www.imedi.ge /  23 იანვარი 2022, 19:49 / სანდო წყარო

ილონ მასკმა Twitter-ზე ტონგელებს ჰკითხა სჭირდებათ თუ არა დახმარება ინტერნეტის აღდგენაში, მაგრამ ტონგელებმა ვერ უპასუხეს - მათ ინტერნეტი არ აქვთ

ილონ მასკი

ილონ მასკი

ილონ მასკმა ტონგელებს ინტერნეტის აღდგენაში დახმარება შესთავაზა, თუმცა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამის შესახებ Gizmodo წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კუნძულზე, სადაც იანვრის შუა რიცხვებში ვულკანის ამოფრქვევა და ცუნამი იყო, ინტერნეტის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, მაგრამ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს ალტერნატიული ვარიანტი აქვს.

„ხომ ვერ გვეტყოდნენ ტონგელები სჭირდებათ თუ არა Starlink-ის ტერმინალები?“, - მიმართა მაკსმა კუნძულის მოსახლეობას Twitter-ზე.

მილიარდერის ტვიტმა ინტერნეტ-მომხმარებლებში სიცილი გამოიწვია.

„SpaceX, უბრალოდ დაეხმარეთ და ნუ ელოდებით როდის გთხოვენ დახმარებას. თანაც, როგორ წაიკითხავენ თქვენს ტვიტს, მათი წყალქვეშა ინტერნეტ-სადენი ხომ განადგურებულია“, - წერს ერთი მომხმარებელი.

„რომ შეეძლოთ, „კის“ გიპასუხებდნენ“, - წერს მეორე.

მოგვიანებით, მასკმა დააზუსტა, რომ მას მკაფიო პასუხი სჭირდება, რადგან კომპანიას თანამგზავრების საჭირო რაოდენობა არ აქვს. ამასთან, როგორც ჩანს, ტონგას მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი თანამგზავრების მეშვეობით ინტერნეტთან წვდომა მაინც აქვთ.

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თანამგზავრების გლობალური სისტემის, Starlink-ის პროექტი ოთხი წლის წინ წარადგინა. პროექტის მიზანი მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკვე 1 900 თანამგზავრია გაშვებული, ჯამში კი კომპანიამ აშშ-ის ფედერალური კომისიისგან დედამიწის ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის გაყვანის ნებართვა მიიღო.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2024, 12:44

სამართალი

სუსი: 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების თვალსაზრისით 2023 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული.

19 აპრილი 2024, 12:43

საზოგადოება

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 12:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:40

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

19 აპრილი 2024, 12:39

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:39

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი

მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირება არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:35

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების ისე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საპარლამენტო ორგანოში სიტყვით გამოსვლა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2024, 12:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიული იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად ძალადობისკენ გაიხედავთ, მეტად იქნება უსაფრთხოების რეჟიმი

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეულია იმით, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დაწესებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის, არმაზ ახვლედიანის შეკითხვას.

19 აპრილი 2024, 12:28

მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია

გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს კიევში ვიზიტის დროს საათნახევრის განმავლობაში ბომბებისგან თავშესაფარში ყოფნა მოუწია. ამის შესახებ DPA იტყობინება.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2024, 12:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი

ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.

19 აპრილი 2024, 12:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ​​​​​​​უახლოეს დღეებში

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

19 აპრილი 2024, 12:27

პოლიტიკა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო.

19 აპრილი 2024, 12:18

ეკონომიკა

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ინიციატივა ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ზაზა შათირიშვილი

19 აპრილი 2024, 12:13

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი მიმართვას ავრცელებს

საგულისხმო და გასახარია, რომ ამ ურთულესი და უთანასწორო დაპირისპირების პირველი რაუნდი საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მოიგო.

მაიკ პენსი

19 აპრილი 2024, 11:56

მსოფლიო

მაიკ პენსი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ

თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ამერიკელ სამხედროებს ევროპაში რუსეთის წინააღმდეგ ომი მოუწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2024, 11:46

პოლიტიკა

„საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია: კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა ამის დეკლარირება საკანონმდებლო დონეზე

მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან რუსთაველზე, კარგად დააკვირდით, ვინ არიან ამოფარებულები თქვენს გულწრფელობას და როგორ ვერაგულად ხდება თქვენი გამოყენება გაკოტრებული ერთ პროცენტიანი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

19 აპრილი 2024, 11:35

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ

„საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონები უნდათ და რა - არა, შეწყვიტეთ სხვა ქვეყნებში ჩარევა“, „ახსენით, რატომ არის ჩვენთვის ამ კანონის არსებობა კარგი, მაგრამ საქართველოსთვის არა“, „ჩვენ იგივე კანონი გვაქვს 1938 წლიდან. ზღუდავს ის გამოხატვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას უკეთებს ორგანიზაციებსა და მედიას?“, - ასე ეხმაურებიან სოციალური ქსელ x-ის მომხმარებლები მეთიუ მილერის მიერ „გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

19 აპრილი 2024, 11:34

რეგიონი

დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2024, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელშემწყობებს! არა - 2008 წელს ევრორეზოლუციაში რუსეთის ოკუპაციის „გამპრავებლებს!“

დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოს ადგილი, ღირსებით, ღირსეულ ევროპაშია.

 ოთარ შამუგია

19 აპრილი 2024, 11:31

საზოგადოება

ოთარ შამუგია: სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს ორგანიზებით და „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გამართული ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.