ChatGPT-მ სწორი დიაგნოზი დაუსვა ბავშვს, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ქრონიკული ტკივილები ჰქონდა
ალექსი
ფოტო: Facebook
აშშ-ში ბოტმა ხელოვნური ინტელექტით ChatGPT ზუსტი დიაგნოზი დაუსვა 7 წლის ბიჭს ალექსს, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ტკივილები ჰქონდა. ამის შესახებ Today წერს.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ალექსი 4 წლის იყო, მას თავის ქრონიკული ტკივილები დაეწყო, რომლებთანაც ბრძოლა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებისა და სიცხის დამწევი პრეპარატების დახმარებით იყო შესაძლებელი.
შემდეგ ბიჭს გაუჩნდა პრობლემები სუნთქვასთან, ზრდასთან და ზედმეტ წონასთან. დედას ის 17 სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან ჰყავდა, მაგრამ დიაგნოზის დასმა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ქალის თქმით, ყველა ექიმი სიმპტომებს საკუთარი სპეციალიზაციის ფარგლებში განიხილავდა და ავადმყოფობის შესახებ სრული წარმოდგენის შექმნა ვერ შეძლეს.
2023 წლის დასაწყისში ქალი ChatGPT-ზე დარეგისტრირდა, შემდეგ კი ჩატ-ბოტს შვილის სიმპტომები და კვლევების შედეგად მიღებული ყველანაირი ინფორმაცია გაუზიარა. ბოტმა დაადგინა, რომ ბიჭს ფიქსირებული ზურგის ტვინის სინდრომი აქვს.
რამდენიმე კვირის წინ ალექსს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა ის თავს უკეთ გრძნობს.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 13:35
თავდაცვა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 13:22
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
06 აპრილი 2026, 13:11
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:58
რეგიონი
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
06 აპრილი 2026, 12:41
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:27
მსოფლიო
Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა
ისლამაბადის წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას გამოიწვევს. შეთანხმება მხარეებს 15-20 დღეს მისცემს იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბის დარეგულირებაზე დაასრულონ მუშაობა.
06 აპრილი 2026, 12:19
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური აქვეყნებს იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომლის ამანათის სახით მიღების უფლებაც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსჯავრდებულებს ექნებათ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს
06 აპრილი 2026, 12:18
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:14
საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
06 აპრილი 2026, 12:12
პოლიტიკა
კახა კალაძე აპრილში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით: ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის გზავნილები და დამოკიდებულება, რაც ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის განხორციელებული სხვადასხვა კონტაქტისას დაფიქსირდა, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.
06 აპრილი 2026, 12:11
პოლიტიკა
კახა კალაძე: აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით
„აზერბაიჯანი ჩენი სტრატეგიული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რომელიც უკვე წლებია არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიმდინარეობს და რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან მსგავს მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
06 აპრილი 2026, 12:05
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის დაღუპვაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
06 აპრილი 2026, 12:02
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: საწვავის ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება.
06 აპრილი 2026, 11:44
მსოფლიო
უკრაინა „თურქსტრიმის“ აფეთქების მცდელობასთან კავშირს უარყოფს
„კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, - წერს ტიხი.
06 აპრილი 2026, 11:35
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
06 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ძალიან ვამაყობ, რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში
„პრეზიდენტმა ისრაელის მხრიდან დახმარების გამო მადლიერება გამოხატა. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე და მის გარეთ უპრეცედენტოა და რომ ისრაელმა შეძლო წვლილის შეტანა მამაცი ამერიკელი მეომრის გადარჩენაში“, - წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
06 აპრილი 2026, 11:26
მსოფლიო
დაღესტანში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
დაღესტანში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად 140-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი. მეწყერი ჩამოწვა გზატკეცილზე. შეფერხებულია რკინიგზის მოძრაობა. რთული სიტუაცია დერბენტის რაიონში, სადაც წყლის დონის მომატების გამო დამბა გაირღვა. ტერიტორიიდან გაყვანილია 4 ათასზე მეტი ადამიანი.
06 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია
ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონი გახდა. დაიღუპა 3 ადამიანი - 2 ქალი და 2 წლის ბავშვი. დაშავდა 10-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.


