imedi /  28 ივლისი 2020, 15:06 / სანდო წყარო

Facebook-ი ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ორგანოებს უჩივის

Facebook

ამერიკულმა კორპორაცია Facebook-მა ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ორგანოებს თავისი თანამშრომლების პირადი მონაცემების მოპოვების მცდელობის გამო სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2019 წლიდან ევროკავშირი კორპორაციის მიმართ რამდენიმე გამოძიებას აწარმოებს. ერთ-ერთი მათგანი Facebook-ის მონაცემების მოცულობას ეხება, მეორე კი კორპორაციის კუთვნილ სავაჭრო პლატფორმას, რომლითაც 800 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს 70 ქვეყნიდან.

გასული წლის განმავლობაში Facebook-მა ბრიუსელს ევროკომისიის მოთხოვნით 315 ათასი დოკუმენტი (1.7 მილიონი გვერდი) გადასცა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათგან ფართო მოცულობის დოკუმენტაციას ითხოვს, შესაბამისად, მათ ორგანიზაციისთვის ისეთი საბუთების გადაცემა უწევთ, რომლებშიც თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო და ფინანსური ინფორმაციაა.

„ჩვენი აზრით, ასეთი მოთხოვნები ევროკავშირის სასამართლოებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადეს Facebook-ში. კორპორაცია ვერდიქტის გამოტანამდე ბრიუსელისთვის დოკუმენტების გადაცემის გაყინვას ითხოვს.

ევროკავშირის გარდა Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიებას აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია აწარმოებს.

ყველა სიახლე

24 მაისი 2025, 20:30

პოლიტიკა

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების სახელზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი პირველი მილოცვა მეზობელი თურქეთიდან მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მილოცვასთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მის გაღრმავებაზე აკეთებს აქცენტს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოს პრემიერთან მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედს გამოთქვამენ.

24 მაისი 2025, 20:26

პოლიტიკა

საერთო-საზეიმო დღის მიუხედავად, ოპოზიციას 26 მაისს სხვა გეგმები აქვს და ამ გეგმებში ისევ რადიკალიზაცია შედის - დაანონსებული რადიკალიზაციის პარალელურად ოპოზიცია რამდენიმე მეგობარ ევრობიუროკრატს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთო-საზეიმო დღის მიუხედავად, ოპოზიციას 26 მაისს სხვა გეგმები აქვს და ამ გეგმებში ისევ რადიკალიზაცია შედის.

24 მაისი 2025, 20:20

საზოგადოება

ნიუ-იორკი, ვარშავა, სევილია, ჟენევა, ბაქო - მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საელჩოებსა თუ საკონსულოებში 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები უკვე გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილოცვებს უკვე იღებს. 26 მაისს კი არაერთ ქალაქში სიმბოლური შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

24 მაისი 2025, 20:12

საზოგადოება

26 მაისს საქართველო, როგორც სახელმწიფო 107-ე დაბადებისა და დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს - მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ დღის ტრადიციად უკვე იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 მაისს საქართველო, როგორც სახელმწიფო 107-ე დაბადებისა და დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ დღის ტრადიციად უკვე იქცა. იქნება როგორც თავდაცვის ელემენტები, ისე სახალხო ზეიმიც.

24 მაისი 2025, 19:18

პოლიტიკა

შოთა თხელიძე: ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში

ქართულმა დიპლომატიამ უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ ინფორმაციები იყოს სწორი და სწორი პოზიციები დაფიქსირდეს თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ. „ეს არის გრძელვადიანი მომავალი, ეს არი იქნება რამდენიმე თვის საკითხი, შეიძლება წელიც კი გაიწელოს, ან სულაც, ტრამპმა ისე დაასრულოს პრეზიდენტობის ვადა, რომ საქართველოს შესახებ კომენტარიც არ გააკეთოს“, - აღნიშნა შოთა თხელიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

24 მაისი 2025, 18:45

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე: „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება.

24 მაისი 2025, 18:41

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ასამბლეის გენერალურ მდივანს რუქსანდრა პოპას და მის მოადგილეს ჰენრიკ ბლიდალს შეხვდა.

24 მაისი 2025, 18:38

სპორტი

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის „Villa de Madrid”-ის ჩემპიონია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი „Villa de Madrid”-ი მიმდინარეობს. ფინალში სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ზვიად შალამბერიძე

24 მაისი 2025, 18:37

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: 26 მაისი არის ქვეყნის და ყველა ქართველისა ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - ვისაც რადიკალიზაცია უნდა, წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან მოიყარონ თავი

ზვიად შალამბერიძე 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ყველა ქართველისა და ქვეყნის ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

ზვიად შალამბერიძე

24 მაისი 2025, 18:34

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: გავა პერიოდი და ელჩებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მათ არასწორი მხარე ეჭირათ იმ დროს, როდესაც ჩვენი ხელისუფლების გვერდით უნდა მდგარიყვნენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის საუბრობს ფაქტებით, ოპოზიცია და ძალიან ვწუხვარ, ელჩებიც - აყოლილი არიან ოპოზიციას და მათგან ერთი ფაქტი ვერ მოვისმინეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე საუბრისას.

შოთა თხელიძე

24 მაისი 2025, 18:33

პოლიტიკა

შოთა თხელიძე: მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა

მოკლედ რომ შევაფასოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, ეს არის გარკვეულწილად, 30 წლიანი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლის პროცესი, როდესაც ამ სახელმწიფომ პირველად გააცნობიერა საკუთარი სუბიექტურობა, რომ მას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციები და გააჩნდეს საკუთარი ინტერესები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

ზვიად შალამბერიძე

24 მაისი 2025, 18:03

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი

ჩვენ ძალიან კარგად შევხედეთ, რომ ეს მათი ვითომ ერთიანობა, რა თქმა უნდა, არის მოჩვენებითი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

24 მაისი 2025, 18:02

პოლიტიკა

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ზვიად შალამბერიძე

24 მაისი 2025, 18:02

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: არ შეიძლება, პოლიტიკოსობა იყოს ინდულგენცია ვინმესთვის და ადამიანები იდგნენ ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაზე მაღლა. ვინც კანონს დაარღვევს, მას მოუწევს პასუხისგება

ხელისუფლება, რომელიც ემოციურ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდა, 2012 წელს ჩვენმა მოსახლეობამ წარსულს ჩააბარა. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის გააზრებულად და წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით დგამს ყველა ნაბიჯს, რაც კი ბოლო 13 წლის განმავლობაში გადადგმულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრების საქმეზე საუბრისას.

ზორან მილანოვიჩი

24 მაისი 2025, 17:59

პოლიტიკა

ხორვატიის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ბატონო პრეზიდენტო, ხორვატი ხალხისა და ჩემი სახელით, გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ხორვატიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ზორან მილანოვიჩის მისალოც წერილში.

სი ძინპინი

24 მაისი 2025, 17:58

პოლიტიკა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვიქტორ ორბანი

24 მაისი 2025, 17:56

მსოფლიო

ორბანი: ჩვენ საკუთარ არმიებში უნდა ჩავდოთ ინვესტიცია, ევროპელი ლიდერები კი ჩვენგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-შ დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარ არმიებში უნდა ჩადონ ინვესტიცია, ხოლო ევროპელი ლიდერები კი ევროპისგან უკრაინის არმიის მილიარდებით დაფინანსებას ელოდებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 მაისი 2025, 17:56

პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლო მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

სერგეი ლავროვი

24 მაისი 2025, 17:46

მსოფლიო

ლავროვი: ზელენსკის ლეგიტიმურობა არ აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ნაადრევად მიიჩნევს.

24 მაისი 2025, 17:32

სპორტი

ტანვარჯიშის არენაზე ბატუტზე ხტომებში საქართველოს თასი გაიმართა

შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან 70-მდე სპორტსმენმა მიიღო. პირველ დღეს უმცროსი ასაკის მონაწილეები გამოდიოდნენ, ხვალ კი გამარჯვებისთვის სენიორები იბრძოლებენ. პარალელურად კი მხატვრულ ტანვარჯიშში ქეთის თასი მიმდინარეობს. ტურნირი როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ გამოსვლებში იმართება.