imedi /  14 ოქტომბერი 2020, 10:21 / სანდო წყარო

დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარი დაკარგა

ავსტრალია დიდი ბარიერული რიფი

დიდი ბარიერული რიფი

1995 წლიდან ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა მარჯნების ნახევარი დაკარგა. ამის შესახებ BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის ტემპერატურის მატებაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროცესი 2016 და 2017 წელს მომხდარმა მარჯნების მასობრივმა გაუფერულებამ დააჩქარა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს უდიდესი მარჯნების სისტემის გადასარჩენად სამყარომ სათბურის გაზების გამოყოფა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს.

კვლევა, რომელიც ჟურნალში Proceedings of the Royal Society B დაიბეჭდა ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ რიფის მარჯნების კოლონიები 1995-დან 2017 წლამდე შეისწავლეს.

მარჯნების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამას მათთვის ჩვეული პირობების დაბრუნება და ათწლეულები სჭირდება.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:18

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

„ბუნებრივია, ჩვენ ვიმსჯელეთ რთველზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბსიდირებას წელსაც მოვახდენთ. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, მინიმუმ, 90 თეთრი იქნება. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის შემდეგ პირველად, ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა

„გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია, ხოლო თუ ჩვენ ამას 2021 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ეს 130%-ით მეტია. ჯამში, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:14

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განკარგულების პროექტი დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი

ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა - ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2022, 14:08

ეკონომიკა

პრემიერი: ივლისში დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა - 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი არის რეკორდული როგორც წინა წლის ივლისთან, ასევე სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი თითქმის 37%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ​ თითქმის 10 მილიარდი და 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-ით მეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

15 აგვისტო 2022, 13:50

რეგიონი

ქალაქ ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ქალაქ ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ღცისის სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს.

ანდრია ბასილაია

15 აგვისტო 2022, 13:30

საზოგადოება

ანდრია ბასილაია: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე არ დაჯარიმდებიან

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისების სისტემური განახლება. განახლების ფარგლებში, მოხდება მომხმარებლის სახელის ახალი სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც, მუნიციპალიტეტის ყველა სერვისზე იმოქმედებს ერთი მომხმარებელი, რაც მოქალაქეებისთვის სერვისების მიღებას გაამარტივებს. ამჟამად, სისტემაში გარკვეული ხარვეზებია, რომელთა სრულად აღმოფხვრამდე, პარკირების სისტემის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა ბასილაიამ.

15 აგვისტო 2022, 13:28

მსოფლიო

ეკვადორში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი. რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა სახლი და ორი მანქანა განადგურდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე ჩანს სახლების დანგრეული ფასადები და ავტომობილების სისხლით დასვრილი ფანჯრები.

15 აგვისტო 2022, 12:56

მსოფლიო

თეთრი სახლი: FBI-მ და გენერალურმა პროკურორმა ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ტრამპის რეზიდენციაში რეიდი იგეგმებოდა - ჩვენ არ ვერევით, პოლიტიზება არაფერ შუაშია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ არც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და არც გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა ბაიდენის ადმინისტრაციას არ აცნობეს, რომ ფედერალური საგამოძიებო უწყება ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდის ჩატარებას აპირებდა.

15 აგვისტო 2022, 12:49

ეკონომიკა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.8%-ით გაიზარდა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ოჩიგავა

15 აგვისტო 2022, 12:17

სპორტი

ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ლევან ოჩიგავამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანი ოქროს ორ და ვერცხლის ერთ მედალს დაეპატრონა.

15 აგვისტო 2022, 12:10

ეკონომიკა

საქსტატი: II კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას უცხოელთა მიერ გაწეულმა ხარჯებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე,

15 აგვისტო 2022, 12:09

მსოფლიო

ტრამპის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ, FBI-მ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მუქარის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს

დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული რეიდის შემდეგ, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) მუქარის გაზრდის შესახებ იუწყებიან.

ირაკლი შოთაძე

15 აგვისტო 2022, 12:00

პოლიტიკა

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ახალი აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით აღსრულდება და აგრეთვე, ქალთა მიმართ ძალდობის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენება.

15 აგვისტო 2022, 11:44

ეკონომიკა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა - ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 241.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით მეტი.

15 აგვისტო 2022, 11:42

საზოგადოება

სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემის სრულ გამართვამდე, თბილისის პარკინგის მომხმარებლები არ დაჯარიმდებიან

„,თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 11:25

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თითოეულ შეთავაზებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ სასამართლოს მიმართულებითაც, სადაც იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთავაზებები, თითოეულ წინადადებაზე დეტალურად ვიმსჯელოთ. ეს უნდა იყოს არა სიახლე და საცდელი საგანი საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამოცდილი და ჩვენ საცდელად არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის რეალობას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

15 აგვისტო 2022, 11:24

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერით გავრცელებულ დეზინფორმაციას №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებით გამოეხმაურა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი, 2019 წელი

15 აგვისტო 2022, 11:05

მსოფლიო

Al Jazeera: პუტინმა კიმ ჩენ ინს მისალოცი წერილი გაუგზავნა და ჩრდილოეთ კორეასთან კავშირების გაფართოების სურვილი გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „კორეის გათავისუფლების დღესთან“ დაკავშირებით, მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

15 აგვისტო 2022, 10:54

თემა

როგორ ხდება მარცვლეულის ექსპორტი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში?

აგვისტოში, შავი ზღვის გავლით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი აღდგა. თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საომარი მოქმედებების ფონზე, Deutsche Welle-მ გაარკვია.

15 აგვისტო 2022, 10:48

მსოფლიო

CNN: ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში დაღუპული 41 ადამიანიდან 18 ბავშვია

იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 18 ბავშვია დაღუპული. ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სულ 41 ადამიანია დაღუპული, 14 კი დაშავდა. დაღუპული ბავშვების ასაკი 3-დან 16 წლამდეა.