„ვოიაჯერ 2“-მა დედამიწასთან კონტაქტი მცდარი ბრძანების გამო დაკარგა. NASA კავშირის აღდგენაზე მუშაობს
ვოიაჯერი 2
ფოტო: NASA
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ზონდ „ვოიაჯერ 2“-თან კავშირის დაკარგვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზონდს, რომელიც დედამიწიდან 19,9 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მიფრინავს, 21 ივლისს შეცდომით არასწორი ბრძანებას გასცეს. ამან დედამიწისკენ მომართული ანტენის ღერძის 2 გრადუსით გადახრა გამოიწვია, რის შემდეგაც ზონდი დედამიწიდან ბრძანებებს ვეღარ იღებს და პლანეტაზე ინფორმაციას ვერ აგზავნის. თუმცა, შემდეგ სპეციალისტებმა აპარატის საკონტროლო სიგნალი დაიჭირეს, რის გამოც კონტაქტის აღდგენის იმედი გაუჩნდათ. პრობლემის მოგვარებაზე სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს.
NASA-ში ასევე განმარტავენ, რომ კავშირი შესაძლოა ავტომატურადაც აღდგეს - ორიენტირების სისტემების ავტომატური გადატვირთვის შემდეგ, რომელიც ოქტომბერში უნდა განხორციელდეს.
„ვოიაჯერი 2“ და მისი „ტყუპისცალი“ „ვოიაჯერი 1“ ერთადერთი კოსმოსური აპარატები არიან, რომლებმაც ვარსკვლავთაშორისო სივრცეს მიაღწიეს - 2018 და 2012 წლებში. „ვოიაჯერი 2“ ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელმაც ნეპტუნსა და ურანთან გაიფრინა, „ვოიაჯერი 1“ კი, რომელიც დედამიწიდან 24 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფება, კაცობრიობის ყველაზე შორეული კოსმოსური ხომალდია.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 15:05
ჯანდაცვა
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
17 ივლისი 2026, 14:54
სამართალი
გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და ის ამ დანაშაულისთვის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს
სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.
17 ივლისი 2026, 14:52
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.
17 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს
ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.
17 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე დებედაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
17 ივლისი 2026, 14:42
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
17 ივლისი 2026, 14:42
მსოფლიო
აშშ-მა ირანს ისევ დაარტყა, თეირანში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ იუწყებიან
ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო ძალებმა ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით განახორციელეს. საჰაერო თავდასხმების სამიზნე ათობით სამხედრო ობიექტი იყო.
17 ივლისი 2026, 14:33
სამართალი
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ თამაზ კვანტიძე სამართალდამრღვევად ცნო და1500 ლარის ჯარიმა დააკისრა
17 ივლისი 2026, 14:31
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი. კერძოდ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ“.
17 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, "გაუსწორა " ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე
რიყეზე დოქების დადგმის ამბავში,სინამდვილეში, ორი მიზეზი ჰქონდა შიზოიდ და სექსუალურად ხურუშიან მიშას, ერთი, რეზიდენციაში ხმაურს არ უნდოდა შეეწუხებინა და მეორე, მის ხარჭას, სოფოს თემა გაუკეთა, გაუსწორა ანუ,- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში.
17 ივლისი 2026, 14:28
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია - ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება, თუ სახელმწიფოები არ გაერთიანდებიან
საქართველო პოლიტიკური ტერორიზმის განსაკუთრებული ობიექტია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა.
17 ივლისი 2026, 14:26
მსოფლიო
ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
სიცხის, ქარისა და დაბალი ტენიანობის ფონზე, ესპანეთში სამ აქტიური ტყის ხანძარს ებრძვიან, ხოლო ერთი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა. ყველაზე სერიოზული ვითარებაა სარაგოსას პროვინციის სინკო-ვილიასის რაიონში - ეს ხანძარი ქვეყანაში წლის ყველაზე მასშტაბურ კერად იქცა მას შემდეგ, რაც 12 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ევაკუირებულია 6 დასახლებული პუნქტი.
17 ივლისი 2026, 14:15
მსოფლიო
დმიტრო კულება: თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს
„თუ არსებული კრიზისის მიზეზი ფედოროვთან შეუთავსებლობაა, სირსკიც უნდა წავიდეს. მთავარია, პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც პოლიტიკოსები აწარმოებენ, არ წავაგოთ ომი, რომელშიც ქვეყანა იბრძვის“, - დაწერა კულებამ.
17 ივლისი 2026, 14:09
მსოფლიო
აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს
ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის ვიზა მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კი სტუდენტებმა ამერიკის ტერიტორია 30 დღეში უნდა დატოვონ.
17 ივლისი 2026, 14:07
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება
„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხ ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
17 ივლისი 2026, 14:06
საზოგადოება
კობა კობალაძემ და გურულმა ვეტერანმა მეფუტკრეებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს დაბა ანასეულში თაფლის დაწურვის ღონისძიებაზე უმასპინძლეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, აკადემიკოს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს - სალიჰ ოზერს უმასპინძლა, სადაც "გურიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანფერმერთა კავშირის" წევრების მიერ, წლევანდელი თაფლის მოსავლის აღება-დაწურვის ცერემონიალი გაიმართა.
17 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
აშშ-მა ულტრამემარცხენე ჯგუფების წევრებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ულტრამემარცხენე ჯგუფების წევრებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. რადიკალური, მემარცხენე ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს ამერიკის საგარეო უწყებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიზანი ამერიკაში პოლიტიკური ძალადობისა და ეკონომიკური საბოტაჟის აღკვეთაა.
17 ივლისი 2026, 14:03
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.
17 ივლისი 2026, 14:02
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე
თურქმენ კოლეგებთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
17 ივლისი 2026, 13:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს, - დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი, უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს
„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


