imedi /  12 აგვისტო 2017, 00:45 / სანდო წყარო

ადამიანს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება ძილის დროსაც შეუძლია

მძინარე მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტით ნეოროფიზიოლოგებმა დაამტკიცეს გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ახალ ინფორმაციას ძილის დროსაც იმახსოვრებს. აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი "სწრაფი ძილის" ფაზაზე ხდება. ვრცლად კვლევას ჟურნალი Nature აქვეყნებს. 

არსებობს ორი ტიპის ძილი - სწრაფი და ნელი(ღრმა), რომელიც მუდმივად ერთმანეთს ენაცვლება. ნელი ძილის დროს, ორგანიზმი თანდათანობით "ითიშება", ხოლო სწრაფი ძილის დროს ორგანიზმი "მუშა რეჟიმზე" გადადის - კუნთები "ითიშება" უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თვალები ქაოსურად მოძრაობას იწყებენ. მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს ადამიანი ყველაზე ნათელ სიზმრებს ხედავს. 

პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ექიმი თომას ანდერლიონის ხელმძღვანელობით, ლაბორატორიაში რამდენიმე მოხალისე დაიბარეს, რომლებსაც ღამე შენობაში უნდა გაეტარებინათ და თეთრ ხმაურში "დამალული" ბგერები მოესმინათ. 

ანდერლიონმა მოხალისეები რამდენიმე ჯგუფად დაჰყო და ისინი ელექტროენცეფალოგრამთან შეაერთა. ოთახში იდგა დინამიკები, საიდანაც ისმოდა "თეთრი ხმაურის" ბგერები, როდესაც მათი ტვინი რომელიმე ფაზაში გადადიოდა. როგორც წესი, ყველა ადამიანს შეუძლია ბგერების თანმიმდევრობის გამეორება, უბრალოდ ზოგს, უფრო ბევრჯერ სჭირდება მოსმენა. 

როგორც ცდამ აჩვენა, მოხალისეები, რომლებსაც "მელოდიას" სწრაფი ძილის დროს უსმენდნენ, უფრო სწრაფად არჩევდნენ ბგერების თანმიმდევრობას, ვიდრე მათ ეს ექსპერიმენტის დასაწყისში შეძლეს. თავის მხრივ, ღრმა ძილის დროს ჩართული აუდიოჩანაწერის დამახსოვრება არამხოლოდ გაუჭირდათ, არამედ რაც მანამდე იცოდნენ, იმის გახსენებაზეც უფრო დიდი დრო დაეხარჯათ. 

მეცნიერების თქმით, ასეთი შედეგით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ძილის დროს გარე სამყაროსგან აბსოლუტურად  "არ ითიშება" და შეუძლია აღიქვას მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. 

კომენტარები ()

არქივი

18 ნოემბერი 2017, 19:23

ეკონომიკა

Walmart-მა Tesla Semi-ს 15 ელექტრონული სატვირთო მანქანა წინასწარ შეისყიდა

ამერიკულმა კომპანია Walmart-მა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საციოლო და საბითუმო ვაჭრობის ქსელს მართავს, Tesla Semi-ს 15 ელექტრონული სატვირთო მანქანა წინასწარ შეისყიდა. Walmart-ი მათ გამოცდას გეგმავს. 5 მანქანა ტვირთს აშშ-ში გადაიტანს, დანარჩენი ათი კი - კანადაში.

18 ნოემბერი 2017, 19:13

მსოფლიო

ტრმაპი: ჰილარი კლინტონი ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ადამიანია

„მატყუარა ჰილარი კლინტონი ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ადამიანია. ის უბრალოდ ვერ ჩერდება, რაც რესპუბლიკური პარტიისთვის კარგია. ჰილარი, იცხოვრე შენი ცხოვრებით და კიდევ ერთხელ სცადე სამ წელიწადში“, – დაწერა ამერიკელმა ლიდერმა Twitter-ზე.

