imedi /  06 მაისი 2020, 11:51 / სანდო წყარო

Reuters: აშშ მთვარის რესურსების მოპოვების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას რუსეთის მონაწილეობის გარეშე ამზადებს

მთვარე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მთვარეზე რესურსების მოპოვების საერთაშორისო შეთანხმების პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტს „არტემიდას შეთანხმება“ ჰქვია და ის მთვარეზე წიაღის მოპოვების ბაზების ირგვლივ ე.წ. უსაფრთხოების ზონების შექმნას ითვალისწინებს, რათა სხვა სახელმწიფოების და კომპანიების მხრიდან ჩარევა გამოირიცხოს.

„ეს არ არის რაღაც ტერიტორიული პრეტენზიები. „უსაფრთხოების ზონები“ კოსმოსის ათვისებაში მონაწილე სახელმწიფოების ქმედებების კოორდინირების საშუალებას მოგვცემს გარკვეული ტერიტორიების სუვერენულად გამოცხადების გარეშე“, - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

ამასთან, შეთანხმება სამართლებლივ ბაზას შექმნის, რომელიც კომპანიებს მთვარეზე მოპოვებული რესურსების საკუთრების უფლებას შეუნარჩუნებს. უახლოეს დღეებში აშშ შეთანხმებას პარტნიორ სახელმწიფოებს წარუდგენს: კანადას, იაპონიას, არაბთა გაერთიანებული საამიროებს და ევროპულ ქვეყნებს. პირველ ეტაპზე ვაშინგტონი პარტნიორთა სიაში რუსეთს არ ჩართავს, რადგან პენტაგონი დედამიწის ორბიტაზე რუსული თანამგზავრების მხრიდან ამერიკული სატელიტების მიმართ სახიფათო მანევრებით არის შეშფოთებული.

აპრილის დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმის შესახებ, რომ ამერიკელებს კოსმოსის ათვისების და მთვარეზე რესურსების მოპოვების უფლება აქვთ. რუსეთში ამ ნაბიჯს სხვა პლანეტების ტერიტორიების აგრესიული მითვისების გეგმა უწოდეს.

ამ მომენტისთვის მთვარის იურიდიული სტატუსი და მისი რესურსების გამოყენების შესაძლებლობა ბოლომდე არ არის გარკვეული. 1967 წლის ხელშეკრულება დედამიწის თანამგზავრზე შეიარაღების განთავსებას და მის რომელიმე ტერიტორიაზე სუვერენიტეტის გამოცხადება. დოკუმენტი მთვარის რესურსების გამოყენებას არ არეგულირებს. ასევე, 1979 წელს გაფორმდა შეთანხმება მთვარეზე სახელმწიფოების მოღვაწეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას ციური სხეულების შესწავლის თანაბარი უფლება აქვს, თუმცა მას მხოლოდ 18-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. მათ შორის არც აშშ და არც რუსეთია.

ყველა სიახლე

26 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ეს დღე არის თითოეული საქართველოს მოქალაქის, იმ ადამიანების, რომლებიც ქმნიან უკეთეს მომავალს ჩვენი სახელმწიფოსთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

„წლევანდელი წელი ასევე მნიშვნელოვანია წელია, ვინაიდან ჩვენ აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების 1 700 წლის იუბილეს, ეს არის უდიდესი მოვლენა, რომელმაც განსაზღრა და განაპირობა ჩვენი იდენტობა, რომელმაც განამტკიცა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელმაც შექმნა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და რომელიც არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

26 მაისი 2026, 10:20

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ერთიანობითა და სიამაყით გვეტარებინოს ყველა ის სიკეთე და ფასეულობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ყველას კარგად არ აქვს გაცნობიერებული თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და მისი თავისუფლების დაცვას. ძალიან ხშირად ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები შიგნიდან და ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხედავ, როგორ მოქმედებს სამშობლოს წინააღმდეგ შენივე თანამოქალაქე. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს გვაქვს - ეროვნული ინტერესების, ეროვნული ინტერესის გაცნობიერება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა გარეთ. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, თუმცა ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა და ასე გაგრძელდება და გარკვეული უნარებიც გვაქვს იმის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.

26 მაისი 2026, 10:19

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს: მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავაც კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და პრაგმატული გზით განვითარდება

საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო, - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს მისალოც წერილში, რომლითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მაისი 2026, 10:18

მსოფლიო

ზელენსკი ფიქრობს, რომ რუსეთთან ომი ნოემბრისთვის დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთთან აქტიური ომი მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დასრულდება. ინფორმაციას უმაღლესი რადის დეპუტატი მმართველი პარტიიდან ოლგა ვასილევსკაია-სმაგლიუკი ავრცელებს.

26 მაისი 2026, 10:12

პოლიტიკა

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო განაგრძობს სუვერენიტეტის განმტკიცებას და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, რაც უაღესად დასაფასებელია. მსოფლიოში თავისი პოზიციის განმტკიცებასთან ერთად, თქვენი ქვეყანა, ნდობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ავითარებს

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ რიჟენკოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 10:09

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ლევან იოსელიანი

26 მაისი 2026, 09:50

საზოგადოება

სახალხო დამცველი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 09:45

საზოგადოება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა - პირველი მგზავრები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. ჯავშნების გახსნიდან მოკლე დროში ბაქო-თბილისის სამგზავრო რეისზე 1000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. პირველი მგზავრებით თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ

26 მაისი 2026, 09:38

საზოგადოება

ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე: დღეს, საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, ახალწვეულები ფიცს დადებენ

დღეს, საქართველოს მასშტაბით, 13 ქალაქში, ახალწვეულები დადებენ ფიცს, მათ შორს, თავისუფლების მოედანზე, - განაცხადა პოლკოვნიკმა, გრიგოლ ჭელიძემ.

26 მაისი 2026, 09:30

საზოგადოება

28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა - ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა

28 მაისს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების მოწვეულ სტუმრებს შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

26 მაისი 2026, 09:26

საზოგადოება

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა

მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლ ,,სახიობას“ მიერ ნამღერი ჰიმნისა და „შავლეგოს“ ფონზე პირველი რესპუბლიკის დროშა აღიმართა.

26 მაისი 2026, 09:23

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამხრეთ ირანი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამხრეთ ირანის სამიზნეებზე ახალი იერიში განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

26 მაისი 2026, 09:21

საზოგადოება

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 09:19

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა

26 მაისი 2026, 09:12

პოლიტიკა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რუმენ რადევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი კობახიძე

26 მაისი 2026, 09:08

პოლიტიკა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნინო წილოსანი

26 მაისი 2026, 09:07

საზოგადოება

ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობა არ არის ერთჯერადი პროცესი, ეს არის ყოველდღიური შრომა და სწრაფვა იმ თავისუფლებისთვის, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და გამყარებაში

26 მაისი ჩვენი იდენტობის, დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის კიდევ ერთი საზეიმო დღეა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

26 მაისი 2026, 09:05

საზოგადოება

ჩინეთის პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისი 2026, 08:56

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მარკო რუბიო

26 მაისი 2026, 08:54

პოლიტიკა

მარკო რუბიო: ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.