აბებისა და უკიდურეს შემთხვევაში აბორტის სახით.

თუმცა ეს საშუალებები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, არც გარანტირებული შედეგი აქვს და არც ყველას მხრიდან არის მოწონებული. ქალებს შეიძლება არ სურდეთ ამ მეთოდების კულტურული, რელიგიური ან თუნდაც პირადი მიზეზების გამო გამოყენება. ხოლო მათ ვისაც სურს, ყოველთვის არ შეუძლია: განვითარებად ქვეყნებსა და მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში, ქალებს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდეთ კონტრაცეპტივებსა და ჩასახვის საწინააღდეგო საშუალებებზე წვდომა. გარდა ამისა, არსებობს ქვეყნები, სადაც აბორტები აკრძალულია ან საზოგადოებაში მორალურად მიუღებელია. 

და მაინც, ქალებს მთელ მსოფლიოში თანაბრად რომ შეეძლოთ ამ საშუალებების გამოყენება, რაც შობადობას არეგულირებს, ფაქტი მაინც ფაქტად დარჩება - ეს ინსტრუმენტები ყოველთვის არ მუშაობს.

კონტრაცეპტივები ყოველთვის არ ამართლებენ, სექსმუშაკებს აიძულებენ პრეზერვატივზე უარი თქვან, კაცები ქალებს აუპატიურებენ, და ქალების ნაწილს უბრალოდ არ აქვს ხმის ამოღების უფლება რომ თქვას კონკრეტულად როდის და რამდენად ხშირად სურს ჰქონდეს სექსი. 

რა მოხდებოდა მსოფლიოში ყველა ქალს უცბად რომელიმე ზემოთმოყვანილი ცხოველის უნარი რომ აღმოაჩნდეს? უპირველესი ალბათ რაც მოხდებოდა, დაუგეგმავი ორსულობები აღარ იქნებოდა; ქალების სიცოცხლე გაცილებით უსაფრთხო გახდებოდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 25 მილიონამდე ქალი აბორტს არასათანადო და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში იყენებს. 

ასევე, სავარაუდოდ კაცებიც უფრო მეტად მოუფრთხილდებიან საკუთარ სპერმას ეცოდინებათ რა, რომ ქალებს მათი ორგანიზმში შენახვა და სურვილის შემთხვევაში გამოყენება შეეძლებათ. ასევე გასათვალისწინებელია ის მოლოდინიც, რომ მსოფლიოში შობადობა შემცირდება; ბევრი გადაწყვეტს, რომ შვილი უფრო ზრდასრულობაში გააჩინოს. შესაძლოა გაჩნდეს ეთიკის საკითხებით - თუ კი ქალები დაიწყებენ პარტნიორების სპერმის უგულებელყოფას იმ მოტივით, რომ "უკეთესი იშოვონ". 

თუმცა დღეს ასეთი მსოფლიოსგან კაცობრიობა საკმაოდ შორს არის. 

ყველა სიახლე

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.

დავით ჩხეიძე

30 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვლადიმირ პუტინი

30 აგვისტო 2026, 11:18

მსოფლიო

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.

30 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.