18 ნოემბერი 2017, 19:07

ვიდეო

ქრონიკა 17:00 საათზე - 18 ნოემბერი, 2017 წელი

18 ნოემბერი 2017, 18:46

ტექნოლოგიები

საჰაერო ხომალდმა Airlander 10 კატასტროფა განიცადა

გამოცემის ცნობით, Airlander 10 მიწაზე დაეცა. ინციდენტის შედეგად ხმელეთზე მყოფმა ერთმა ქალმა მცირე დაზიანება მიიღო. ხომალდის სიგრძე 92 მეტრია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია და მას ჰაერში ყოფნა, ჰელიუმის წყალობით, ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.

18 ნოემბერი 2017, 18:42

ტექნოლოგიები

Apple-მა პირველი ჭკვიანი დინამიკების გამოშვების თარიღი შეცვალა

ამერიკულმა კომპანიამ Apple-მა პირველი ჭკვიანი დინამიკების, HomePod -ის გამოშვება მომავალი წლის დასაწყისისთვის გადადო. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ Apple-ს, ავსტრალიის, ბრიტანეთის და აშშ-ის ბაზრებზე გამოშვებამდე, კიდევ სჭირდება მცირე დრო მოწყობილობის დასრულებისთვის.

18 ნოემბერი 2017, 18:36

ვიდეო

დავით კიკვიძე: ლარის კურსის ვარდნა ფასების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია

18 ნოემბერი 2017, 18:35

მსოფლიო

საგანგებო სამსახურს პუტინის საავტომობილო კორტეჟის გზის დანაღმვის შესახებ შეატყობინეს

უცნობმა პირმა საგანგებო სამსახურს რუსეთის პრეზიდენტის საავტომობილო კორტეჟის გზის დანაღმვის შესახებ შეატყობინა. სატელეფონო შეტყობინების ავტორი ამტკიცებდა, რომ სანქტ-პეტერბურგში პუტინის კორტეჟის გადაადგილების მარშრუტზე 50 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ინფორაცია არ დადასტურდა.

18 ნოემბერი 2017, 18:30

კულტურა

AC/DC-ის ერთ-ერთი დამაარსებელი მალკოლმ იანგი გარდაიცვალა

ავსტრალიური ჯგუფი AC/DC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მალკომ იანგი 64 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯგუფმა ოფიციალურ Facebook-ზე დაწერა. მალკომ იანგმა AC/DC 2014 წელს, დემენციის დიაგნოზის გამო დატოვა.

18 ნოემბერი 2017, 18:24

ვიდეო

ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს

18 ნოემბერი 2017, 18:18

მსოფლიო

კიევში რუსულენოვანი Forbes-ის რედაქტორის მკვლელი დააკავეს

უცნობია დაკავებული კაცის ვინაობა, მაგრამ ცნობილია, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, ეთნიკური ჩეჩენი და მასზე ინტერპოლით ძებნა იყო გამოცხადებული, რადგან ის პროფესიონალი დაქირავებული მკვლელია.რუსულენოვანი Forbes-ის მთავარი რედაქტორი პოლ ხლებნიკოვი 2004 წელს მოსკოვში მოკლეს.

18 ნოემბერი 2017, 18:03

კულტურა

წელს ჩაჟაშში 12 საგვარეულო მაჩუბისა და კოშკის რეაბილიტაცია განხორციელდა

სვანეთში, ჩაჯაშში მიმდინარე წელს ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბისა და კოშკის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

18 ნოემბერი 2017, 17:54

ტექნოლოგიები

Jaguar Land Rover-მა უპილოტო ავტომობილი გამოსცადა

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Jaguar Land Rover-მა თავისი უპილოტო ავტომობილი პირველად გამოსცადა. მოდელები Jaguar F-Pace-ი და Range Rover Sport-ი ინგლისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ქოვენთრიში გაუშვეს.

