imedi /  20 იანვარი 2020, 11:16 / სანდო წყარო

სოცმედიის ინფლუენსერებს სექსის სანაცვლოდ ათასობით დოლარს სთავაზობენ

თინი-ლექსი კლარსონი

თინი-ლექსი კლარსონი

სოციალური მედიის წამყვან ინფლუენსერებს ყოველდღიურად უცნობი ადამიანები ათასობით დოლარს სთავაზობენ სექსის სანაცვლოდ. სოციალური მედია კაცებისთვის ერთგვარ "კატალოგად" იქცა, სადაც მათ შეუძლიათ, შეარჩიონ თავიანთი შემდგომი "ნადავლი". ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

"ეს არის მაღალი დონის პროსტიტუცია. უბრალოდ, საშინელებაა იმის გაფიქრება, რომ თუ მე გამომიგზავნეს მესიჯი, სავარაუდოდ Instagram-ზე ათასობით სხვა სიმპათიურ გოგოსაც მისწერეს", - ამბობს ინფლუენსერი თინი-ლექსი კლარსონი. 

მისი თქმით, 19 წლისა იყო, როდესაც პირველად მსგავსი რამ შესთავაზეს - 20 ათასი ფუნტი სტერლინგი კაცთან ერთად ვახშმისთვის. მას ასევე სააგენტოს დახმარებით შესთავაზეს დუბაიში ხუთი დღის სანაცვლოდ 50 ათასი ფუნტი სტერლინგი. შეთავაზება მოიცავდა გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მას არ უნდა გაემჟღავნებინა რის გაკეთებას სთხოვდნენ.  

თინი-ლექსი კლარსონი ამბობს, რომ ამ შეთავაზებებზე უარი თქვა. 

კიდევ ერთი ინფლუენსერი, როსი უილიამსი, რომელიც სატელევიზიო შოუ Love Island-ის რამდენიმე სერიაში თამაშობდა, ამბობს, რომ მას წლიურად დუბაიში ერთი კაცის კომპანიონობისთვის 100 ათასი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს (პლუს უზრუნველყოფდნენ ჩანთებითა და ტანსაცმლით). როსი უილიამსი ამბობს, რომ დიდი თანხით ცდუნების მიუხედავად, ასეთ წინადადებას არასდროს დათანხმებია. 

ცნობილი ადამიანების აგენტი რობ კუპერი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებებს მხოლოდ ქალები არ იღებენ. "შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი დონის ინფლუენსერი ან რეალური ვარსკვლავი ყოველდღიურად იღებს ასეთი ტიპის შეთავაზებებს", - განაცხადა რობ კუპერმა. 

ყველა სიახლე

01 აპრილი 2020, 21:59

საზოგადოება

პატრიარქი მრევლს: ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს- ამის შესახებ ილია მეორის მიმართვაში წერია, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

ასექსანდრე ქანთარია

01 აპრილი 2020, 21:59

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია მიხეილ სააკაშვილზე: ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ მავნებლობს და ინტრიგანობს

„ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ რომ ინტრიგანობს და მავნებლობს, რა კომენტარის ღირსია, მაგრამ მათ კი, იმ პოლიტიკურ ძალებს, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავ: ახლა, ასეთ დროს მაინც, სირცხვილის გრძნობის ნატამალიც კი არ გიჩნდებათ, რომ ამ გაურკვევლობას ლიდერად აღიარებთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში წერს. ქანთარიას თქმით, მას , როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას დღემდე უხერხულობის განცდა აქვს , რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 21:37

COVID19

დავით ბაქრაძე: საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავიარეისის დაგეგმვისთანავე, ყველა საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, სრულად იყვნენ ინფორმირებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, გარკვეული პირები თუ ორგანიზაციები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და რაღაც პირობების თუ დაპირებების სანაცვლოდ, პირად მონაცემებს ართმევენ ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

01 აპრილი 2020, 21:33

COVID19

Bloomberg: კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია

ჩინეთის მთავრობამ მიზანმიმართულად შეამცირა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

01 აპრილი 2020, 21:31

COVID19

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის შედეგები და პრევენციული ნაბიჯები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

01 აპრილი 2020, 21:13

ვიდეო

საქართველოს ტერიტორიაზე კომენდატის საათი მოქმედებს

01 აპრილი 2020, 21:12

ვიდეო

ვარსკვლავები თვითიზოლაციაში

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

"მიკროავტობუსის" შეთავაზება კომპანიებს

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

დახმარება რეგიონის მოსახლეობას

ცხელების ცენტრი

01 აპრილი 2020, 21:09

COVID19

დღეიდან ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებისგან ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზის შეგროვება, ტრიაჟი, 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

აშშ-მა გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

COVID 19 - ვითარება რუსეთში

დონალდ ტუსკი

01 აპრილი 2020, 21:05

COVID19

დონალდ ტუსკი: ამ პანდემიის ჟამს უფრო მეტი ევროპა გვჭირდება

პანდემიის ეს ჟამი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გამოცდაა ევროპული სოლიდარობისთვის, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

01 აპრილი 2020, 21:01

ვიდეო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ისევ გაიზარდა

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 20:59

COVID19

დავით ბაქრაძე: აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს 10-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს 10-მდე მოქალაქეა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას და ასეთ დროს ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

01 აპრილი 2020, 20:58

ვიდეო

კონსულტაცია დიპლომატებთან

01 აპრილი 2020, 20:57

ვიდეო

საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური რეისი ბულგარეთიდან შესრულდა

01 აპრილი 2020, 20:57

COVID19

StopCoV ფონდში უკვე 20 500 000 ლარია მობილიზებული

1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

01 აპრილი 2020, 20:56

ვიდეო

ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა