imedi /  21 თებერვალი 2020, 23:45 / სანდო წყარო

Google-მა ანტიმონოპოლიური საგამოძიებო კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვა

Google

კომპანია Google-მა უარი თქვა დოკუმენტაციის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის 48 შტატის, კოლუმბიის ოლქისა და პუერტო-რიკოს პროკურორებისგან შემდგარმა კომისიამ გამოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, მანამდე კომპანიამ უკვე წარადგინა ეს დოკუმენტაცია სხვა ანტიმონოპოლიური გამოძიების ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა. გამოცემის წყაროების მტკიცებით, საუბარია კომპანიის სხვადასხვა ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და რიგით თანამშრომელთა ელექტრონულ მიმოწერაზე.

Google-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალ გამოძიებაში, რომელსაც ტეხასის შტატის გენერალური პროკურორი კენ პაქსტონი ხელმძღვანელობს, დამოუკიდებელი ბიზნეს-კონსულტანტებიც მონაწილეობენ, რომლებმაც შესაძლოა Google-ის თანამშრომელთა კონფიდენციალური მონაცემები კონკურენტ კომპანიებს მიაწოდონ.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ ტეხასის გენერალურ პროკურორს 100 ათასზე მეტი გვერდი დოკუმენტაცია. ამასთან ერთად, შეშფოთებულები ვართ, რომ გამოძიების პროცესში მონაწილეობენ ჩვენი კონკურენტი კომპანიების პარტნიორი მრჩევლები“, - აცხადებენ Google-ში.

კომპანია Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად გამოძიების საგანი კომპანიის სარეკლამო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ პროკურორები ასევე ძებნის მექანიზმებს და Android-პლატფორმასთან დაკავშირებულ პროექტებს შეისწავლიან.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნატოს სამიტზე საქართველოს მიწვევა აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით მსჯელობა ექნება მთავრობას - ძალიან უხერხულია საპარლამენტო ტრიბუნიდან შემადგენლობაზე და პერსონებზე ვილაპარაკო

„ამ სამიტზე მონაწილეობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია და იმდენი წვლილი და იმხელა მონაწილეობა ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, როგორც საქართველოს აქვს მისიებში მიღებული, არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ამას თუ დააფასებენ (ხშირ შემთხვევაში აფასებენ) არის ძალიან კარგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მაკა ბოჭორიშვილი

25 ივნისი 2024, 13:18

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, რადგან საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი

მისი თქმით, საქართველოს არჩევანი არის ევროკავშირისკენ სვლა, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ისფედზე“: მათი მიზანია, ჩავარდნილი პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“ გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად

„ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია დაეყენებინათ ეჭვქვეშ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ პირველი საუბრობს „ისფედი“, რომელიც არის მთავარი და უპრეცედენტო გამყალბებელი. მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს. 2020-ში ეს გააკეთა „ისფედმა“. ამაზე რეპუტაცია წამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი, როდესაც „ისფედი“ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ლაპარაკობს“, - აცხადებს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შავი ფულით ვეღარ დაფინანსდება პარტიული აქტივობები იმიტომ, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მუშაობს

„სწორედ იმას ემსახურება ასეთი გეგმები, რომ დაფინანსდეს რეალურად პარტიული აქტივობები და ამიტომ უნდოდათ გარუსულება გამჭვირვალობის კანონის, რომ ეს სქემები არ გაშიფრულიყო. მათ უნდათ, რომ აფინანსონ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ეს პროექტები ემსახურებოდეს პარტიულ აქტივობებს და არ გაიშიფროს. ამიტომ იკლავდნენ თავს იმისათვის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ვერ მიეღო ჩვენს ქვეყანას. ამიტომ არის, რომ კანადა, საფრანგეთი იღებს დღეს ამ კანონებს, ე.წ. მიმდინარე ტრენდია, მაგრამ საქართველოში ის ხდება რუსული, მათი გადმოსახედიდან იმიტომ, რომ უნდა დაიმალოს დიდი ოდენობით შავი ფული და ამ შავი ფულით უნდა მოხდეს დაფინანსება. ამის დამალვად ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოში მუშაობს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

25 ივნისი 2024, 13:13

სპორტი

მიხეილ ყაველაშვილი: მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს - ეს მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ასე ექნება

ასრულდა მრავალი თაობის ოცნება. დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ღირსეულად არის წარმოდგენილი ევროპის ჩემპიონატზე, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს - წარმოუდგენელია, რომ დაბრალებული ამბის გამო ქვეყნის სანქცირება მოხდეს

იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ისევე როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს, ისე არ მოექცევიან საქართველოს მოქალაქეებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 13:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას

„ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად და ძალიან სამწუხაროა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება - ცოტა მძიმეა ამის თქმა, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს ეძახდა, მისთვის დავალების მიმცემი გახდა. ანუ, დავალების მიმღებისგან იღებს დავალებას, წარმოიდგინეთ. მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

25 ივნისი 2024, 12:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს - როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად

კანადაში დიდი საპროტესტო აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ არ ტარდება. იცით რატომ არ ტარდება? იმიტომ რომ ის კანონი რუსული არ არის, კანადურია. ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

25 ივნისი 2024, 12:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: ფრანგი ებრაელები მარინ ლე პენის მხარდაჭერას განიხილავენ

სერჟ კლარსფელდი მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ნაცისტებზე მონადირე“, ის ჰოლოკოსტის ისტორიკოსი და საფრანგეთში მორალური ავტორიტეტია. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ბევრს საფრანგეთში გაუკვირდა როდესაც კლარსფელდი, მარინ ლე პენისა და მისი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.

25 ივნისი 2024, 12:36

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

ჩანიე 6

25 ივნისი 2024, 12:12

ტექნოლოგიები

ჩინურმა აპარატმა მთვარის ბნელი მხარის გრუნტი დედამიწაზე ჩამოიტანა

გამოცემის ინფორმაციით, აპარატი მონღოლეთის უდაბნოში დაჯდა. ბორტზე მთვარის გრუნტის ნიმუშებია, რომლებიც დედამიწის თანამგზავრის ბნელ მხარეს არის შეგროვილი.

ლევან დავითაშვილი

25 ივნისი 2024, 12:00

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:58

რეგიონი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კახეთის რეგიონში, მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყის და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.

25 ივნისი 2024, 11:50

მსოფლიო

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა

წყალდიდობამ სამხრეთ დაკოტას შტატს სერიოზული ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა წყალმა მთავარი სარკინიგზო ხიდი ჩაანგრია. ბერლინგტონისა და ჩრდილოეთ სანტაფეს დამაკავშირებელი ნაგებობა ტვირთის გადაზიდვის მთავარი მაგისტრალი იყო. შტატის გუბერნატორის თქმით მისი დაზიანებით გამოწვეული ზარალი, შტატის ეკონომიკაზე გავლენას რამდენიმე თვის განმავლობაში მოახდენს.

25 ივნისი 2024, 11:46

მსოფლიო

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინას გადასცემს

ევროკავშირი რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების, უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში მედიასთან განაცხადა.

25 ივნისი 2024, 11:40

საზოგადოება

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

25 ივნისი 2024, 11:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ - ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, არ უნდათ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, უნდათ, რომ აიღონ ხელფასები. ამიტომ, ეს არის მათი ალიბი ხელფასების ასაღებად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მათმა ამომრჩეველმაც კი დაადოს პოლიტიკური სანქცია“, - მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ირაკლი კობახიძე

25 ივნისი 2024, 11:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც

უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

25 ივნისი 2024, 11:33

საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ვმუშაობთ, რომ გაძლიერდეს როგორც სტუდენტების მხარდაჭერა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც მეზღვაურს მისცემს შესაძლებლობას მსოფლიოს ყველა წერტილში ღირსეულად წარმოადგინოს ეს პროფესია და ჩვენი ქვეყანა

საზღვაო სფერო და ამ სფეროში ჩართული თითოეული ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით აჭარის ეკონომიკაში, აჭარის თითოეული მაცხოვრებელი ოჯახის გაძლიერებაში. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.