imedi /  21 მაისი 2020, 09:20 / სანდო წყარო

Apple-მა და Google-მა კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დამდგენი პროგრამა წარადგინეს

აპლიკაცია Google

Apple-მა და Google-მა წარადგინეს პროგრამა, რომლის ბაზაზეც სახელმწიფოები ​კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების დამდგენი მობილური აპლიკაციის შექმნას შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მწარმოებელთა აზრით მათი ტექნოლოგია არ დააღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს. მობილური აპლიკაციები კონტაქტების დადგენისას ძირითადად ტექნოლოგიას დაეყრდნობიან.

სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, ეს სისტემა Bluetooth-ტექნოლოგიას იყენებს.
აპლიკაცია ავტომატურად აღრიცხავს და თვალს მიადევნებს ადამიანებს, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან ერთმანეთთან გარკვეული დროის განმავლობაში.

ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.

ზოგიერთი გათვლის მიხედვით, იმისთვის რომ მობილური აპლიკაციებით კონტაქტების დადგენის და პრევენციის მეთოდმა რეალური სურათი დადოს, საჭიროა მოსახლეობის 60% მაინც იყენებდეს ასეთ მობილურ აპლიკაციას.
მწარმოებელთა თქმით ახალი ტექნოლოგიით უკვე 22 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

შვეიცარიაში კორონავირუსის გამო სექს-მუშაკებს უსაფრთხოების ახალი ნორმები დაუწესეს

შვეიცარიაში სექს-მუშაკები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ მუშაობას 6 ივნისიდან განაახლებენ, თუმცა იძულებულნი იქნებიან უსაფრთხოების ახალი წესები დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. ახალი რეგულაციით, მათ მხოლოდ ორ პოზაში უნდა იმუშაონ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს (ე.წ. Doggy Style და reverse cowgirl პოზიცია), ანალური აქტის შემთხვევაში კი ხელთათმანებიც უნდა ეკეთოთ. რეკომენდებულია პირბადეებიც, ყოველ ახალ კლიენტს კი სექს-მუშაკებმა გამოცვლილი თეთრეული უნდა დაახვედრონ. ამასთან, კლიენტების ანონიმურობა დაცული ვეღარ იქნება. მათ შესახებ ინფორმაციას მინიმუმ 4 კვირით შეინახავენ.

მარინა ეზუგბაია

29 მაისი 2020, 10:38

COVID19

ახალი ინფიცირებულებიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

„ამჟამად კოვიდცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ შემოვიდა 8 დადასტურებული შემთხვევვა. ასევე, გვყავს ერთი პაციენტი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ახლა ველით სრული კვლევის შედეგს. მისი პასუხი დღეს გახდდება ცნობილი“.

29 მაისი 2020, 10:35

სამართალი

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, ზ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.მ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა,მიყენებული დაზიანების შედეგად ო.მ. ადგილზე გარდაიცვალა. ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 მაისი 2020, 10:32

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თხევადი გაზი

29 მაისი 2020, 10:29

პოლიტიკა

თხევადი გაზის იმპორტის მოსაწესრიგებლად პარლამენტში ინიციატივა დარეგისტრირდა

პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები ,,საგადასახადო კოდექსში“, რომლის მიზანიც თხევადი გაზის იმპორტთან დაკავშირებით კანონდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული საგადასახადო წესების დადგენაა. „პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად ერთ რეჟიმს დაექვემდებარება.

29 მაისი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი მოზარდია

„32 დადასტურებული პაციენტიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელდა, ერთი მოზარდი და სამი ზრდასრული, კლინიკაში რჩება კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი - ათი ბავშვი და დანარჩენი მოზარდი. პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია, მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელებას ელოდება. კვლევაში ჩასართავად ამ დროისთვის ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

29 მაისი 2020, 10:20

კულტურა

YouTube-ზე 20-ზე მეტი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეობით უფასო ონლაინ-ფესტივალი იწყება

დღეიდან 20-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალი YouTube-ზე უფასო ონლაინ-ფესტივალს წარადგენს, რომლის სახელწოდებაა We Are One: A Global Film Festival. ფესტივალის ინიციატორია Tribeca, მასში კი სხვებთან ერთად ბერლინალე, კანისა და ვენეციის კინოფესტივალები მონაწილეობენ. 10 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები, მათ შორის 13 მსოფლიო და 31 ონლაინ პრემიერა.

ლადისლას ტანგანსვა

29 მაისი 2020, 10:19

მსოფლიო

რუანდის გენოციდში მონაწილეობისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუანდის გენოციდისთვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამხრეთ რუანდაში მდებარე ქალაქ ნიაკიზუს ყოფილ მერს, ლადისლას ტანგანსვას ყოფილ მერს 1994 წლის გენოციდში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.

29 მაისი 2020, 10:13

COVID19

სამხრეთ კორეაში სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი გახსნიდან 3 დღეში კვლავ დახურეს

იმ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კი, სადაც სასწავლო პროცესი გაგრძელდება, შეზღუდეს მოსწავლეთა რაოდენობა. დაწყებითი და საშუალო სკოლები, ასევე საბავშვო ბაღები მოსწავლეებისა და აღსაზრდელების მხოლოდ მესამედს მიიღებს.

29 მაისი 2020, 10:12

COVID19

ჯანმო: შეშფოთებული ვართ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს.

მომსახურების სააგენტო

29 მაისი 2020, 10:06

საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

ანგელა მერკელი

29 მაისი 2020, 09:53

მსოფლიო

ანგელა მერკელი მსოფლიო ლიდერებს გაეროსა და ჯანმოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, უზრუნევლყონ შემდგომი მხარდაჭერა საერთაშორისო სააგენტოების მიმართ, მათ შორის გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებით.

შსს

29 მაისი 2020, 09:35

სამართალი

ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით, სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას, ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის.

მინეაპოლისი

29 მაისი 2020, 09:23

მსოფლიო

აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ სხვადასხვა წყარო იტყობინება. ადგილზე მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 09:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ველოდებით საინტერესო დისკუსიას, რომელიც სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დღევანდელი დისკუსია სამთავრობო გუნდის და პირადად პრემიერის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მუშევანი

29 მაისი 2020, 08:52

COVID19

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე 500-ზე მეტ ადამიანს გამოიკვლევენ

მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე ტესტირება იწყება. სოფელში ცხრა ჯგუფი იმუშავებს. ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 165-ს შეადგენს.

კორონავირუსი

29 მაისი 2020, 08:36

COVID19

რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

573 გამოჯანმრთელებული, 738 კოვიდინფიცირებული, 250-ისტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3076 კარანტინის რეჟიმში, 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები.

ტურიზმი

29 მაისი 2020, 08:31

ეკონომიკა

სტანდარტები და რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი

სტანდარტები და რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, დღეს გახდება ცნობილი. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

 ჯეიმს გილმორი

29 მაისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის ელჩი: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი

ეუთოში აშშ-ის ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. ამის შესახებ ჯეიმს გილმორმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.