imedi /  07 სექტემბერი 2017, 20:58 / სანდო წყარო

Facebook-ის მომხმარებლების მეოთხედი არ არსებობს

Facebook-მა სხვადასხვა ქვეყანაში ადუიტორიის პროგნოზი წარმოადგინა. აღმოჩნდა, რომ ქსელის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ციფრები მეოთხედით აღემატება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ამაზე ყურადღება კომპანია Pivotal-ის ანალიტიკოსებმა გაამახვილეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

აშშ-ში ქსელმა 18-24 წლის პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა 41 მილიონით განსაზღვრა, როცა ქვეყანაში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ამ ასაკის მხოლოდ 31 მილიონი ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. მსგავსი სიტუაციაა სხვა ასაკობრივ ჯგუფშიც: ქსელის პროგნოზით მას 25-34 წლის 60 მილიონი მომხმარებელი ეყოლება შტატებში, როცა ოფიციალურად, ასეთი სულ 45 მილიონია რეგისტრირებული.

დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში  Facebook-ი 18-24 წლის მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას 7,8 მილიონამდე აპირებს, როცა მათი რაოდენობა ბრიტანეთში მხოლოდ 5,8 მილიონია, საფრანგეთში კი - 5,2 მილიონი. ქსელის გეგმებში ავსტრალიაში 20-24 წლის მომხმარებლის რაოდენობის 2,3 მილიონამდე ზრდაც არის, მათი ოფიციალური რაოდენობა კი ქვეყანაში დღეს 1,7 მილიონია.

Facebook-ში აცხადებენ, რომ გაანგარიშების შედეგები არც უნდა ემთხვეოდეს რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს. “ეს კამპანიის დაგეგმვის ინსტრუმენტია“, - აცხადებენ ქსელში.

კომენტარები ()