imedi /  04 სექტემბერი 2017, 03:13 / სანდო წყარო

iPhone 8-ის ახალი ფუნქციები გამოქვეყნდა

ახალ iPhone-ში ხმოვანი ასისტენტის Siri-ს გამოძახება შეიძლება შესაძლებელი გახდეს ბლოკირების ღილაკზე თითის ხანგრძლივი დაჭერით. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გამოქვეყნდა.
 


დამოუკიდებელი პროგრამისტის, გილიერმო რემბოს თქმით, ახალი ფუნქციის შესახებ მან ჭკვიანი მიკროპროგრამის, HomePod-ის კოდის შესწავლის შემდეგ შეიტყო. სიახლე დაკავშირებულია იმასთან, რომ iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება. სწორედ ამ ღილაკის საშუალებით ხდებოდა Siri-ს გამოძახება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ს, ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სკანერით, აღარ ექნებოდა, აგვისტოს დასაწყისში დადასტურდა.

iPhone 8-ის პრეზენტაცია 12 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები ()