imedi /  19 მაისი 2020, 17:28 / სანდო წყარო

ჰაკერებმა ავიაკომპანია EasyJet-ის 9 მილიონამდე კლიენტის პირადი მონაცემები მოიპოვეს

EasyJet

ჰაკერებმა ბრიტანული ლოუკოსტერის EasyJet-ის 9 მილიონამდე კლიენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ინფორმაცია ფრენების შესახებ მოიპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2208 შემთხვევაში საუბარი საბანკო ბარათების მონაცემებზეც არის. ჰაკერებს საპასპორტო მონაცემები არ მოუპარავთ. EasyJet-ში ვერ აღმოაჩინეს იმის მტკიცებულბა, რომ ჰაკერებმა მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. კომპანია ყველა მომხმარებელი, ვისაც გაჟონვა შეეხო, ამის შესახებ შეატყობინებს, რათა პოტენციური საფრთხე თავიდან აიცილოს.

EasyJet-ში არ დაუკონკრეტებიათ როდის მოხდა გაჟონვა და როდის აღმოაჩინეს ის.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

20 სექტემბერი 2021, 14:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა

„მეზობელი ქვეყნების, აშშ-ისა და ჩინეთის ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა. ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია - ღვინო, თხილი, მინერალური წყალი... ეს არის ძალიან დადებითი ტენდენცია“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:50

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე მეგის ქარდავაზე: ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებით ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი და არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე

„იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაცდომებსა და შეცდომებზე, რაც უკავშირდებოდა ძალოვან უწყებებს, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია და იქნება ყოველთვის. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ 2012 წელს. შესაბამისად, ჩემი და ჩემი მეგობრების მოსაზრებით, ყველა, ვინც იყო გამორჩეულად ძალაუფლებაში ტკბობის რეჟიმში ჩავარდნილი, რომელიც არღვევდა საკანონმდებლო ჩარჩოს, რა თქმა უნდა, უნდა წარდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნობუო კიში

20 სექტემბერი 2021, 14:45

მსოფლიო

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ

იაპონია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის, ზიზღის ენისა და მანიპულაციის წყარო არიან, გაღმა შედავების პრინციპით, სხვებს ადანაშაულებენ ამაში

ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პოზიტიური და პროგრამის პრეზენტაციაზე დამყარებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე მხოლოდ და მხოლოდ პარტიის საარჩევნო ნომერი და კანდიდატები არის გამოსახული.

20 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის მერობის კანდიდატები გამოეხმაურნენ

„ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგებს ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძე დარწმუნებულია, საბოლოო ჯამში აჭარაში ოპოზიციური ერთობა გაიმარჯვებს.

20 სექტემბერი 2021, 14:37

COVID19

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

Stopcov.lotto.ge-ზე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის ყოველკვირეული გათამაშების შედეგები გამოქვეყნდა. გათამაშებულია 10 ათასი ლარი. როგორც ვებგვერდზეა მითითებული, თანხა მოიგო პიროვნებამ, რომლის ინიციალებიცაა ნ.რ. ის ბოლნისში, „სინოფარმით“ აიცრა.

ხატია დეკანოიძე

20 სექტემბერი 2021, 14:36

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს

სიძულვილის, აგრესიის ენის გავრცელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და ჩვენ პირველად არ ვხედავთ ამ ბანერებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ბანერებზე, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, მათ გადააკრეს ბანერი, სადაც ეწერა: „მოდი რეფერენდუმზე“ და ის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

ნანა კაკაბაძე

20 სექტემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ომბუდსმენი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა, რომლებიც ავრცელებენ ფაილებს, ის აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის არის საჭირო

„მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, უფლებადამცველები ამ ქვეყანაში დუმან. უპირველეს ყოვლისა დუმს ომბუდსმენი, რომელიც არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ჩვენი უფლებები უხეშად დაარღვიეს იმ ტელეკომპანიებმა და ჟურნალისტებმა, რომლებმაც 17 სექტემბრიდან დღემდე არ მოიშალეს უკანონო ქმედებები და ეტაპობრივად ავრცელებენ სხვადასხვა ფაილს. ლომჯარია აქტიურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის და ორიენტაციისთვის არის ეს საჭირო“, - აცხადებს კაკაბაძე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 14:28

COVID19

თამარ გაბუნია: „მიუ“ შტამი ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი, ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან

„მიუ“ შტამი ჯერჯერობით კვლავაც რჩება დაკვირვების საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. ეს ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმოსგან. რამე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან. “მიუ“ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მიხეილ სარჯველაძე

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საიას კონსულტაციები სარჩელზე სახელისუფლებო პარტიასთან არ გაუმართავს

კონსულტაციები სახელისუფლებო პარტიასთან არ გამართულა და ამის თაობაზე წინასწარ ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს საია-ის სარჩელზე საუბრისას განუცხადა. სარჯველაძე აღნიშნულით გამოეხმაურა საია-ის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ ამ თემაზე პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები გამართეს.

ნიკა სიმონიშვილი

20 სექტემბერი 2021, 14:24

პოლიტიკა

საია-ის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციოს არჩევნებამდე პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად მიმართეს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ირწმუნება, რომ კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც სასამართლოს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიმართა, არავის ინტერესებს არ ემსახურება. კითხვაზე, რატომ არ გამოხატეს ოლქების საზღვრებზე ამ დრომდე პოზიცია, ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულად ვისთან, საია-ს თავმჯდომარე არ ასახელებს.

თორნიკე რიჟვაძე

20 სექტემბერი 2021, 14:17

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში

„ამ კვლევის შესაბამისად, პირველივე ტურში ვიმარჯვებთ როგორც ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებში, იმარჯვებს ჩვენი მერობის კანდიდატი. ასევე, ამ შედეგებით, საკრებულოში ვიქნებით წარმოდგენილები მყარი უმრავლესობით. კვლევები ასახავს განწყობას როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ პირველ ტურში როგორც ბათუმში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. კირთაძე, ვარშალომიძე - ესენი ასოცირდებიან ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევასთან, იუნკერების საფლავის გაყიდვასთან. მე მგონი საზოგადოებაში აბსოლუტურად ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული“, - აცხადებს რიჟვაძე.

20 სექტემბერი 2021, 14:16

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის პრესმდივანი: სომხეთი მზად არის, თურქეთთან მაღალ დონეზე დიალოგი დაიწყოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, თურქეთთან მაღალ დონეზე დიალოგი დაიწყოს.

20 სექტემბერი 2021, 13:43

პოლიტიკა

კარი ჰენრიკსენი: საქართველო სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიურად განხორციელების მაგალითია

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიკსენი 18-19 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს აჯამებს.

20 სექტემბერი 2021, 13:34

COVID19

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს

ვაქცინაციის მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

20 სექტემბერი 2021, 13:29

COVID19

თამარ გაბუნია: სუსტი იმუნიტეტის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთანაც ბუსტერ დოზებზე ვისაუბრებთ

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ-დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯერჯერობით ცალსახა და მკაფიო ბუსტერ დოზების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:27

COVID19

თამარ გაბუნია: როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებაზე, რომელიც ვაქცინაციას აზარალებს

როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია პოზიტიური იყოს იმგვარ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ვაქცინაციის ვაქცინაციას აზარალებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ბილბორდებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დასადგენია, დაირღვა თუ არა ხელშეკრულების პირობები, როდესაც ვაქცინაციის ბანერები პოლიტიკური ხასიათის ბანერებით ჩანაცვლდა.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც სწავლა საკლასო გარემოში გაგრძელდება

ჯერჯერობით 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ უკვე საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სკოლების უსაფრთხო გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:26

COVID19

თამარ გაბუნია: ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია

„ორსულების ვაქცინაციის ტემპი დაბალია. რა თქმა უნდა, ორსული ქალები იცრებიან, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთეული შემთხვევაა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნია

20 სექტემბერი 2021, 13:15

COVID19

თამარ გაბუნია: კვირას 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.