18 ნოემბერი 2017, 17:51

კულტურა

ცნობილი ტუნისელი დიზაინერი აზედინ ალაია გარდაიცვალა

1960 წელს მისი კლიენტი ხდება გრაფინია ნიკოლ დე ბლეჟე, რომელმაც ის პარიზის მაღალი წრის საზოგადოებას გააცნო. ამავე პერიოდში ლაიას სამოსის მომხმარებელი გახდა ლეგენდარული გრეტა გარბო.აზედინ ალაიამ 1970 წელს საკუთარი მოდის სახლი გახსნა, რის შემდეგაც მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა.

18 ნოემბერი 2017, 17:48

მსოფლიო

ლგბტ თემის მოწინააღმდეგე ამერიკელი პოლიტიკოსი კაცთან სექსის დროს გამოჭირეს

ამერიკის შტატ ოჰაიოს კანონმდებელმა უეს გუდმენმა, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა ლგბტ-თემის წინააღმდეგ, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მას საკუთარ კაბინეტში, კაცთან სექსის დროს წაუსწრეს.

18 ნოემბერი 2017, 17:27

საქართველო

ბოლო 3 თვეში სისხლი უანგაროდ 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩააბარა

მსოფლიოში სისხლის პროდუქტები ყოველ 3 წამში სჭირდებათ ადამიანებს, ძირითადი მოთხოვნა უბედური შემთხვევებისას დაშავებულებზე მოდის. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კამპანიის მიზანია, სისხლის ბანკებში სათანადო მარაგების უწყვეტად ქონა, რათა ნებისმიერ ფორსმაჟორულ შემთხვევას კლინიკა მომზადებული დახვდეს.

18 ნოემბერი 2017, 17:08

მსოფლიო

ოსლოში მცხოვრებმა ქალმა ლატარეაში 35 მილიონი ევრო მოიგო

ჯერჯერობით უცნობია ბედნიერი ბილეთის მფლობელის ვინაობა, თუმცა ცნობილია მისი გეგმები. ახალგაზრდა ქალს სურს შეიძინოს ახალი სახლი და ახალი მანქანა, ასევე აპირებს ოჯახის წევრების დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ადრე ნორვეგიულმა ოჯახმა ლატარეა სამჯერ მოიგო.

18 ნოემბერი 2017, 17:06

ტექნოლოგიები

გერმანიაში საბავშვო "ჭკვიანი საათები" აკრძალეს

გერმანიაში, ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ, "ჭკვიანი საათების" გამოყენება აკრძალა, რომელიც უფროსებს საშუალებას აძლევდა მოესმინა ყველაფრისთვის, რაც ბავშვის ირგვლივ ხდებოდა. მსგავსი ტექნოლოგია თვალთვალის ინსტრუმენტად შეფასდა.

18 ნოემბერი 2017, 17:02

საქართველო

ფიგურული სრიალის გრან პრიზე ქართველი სპორტსმენი წარმატებით ასპარეზობს

ქალაქ გრენობლში, გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპში მონაწილე 8 ქვეყნის თერთმეტმა მოციგურავე ვაჟმა მოკლე პროგრამები წარადგინეს. ქართველმა მორის ყვითელაშვილმა ტექნიკურად საკმაოდ რთული მოკლე პროგრამა შეასრულა და 86, 98 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ, მე -4 ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია.

18 ნოემბერი 2017, 16:59

ტაბლოიდი

ნეიმარმა, უსაფრთხოების გამო, პარიზში ხუთსართულიანი სახლი მიატოვა

“პსჟ“-ის თავდამსხმელი ნეიმარი პარიზის გარეუბანში მდებარე საკუთარი ხუთსართულიანი სახლიდან წავიდა. წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღო. სახლთან . იქ რეგულარულად იკრიბებოდნენ ცნობისმოყვარე ფანები, რომელთაგან ზოგიერთმა საკუთრების ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო.

18 ნოემბერი 2017, 16:54

საქართველო

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და პირადად დაათვალიერა მიმდებარე ტერიტორია. აქ ასე მოიწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ლედ სანათები.30 მხატვარი ერთი კვირის განმავლობაში მოხატავს გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელს.