imedi /  16 ოქტომბერი 2022, 08:31 / სანდო წყარო

ილონ მასკის განცხადებით, ფინანსური ზარალის მიუხედავად, Starlink-ი უკრაინაში უფასო ინტერნეტის მიწოდებას განაგრძობს

ილონ მასკი

ილონ მასკი

Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე უფასოდ მუშაობს გააგრძელებს, SpaceX-ის ხარჯების მიუხედავად. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა.

„იმის მიუხედავად, რომ Starlink კლავ კარგავს ფულს, სხვა კომპანიების კი გადასახადების გადამხდელებისგან მილიარდებს იღებენ, უკრაინის მთავრობის დაფინანსებას უფასოდ განვაგრძობთ“, - დაწერა ბიზნესმენმა Twitter-ზე.

Starlink-ი უკრაინას ინტერნეტით უფასოდ ამარაგებს. თუმცა ოქტომბრის დასაწყისში მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების უკრაინაში ჩატანასა და მომსახურებაში კომპანიამ უკვე 80 მილიარდი დოლარი დახარჯა, წლის ბოლოს კი ეს თანხა 100 მილიარდს გადააჭარბებს. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიამ ხარჯების საკუთარ თავზე აღება პენტაგონს სთხოვა. პენტაგონში ეს დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ უწყება „უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამოსავლის ძიებაზე“ მუშაობს.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2024, 13:36

რეგიონი

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

ახმეტაში ჭავჭავაძის ქუჩის და სოფელ მაღრაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო

20 აპრილი 2024, 13:33

ჯანდაცვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

20 აპრილი 2024, 13:25

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს

შავი ზღვის რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენი, როგორც პარლამენტარების თანამშრომლობა, გადამწყვეტია ამჟამად არსებული სხვადასხვა გამოწვევის გადაჭრაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ძალზე მნიშვნელოვანი თემის - პარლამენტების როლის კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახილველად, - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მეზურნიშვილმა სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

20 აპრილი 2024, 13:08

პოლიტიკა

საბა ჯულაყიძე: ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციაზე - ღირსეული პასუხი გასცეს სტუდენტებმა, ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს მიიღებენ

ისევ პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციაზე. ჯერ ლექციის ჩაშლა უნდოდა 2 აქტივისტს და შეძახილები დაიწყეს, შემდეგ პრემიერის გასვლის დროს გადაწყვიტეს შეურაცხყოფების მიყენება, - ამის შესახებ სტუდენტი საბა ჯულაყიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 აპრილი 2024, 13:05

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ. უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.

ოლაფ შოლცი

20 აპრილი 2024, 13:04

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მქონე ქვეყნებიც კი ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას

ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ასევე ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას, - Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

20 აპრილი 2024, 12:48

მსოფლიო

სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ოფიციალური ერევანი ბაქოს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.

ეკა სეფაშვილი

20 აპრილი 2024, 12:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს

გლობალურად რომ შევხედოთ, ამ ეტაპზე, საქართველოზე ძლიერი ზეწოლა არ არის, რომ ომში ჩაერთოს, მაგრამ ეს საფრთხე არ გამქრალა და დღითი დღე იზრდება, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

20 აპრილი 2024, 12:07

სამართალი

პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს

„ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ტრენინგის ფარგლებში, ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 15 პროკურორი გადამზადდა.

სოფო ჯაფარიძე

20 აპრილი 2024, 11:59

პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ უნახავს და მსგავს ფაქტს არ შესწრებია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ უნახავს და მსგავს ფაქტს არ შესწრებია

გურამ მაჭარაშვილი

20 აპრილი 2024, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი

საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქორეოგრაფიული ფესტივალი

20 აპრილი 2024, 11:39

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ჩატარდება

ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ასრულებს.

20 აპრილი 2024, 11:33

მსოფლიო

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა

მერილენდის შტატში მომხდარი სროლისას 5 მოზარდი დაიჭრა. ამის შესახებ ABC News-ი იტყობინება.

20 აპრილი 2024, 11:31

LIVE ისრაელი

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს

ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. საბრძოლო მოქმედებები ანკლავის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.

20 აპრილი 2024, 11:26

რეგიონი

სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

ნინო ნადირაძე

20 აპრილი 2024, 11:19

პოლიტიკა

ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე

„ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ, რომ რუსეთისკენ მივექანებით, ხვალ, თუ დაგჭირდათ, პუტინსაც აკოცებთ ერთ ადგილზე. ბევრჯერ მინახავს ეს, მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“

დიმიტრი ხუნდაძე

20 აპრილი 2024, 11:18

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

20 აპრილი 2024, 11:15

პოლიტიკა

მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა - „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს გმირთა მემორიალთან ფიცის დადების დროს სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ

მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა - „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მემორიალთან დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ.

სოფო ჯაფარიძე

20 აპრილი 2024, 11:13

პოლიტიკა

გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა რუსთაველზე. აქციის მონაწილეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ პროექტი გააპროტესტეს.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2024, 11:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია